ლეგენდალურმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ისაუბრა სერ ალექსის მუშაობის მეთოდებზე, რომელმაც თავისი გენიალობა "მანჩესტერ იუნაიტედში" გამოავლინა. პოლ ინსი, რომელიც "წითლების" ფორმას ატარებდა ექვსი სეზონის განმავლობაში განაცხადა, რომ სერ ალექსი ყოველთვის თავის თავზე იღებდა პასუხისმგებლობას და წარუმატებლობას თავის თავს აბრალებდა. ის ცდილობდა, რომ პრესის ყურადრების ცენტრში არავინ არ მოხვედრილიყო. "როგორც კი მოგვივიდოდა რაიმე უსიამოვნება მაშინვე პრესა იწყებდა მოქმედებას, მაგრამ სერ ალექსი ყოველთვის მოდიოდა ჩვენთან და გვეუბნებოდა: არ მიაქციოთ ყურადღება რას ამბობს ეს ხალხი. მე მჯერა თქვენი! ხშირ შემთხვევაში ჩემთან ერთად იყო გარი პალისტერი და დენი უელესომი, როდესაც მწვრთნელმა უსიამოვნება აგვაცილა თავიდან და თავის თავზე მიიღო. ის არასოდეს აჩვენებდა ფეხბურთელებს, რომ იყო ცუდ გონებაზე. მას აქვს საუკეთესო მწვრთნელის ხასიათი". - დაასრულა ინსმა.