თბილისი:
მანჩესტერი:
9-08-2018, 11:13
ავტორი: redmann,
ნანახია: 5476,
კომენტარები: 24
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე - LIVE !
უახლესი ინფორმაცია ტრანსფერების შესახებ.
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე - LIVE !
20:00 თბ: დამთავრდა ! სატრასფერო ფანჯარა დაიხურა, სამწუხაროდ "იუნაიტედმა" არც ერთი ახალი ფეხბურთლი არ ან ვერ შეიძინა.
15:06 თბ: საიმონ ჯონსი - Daily Mail: დიეგო გოდინმა "იუნაიტედში" გადასვლაზე უარი განაცხადა, მიუხედავად იმისა რომ 32 წლის მცველს მანჩესტერელები 2 წლიან კონტრაქტს სთავაზობდნენ. Sky Sports-ის ჟურნალისტი ასევე ამატებს, რომ ინგლისელებმა ურუგვაელს წელიწადში 9 მლნ ევრო შესთავაზეს, "ატლეტიკომ" კი 25 მლნ ევრო. გოდინს ესპანეთში დარჩენა სურს.
14:42 თბ: "ლესტერის" მწვრთნელი პიუელი: " შემიძლია დაგიდასტუროთ რომ ჰარი მაგგუაიერი მიდის მანჩესტერში, ოღონდ მხოლოდ 2 საათით, პარასკევს გასამართ მატჩში მონაწილეობის მისაღებად".
14:09 თბ: Sky Sports ექსკლუზიურად გადმოსცემს , რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" გეგმავს "ატლეტიკოს" ურუგვაელი მცველის დიეგო გოდინის გაფორმებას.
13:53 თბ: "ლესტერმა" "ზაგრების დინამოდან" ცენტრალური მცველი ფილიპ ბენკოვიჩი გაიფორმა, მაგრამ ეს ჰარი მაგგუაიერის წასვლას არ ნიშნავს.

" ჩვენ გვითხრეს რომ "ლესტერის" ხელმძღვანელობამ "მანჩესტერ იუნაიტედს" და ყველა სხვა მსურველს განუცხადა, რომ ჰარი არ იყიდება"- აცხადებს Sky Sports-ის წყარო.
13:27 თბ: Sky Sports-ის კორესპოდენტი დაიტონ ფრეიზერი: ჟოზე მოურინიო კვლავ დაინტერესებულია ჰარი მაგგუაიერით, ჟერომ ბოატენგით და ტობი ალდერვეირელდით.
12:54 თბ: Sky Sports : ჟერომ ბოატენგმა დღეს დილით მიუნხენში თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშა, გუშინდელ ამხანაგურ შეხვედრაში სადაც "ბაიერნმა" "როტენ-ეგემი" 20-2 დაამარცხა გერმანელ მცველს მონაწილეობა არ მიუღია.
12:36 თბ: მოურინიომ ტრანსფერებზე ისაუბრა : " არ ვარ დარწმუნებული რომ ტრასფერები იქნება, ფანჯარა დღეს იხურება ასე რომ ამაზე აღარ ვფიქრობ, ახლა კონცენტრირებული ვარ ჩემს განკარგულებაში მყოფ მოთამაშეებსა და მომდევნო მატჩებზე".
12:34 თბ: ჟოზე მოურინიომ განაცხადა , რომ ლესტერთან თამაშს ტრავმების გამო 6 მოთამაშე ვერ შეძლებს: მატიჩი, ვალენსია, ერერა, როხო, დალო და რომერო
12:28 თბ: The Times - ის კორესპოდენტი პოლ ჰირსტი წერს, რომ ტობი ალდერვეირელდის აგენტი ელოდება შეთავაზებას "იუნაიტედისგან" და მზად არის მანჩესტერში გასაფრენად. აგენტი ამჟამად დანიაში იმყოფება
12:22 თბ: Daily Mail: პრემიერ ლიგის კლუბებმა ამ მომენტისთვის ტრასფერებში 1.2 მილიარდი ფუნტ სტერლინგი დახარჯეს. ლიდერობს "ლივერპული" - 167,9 მლნ ფუნტით, "იუნაიტედი" კი მხოლოდ მე-7 პოზიციას იკავებს - 70,9 მლნ ფუნტით.
12:21 თბ: ჟულიენ ლოურენსი - ESPN : " პოლ პოგბა ბედნიერია იუნაიტედში, მას არ სურს კლუბის დატოვება და არც არასდროს მოუთხოვია როგორც ხელფასის გაზრდა, ასევე ტრანსფერზე დაყენება. შესაძლოა რაიოლას უნდა რომ ის "ოლდ ტრაფორდიდან" წასულიყო, მაგრამ პოგბა კლუბში ყველაფრით კმაყოფილია".
12:09 თბ: Manchester Evening News - ის ინფორმაციით შესაძლოა "იუნაიტედმა" მოგვიანებით შეთავაზება გაუკეთესო "პსჟს", მარცხენა მცველ- ლევინ კურზავასთან დაკავშირებით.
12:05 თბ: ერთ საათში დაიწყება მოურინიოს პრეს კონფერენცია, საინტერესოა ისაუბრებს თუ არა ჟოზე კლუბის სატრასფერო გეგმებზე დედლაინის დღეს.
11:42 თბ: Sky Sport- ის ინფორმაციით "იუნაიტედის" ხელმძღვანელობის სასურველი კანდიდატი მაგუაიერი იყო, თუმცა "ლესტერმა" განაცხადა, რომ მცველი არ იყიდება ! მოურინიოს კი გუნდში ბოატენგის ხილვა სურდა.
11:31 თბ: Sky sports : კოლუმბიელი მცველი იერი მინა , რომლის გადმობირებაც "მანჩესტერ იუნაიტედს" სურდა ახლოსაა "ევერტონში" გადაბარგებასთან.
11:26 თბ: ალექსის სანჩესმა კლუბს სატრასფერო ფანჯარაში აქტიურობისკენ მოუწოდა: " ჩვენ დიდი კლუბი ვართ, შედარებით რთული წინა სასეზონო მომზადება გვქონდა, მაგრამ დროა ყველაფერი სწორად გავაკეთოთ. "იუნაიტედმა" უნდა გაიფორმოს გამოცდილი მოთამაშეები, ახლახანს "ბარსელონამ" დაიმატა ჩემი თანამემამულე არტურო ვიდალი. სწორედ ასეთი ტიპის ფეხბურთელებზე უნდა გააკეთოს კლუბმა აქცენტი, რათა იყოს კონკურენტუნარიანი უმაღლესი დონის ყველა ევროპულ ტურნირზე. "- ცოტირებს "იუნაიტედის" ნახევარმცველის სიტყვებს Daily Mail.
10:50 თბ: ქეით მაგგრეივი Daily Mail-დან: "იუნაიტედი" "ჩელსის" ცენტრალურ მცველ კურტ ზუმაზე გადაერთო. მცველის მოსაპოვებლად გუნდს "ევერთონთან" მოუწევს ბრძოლა, რომელიც ასევე აქტიურადაა დაინტერესებული ფრანგის არენდით აყვანით, "მანჩესტერს" კი ფეხბურთელის ყიდვა სურს.
10:39 თბ: საიმონ ჯონსი Daily Mail-დან: ჟერომ ბოატენგი - რომლის გადმობირებითაც "იუნაიტედი" იყო დაინტერესებული- "პსჟ"-თან მართავს მოლაპარაკებებს.
10:36 თბ: : ჟოზე მოურინიოს დღევანდელი პრესკონფერენცია უჩვეულოდ ადრე- ბრიტანული დროით დილის 9:00 -ზე - დაიწყება.სავარაუდოდ სენსაციურ სიახლეებს არ უნდა ველოდოთ, მაგრამ მაინც...
10:25 თბ : ფრეიზერ დეიტონი Sky Sports- დან: " მოურინიოსთვის ფული გამოყოფილია, მაგრამ კლუბს არ სურს კონკრეტულ ფეხბურთელებში ზედმეტი თანხის გადახდა, ეს ყველაფერი კი კატა-თაგვობანას ემსგავსება"
10:16 თბ: ინტერნეტში გავრცელდა ფოტო უცნობი ადამიანის გამოსახულებით, რომელსაც "იუნაიტედის" ახალი ფორმა უჭირავს. ვინ არის და არის თუ არა ის ფეხბურთელი უცნობია.
სატრანსფერო ფანჯარა
კომენტარები: 24
№11
ავტორი: Lev
9 აგვისტო 2018 17:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
ციტატა: Lalana
მხითარიანი უყიდეს, ფორმაში იყო კაცი საგოლე პასებს აკეთებდა, აითვალწუნა და მეორე წელს ზამთარში თვითონვე გააგდო, იბრა ისედაც ჩემოდანზე იჯდა რო მოვიდა კაცი ბერდება, პოგბა უყიდეს და ამან დაცვაში დააყენა და ურთიერთობა გაუფუჭდა, ლუკაკუ მაგის დაწუნებული იყო ჩელსიში, სანჩესიც მოუყვანეს მარსიალი და რაშფორდი ჰყავს ფრედი მოუყვანეს, ყველა პირობა აქვს რო შეტევა ითამაშოს და ამ არარაობამ კიდე მთელი სეზონი დაცვა გვათამაშა ხოდა ეხლა ვნახოთ დაცვა რო პრახადნოი ექნება იქნებ ეხლა მაინც შეუტიოს .
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№12
ავტორი: Malboro463
9 აგვისტო 2018 17:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5850
500 მლნ მდე არის დახარჯული ჟოზეს მოსვლის მერე ტრანსფერებში
აეც დაცვის ხაზია მოწესრიგებული არც ნახევარდაცვა და შეტევაში კიიდე მარჯვენა ვინგერი არ გვყავს
9 ფეხბურთელი იყიდა და ერტი პოზიციაც არა გაძლიერებული
2
№13
ავტორი: gogita1991
9 აგვისტო 2018 18:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
ეე მემგონი დავრჩით ისე ერთი საათიც აღარ დარჩა
0
№14
ავტორი: LewisHamilton
9 აგვისტო 2018 18:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
ნუ 15 წუთი დარჩა უკვე შეგვიძლია წყნარად მშვიდად და დარწმუნებით ვთქვათ რო ვერავინაც ვერ ვიყიდეთ. ბრავო მოკლედ! ზოგადად შემადგენლობაზე მე არ ვწუწუნებ, ტრანსფერების გარეშედაც გაქაჩავდა ეს სასტავი ბევრს, რომ არა ერთი მთავარი ფაქტორი - მოურინიო. მაგის თამაშის სტილით ამ გუნდს დღეს უბრალოდ შანსი არ აქვს. ხოდა ნუ ველოდოთ რო მაქსიმუმ სეზონის ბოლოს დაახვევს ეს ანტიფეხბურთის ფილოსოფიის მატარებელი პოლის ტილო და ვინმე ნორმალურს მოგვიყვანენ..
0
№15
ავტორი: Lalana
9 აგვისტო 2018 19:00
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
მე გამოდგომაზე ვსაუბრობდი.ამას მესი და რონალდოც რომ ყავდეს არ ითამაშებს შეტევას რადგან არ არის მისი სტილი.მთელი ცხოვრებაა გუნდებს მეორე ნომრად ათამაშებს და უკვე დაგვიანებულია სტილის შეცვლა.რაც შეეხება ფეხბურთეების გამოდგომაზე,რპდესაც მხითარიანი იყიდეს იმ სეზოში ნამდვილად კარგი იყო და ევროპა ლიგის მოგებაში უდდესი როლიც ითამაშა.შემდეგ გაუშვეს მაგრამ მე გაშვევაზე არ ვსაუბრობ არამედ მისი მოყვანილი ფეხბურთელების გამოდგომაზე.მოიყვანა ბაილი,რომელიც საკმად კარგიიყო ტრავმამდე და მას შემდეგ წესიერად ჯერ არ უთამაშია სტაბილურად.ლინდელოფიც არ ყოფილა ცუდი და ააქვს მომატების პერსექტივა.იბრა როდესაც მოვიდა უდიდესი დახმარება გაგვიწია,'მატიჩიც მშვენივრად გამოგვადგა.ერთადერთი რომელიც ჯერ არ გვადგება ეს სანჩესია მაგრამ დარწმუნებული ვარ ისიც გამოავლენს საკუთარ შესაძლებლობებს.რაც შეეხება პოგბას,მესმის მისი.მისი პრობლემა უბრალოდ მოურინიოს ზედმეტად უკანჩამჯდარი სტილია და ასევე ისიც რომ საკმაოდ ბევრი შავი სამუშაოს შესრულება უწევს,მაგრამ მისი ეს გამხტომები იქიდან დაიწყო როდესაც მოურინიომ გააკრიტიკა.ეს მწვრთნელი რომ წასასვლეია მეც ვიცი,მაგრამ თუ ვუდვორდი ტოვებს მაშინ ბოლომდე უნდა აცადოს გუნდის ისე აწყობა როგორც მასს სურს და თუ არ აცდის მაშინ გაუშვას კიდეც რაღას ტოვებენ ტყუილად.
0
№16
ავტორი: ikeoni
9 აგვისტო 2018 19:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
ეგ არაფერი ისეთი საგანგაშო არაფერია გვყავს ისეთი სასტავი რო სწორი ტაქტიკით და თამაშით ვიბძოლოთ ჩემპიონობისთვის
1
№17
ავტორი: VALERI.s
9 აგვისტო 2018 21:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
დე ხეა
ვალენსია-ბაილი-ლინდელოფი-შოუ
ფრედი-მატიჩი-პოგბა
სანჩესი
ლუკალუ-რეშფორდი

ან არაფერი!
1
№18
ავტორი: ikeoni
9 აგვისტო 2018 21:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
ციტატა: VALERI.s
დე ხეა
ვალენსია-ბაილი-ლინდელოფი-შოუ
ფრედი-მატიჩი-პოგბა
სანჩესი
ლუკალუ-რეშფორდი

ან არაფერი!

არაფერი არაა სანერვიულო მშვენიერი შემადგენლობა გვყავს❤️
0
№19
ავტორი: VALERI.s
9 აგვისტო 2018 21:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
პირდაპირ სასაცილოა რაა. ფრედის გარდა ნორმალური ტრანსფერი ვერ გავაკეთეთ მაგრამ! სამაგიეროდ შევინარჩუნეთ ფელაინი დარმიანი როხო და სმოლინგი.!! დდცენზურა
0
№20
ავტორი: ikeoni
10 აგვისტო 2018 10:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
უნივერსალი აჩვენებს ბიჭებო თუ იცით დღრს?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top