თბილისი:
მანჩესტერი:
8-08-2018, 22:09
ავტორი: Redarmy Man,
ნანახია: 3120,
კომენტარები: 19
"ლესტერმა" ფასი დაასახელა
"მელიები" საკმაოდ ბევრს ითხოვენ.
"ლესტერ სიტი" მზადაა მაგუირი "იუნაიტედში" გაუშვას, მაგრამ ინგლისელი მცველის სანაცვლოდ "მელიები" €75 მილიონს ითხოვენ.

ეს ინფორმაცია Manchester Evening News-ისგან მოდის, ისინი ასევე ავრცელებენ, რომ "ლესტერი" მზად იქნება ჰარის წასვლის შემთხვევაშიც, მათ უკვე შეიძინეს ორი მცველი €33 მილიონად.

შესანიშნავი მუნდიალის შემდეგ, მაგუირის ფასი ძალიან გაიზარდა.
ფაქტია რომ ახალგაზრდა მცველი გარეტ საუთგეითის დაცვის გული იყო. თანამედროვე ფეხბურთში ფასები საოცრად გაწელილია, მაგრამ "ეშმაკებისგან" აშკარად მოსალოდნელია ამ თანხის გადახდა.

ედ ვუდვორდმა აუცილებლად უნდა გადაიხადოს ჟოზეს დასახელებული ნებისმიერი თანხა გუნდის გასაძლიერებლად.
"განსაკუთრებული" გამარჯვებულადაა დაბადებული, ამიტომ მას ძლიერი მოთამაშეები სჭირდება შედეგის დასადებად.
ტრანსფერები
19 კომენტარი
№11
ავტორი: Chaxrux
9 აგვისტო 2018 10:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 212
საიტს რა ჭირს არ გასწორდება? მობილური ვერსია
0
№12
ავტორი: kulokulo
9 აგვისტო 2018 10:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 36
ეს **** მოურინიო სანამ იქნება მანიუში არაფერი გვეშველება...!
0
№13
ავტორი: bziki
9 აგვისტო 2018 10:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
აჰა ესეც დედლაინი და დარჩენილი 8 საათი:)
ჟოზეს პრესკომფერენცია როდისაა სავარაუდოთ დღეს უნდა ყოფილიყო
0
№14
ავტორი: VALERI.s
9 აგვისტო 2018 10:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
კაროჩე ლივერპული და ჩელსი მაგრად გაძლიერდა სიტის არც სჭირდებოდა გაძლიერება მაგრამ მაჰრეზი მაინც იყიდეს. ჩვენ ამ სამ გუნდს კონკურენციას ვერ გავუწევთ თუ ვილიანი და ტობი არ ვიყიდეთ და თუ ეს ტრანსფერები განხორციელდა მერე შეგვიძლია პრემიერლიგისთვის ბრძოლა!
0
№15
ავტორი: levionok
9 აგვისტო 2018 10:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ციტატა: Chaxrux
საიტს რა ჭირს არ გასწორდება? მობილური ვერსია

ყველგან მასეა? მე არ დავწერე მეგონა ჩემთან აურია საფარზე
0
№16
ავტორი: LewisHamilton
9 აგვისტო 2018 10:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
მოკლედ დრო გადის და ძვრა არანაირი. ტობის როგორც ჩანს შეეშვნენ, მაგუაირში არ ვიცი ამხელა თანხას გაიღებენ თუ არა, მარჯვენა ვინგერი ისევ სახვეწარია გუნდში. მოკლედ საოცრად საშინელებები იკისრეს ხელმძღვანელობიდან დაწყებული მოურინიოთი დამთავრებული ყველამ. შარშანდელი სეზონის მერე მგონი ყველა გუნდი ასე თუ ისე გაძლიერდა ჩვენს გარდა და აი რანაირად უნდა გავუწიოთ წელს კონკურენცია ძალიან მაინტერესებს. მოურინიოს დღეები დათვლილი მგონია უკვე წინასწარ.. ძალიან სამწუხარო პროცესები მიმდინარეობს გუნდში და საბოლოოდ ძალიან მძიმედ არ დაგვარტყას ამ ყველაფერმა მაგის მეშინია, თორე ცალკე აღებული მოურინიოს დედაც ვატირე და ალდერვაირელდისაც. გუნდია ცოდო..
0
№17
ავტორი: PaLoMo
9 აგვისტო 2018 10:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: levionok
ციტატა: Chaxrux
საიტს რა ჭირს არ გასწორდება? მობილური ვერსია

ყველგან მასეა? მე არ დავწერე მეგონა ჩემთან აურია საფარზე


კი ყველგან მასეა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№18
ავტორი: SANDROGRIGA
9 აგვისტო 2018 10:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ყველაზე დიდი ერთი ტრანსფერი გააკეთონ
0
№19
ავტორი: Svanchester
9 აგვისტო 2018 11:06
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
ციტატა: Chaxrux
საიტს რა ჭირს არ გასწორდება? მობილური ვერსია

სარეკლამო ბანერის გამო დროებით მობილური ვერსიით ვერ ვისარგებლებთ.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top