თბილისი:
მანჩესტერი:
30-07-2018, 22:24
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 2461,
კომენტარები: 12
კარაგერი: "იუნაიტედის" ფანების მიკვირს"
ჯეიმი კარაგერი ჟოზე მოურინიოზე საუბრობს.
კარაგერი:
ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და "ლივერპულის" ყოფილი მცველი ჟოზე მოურინიოს თაობაზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ პორტუგალიელი თავისი განცხადებებით პრობლემებს იქმნის, თუმცა მისგან ეს არ უკვირს, განსხვავებით "იუნაიტედის" გულშემატკივრებისგან.

"როდესაც მოურინიო ახალგაზრდებზე ასე საუბრობს, ის ამით საკუთარ თავს პრობლემებს უქმნის. "მანჩესტერ იუნაიტედი" ყოველთვის ასოცირდებოდა ახალგაზრდა ფეხბურთელებთან და ბუნებრივია, რომ გულშემატკივრებს ჟოზეს ეს კომენტარები არ მოეწონათ"

"რა თქმა უნდა, ეს ამხანაგური მატჩებია, მაგრამ მწვრთნელებს ასეთ მატჩებშიც სურთ გამარჯვება. ამ თამაშებს მილიონობით ადამიანი ადევნებს თვალს და მწვრთნელები თავის წილ ზეწოლას აქაც განიცდიან."

"მახსენდება პერიოდი, როდესაც "ლივერპულს" ჟერარ ოულიე წვრთნიდა. ამხანაგურ მატჩებში ცუდი შედეგები დავაფიქსირეთ, ამის შემდეგ კი ტრავმირებულ მაიკლ ოუენს აიძულა ეთამაშა, რადგანაც კიდევ ერთი ცუდი შედეგის დაფიქსირება აღარ სურდა"

"მოურინიოს შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება და ვთვლი, რომ ის გამარჯვებული და ტოპ მწვრთნელია. სიმართლე გითხრათ მიკვირს "იუნაიტედის" ფანების და მინდა მათ ვუთხრა, თქვენ ახლა გაიცანით ჟოზე მოურინიო და მისი სათამაშო სტილი ? ეს ტიპური მოურინიოა და ეს არის მასში განსხვავებული. მე არ ვიცი რატომ ელოდნენ მისგან განსხვავებულ ფეხბურთს. ის ყოველთვის ქმნის პრობლემას როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ის ტოპ მწვრთნელია. რა ელოდება ჟოზეს ? მან ამ სეზონში აუცილებლად უნდა მოიგოს ერთი დიდი ტიტული, თუ ეს ასე არ მოხდა, ჩემი ვარაუდით ის "მანჩესტერ იუნაიტედს" სეზონის ბოლოს დატოვებს"


წყარო:Talksport
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: bziki
31 ივლისი 2018 11:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
Paulscholes1
[ პასუხი ]
დედიკო როგორ გყავს კაი ხანია აღარ მომიკითხია,ნუ აბრაზებ იცოდე დედას.
ნომერი ხო არ მოგცე ? :D:D:D:D:D დედას მოუფრთხილდი იცოდე ბევრის ატანასაც ნუ დაავალებ
1
№12
ავტორი: SANDROGRIGA
2 აგვისტო 2018 00:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: JuanMata
ტიკი-ტაკას არავინ ელოდება, ნორმალურ კონტრშეტევებზე აწყობილ თამაშს ელოდა ყველა, რითიც ცნობილი იყო ჟოზე ინტერში, ჩელსიში, რეალში.

ასე 90 წუთი საჯარიმოში დგომა, მეც შემიძლია, მწვრთნელად თუ დამნიშნავენ.

გეთანხმები
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top