თბილისი:
მანჩესტერი:
30-07-2018, 11:14
ავტორი: redmann,
ნანახია: 2142,
კომენტარები: 12
ჟოზემ ფეხბურთელებს შვებულებიდან დაბრუნება სთხოვა
"იუნაიტედი" სეზონს ტრავმებით ხვდება
ჟოზემ ფეხბურთელებს შვებულებიდან დაბრუნება სთხოვა
"The Times" -ის ინფორმაციით ჟოზე მოურინიომ მიმართა თხოვნით რომელუ ლუკაკუს, პოლ პოგბას, ჯესი ლინგარდს და
სხვა მოთამაშეებს, რათა დროზე ადრე შეწყვიტონ შვებულება და დაეხმარონ გუნდს, რომელსაც ამ მომენტისთვის ვერ
ეხმარება შემადგენლობის 17 წევრი.

ჟოზემ მოუწოდა ფეხბურთელებს რომ აიღონ მაგალითი ფილ ჯონსისა და მარკუს რეშფორდისგან, რომელთაც დროზე
ადრე შეწყვიტეს შვებულება და უკვე ამ კვირაში შეუერთდებიან გუნდს ქერინგტონში.

"იმედი მაქვს რომ ბიჭები, რომლებიც იმყოფებიან დამსახურებულ შვებულებაში შეინარჩუნებენ ფიზიკურ ფორმას და რამოდენიმე
მათგანს მოუნდება აიღოს მაგალითი ფილ ჯონსისა და მარკუს რეშფორდისგან, რომლებიც დროზე ადრე ბრუნდებიან გუნდის დასახმარებლად, რომელიც სეზონის სტარტზე პრობლემებს განიცდის" - ციტირებს მოურინიოს სიტყვებს "The Times".

შეგახსენებთ რომ ტრავმების გამო ამ მომენტისთვის გუნდს ვერ ეხმარებიან: ნემანია მატიჩი, მარკოს როხო, დიოგო დალო,
ანტონიო ვალენსია და სერხიო რომერო, ასევე ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ კრის სმოლინგს, ლუკ შოუს, ანდერ ერერასა და ერიკ ბაიის.

8 მოთამაშე კი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შვებულებაში იმყოფება : პოლ პოგბა, რომელუ ლუკაკუ, ჯესი ლინგარდი, მარკუს რეშფორდი, ფილ ჯონსი, ეშლი იანგი, მარუან ფელაინი და ვიქტორ ლინდელოფი.
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Paulscholes1
30 ივლისი 2018 17:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 183
ციტატა: Old Red Devil
მაურინიოს დახვევას ველი.ამოწურა ამან საკუთარი რესურსი.

Tan gana marto unda daaxvevinon, dedis da colis 1 adgilis ginebit unda daaxvevinon am sakutar tavze sheyvarebul gansakutrebul chmors
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
1 აგვისტო 2018 00:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არეულობაა გუნდში ფაქტია
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top