თბილისი:
მანჩესტერი:
23-07-2018, 15:07
ავტორი: Redarmy Man,
ნანახია: 3959,
კომენტარები: 30
მოურინიომ მარსიალის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ინფორმაცია გავლენიანი გამოცემიდან მოდის
მოურინიომ მარსიალის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
Daily Mail-ი აცხადებს რომ პორტუგალიელი მზადაა გაყიდოს მარსიალი ამ ზაფხულშივე, მაგრამ მხოლოდ სასურველ ფასად სასურველ კლუბში.

ენტონიმ უარი თქვა ახალ კონტრაქტზე და ერთი წლის შემდეგ ფრანგი თავისუფალი აგენტი იქნება, მანამდე კი "იუნაიტედი" აპირებს თავისი უფლებები გამოიყენოს.

შეგახსენებთ მას შემდეგ რაც ჟოზეს გამო მარსიალის კარიერა უკან წავიდა, მისმა აგენტმა დაადასტურა ჩემს კლიენტს წასვლა
უნდაო.

"იუნაიტედი" კვლავ დარწმუნებულია რომ სიტუაციას
აკონტროლებს და ფრანგის გაშვებას მხოლოდ €80 მილიონის ფარგლებში განიხილავს. მისი
სამსახური ლონდონის "ჩელსის", მიუნხენის "ბაიერნს" და დორტმუნდის "ბორუსიას" უნდათ.
ახალი ამბები
30 კომენტარი
№11
ავტორი: lasha001
23 ივლისი 2018 23:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 128
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: kobinio
მაურინიომ ოფიციალურ ინტერვიუში თქვა მეც ბევრი რამე მინდა მარა ასე არააო...
მაგის აგენტს რა უნდა მე არ მაინტერესებსო.
ერთი წელი აქვს პლიუს ავტომატური გახანგძლივებით და ვინ სად გაუშვებს თუ სათანადო წინადადება არ იყო?! პრემიერლიგაში ნაკლებად მგონია ვინმეს მიყიდონ და იტალია ესპანეთში შეილება.
პლიუს მინდა ავღნიშნო ავტორის მცდარი შეხედულება ან არასწორი მიმართულება სტატიის,ჟოზეს გამო კი არა საკუთარი იჟმურობის გამო წავიდა მისი საქმე უკან უკან და ყველაფერის ჟოზეზე დაბრალებაც ტეხავს.ბურთს რო ვერ გააჩერებ მანჩესტერელი ფეხბურთელი,კაცს რომ ვერ მოატყუებ და ფეხებში გებლანდება ბურთი კი უ და იჯდე დინჯად სკამზე და მადლობა თქვა ხელფასს რომ არ გიყადაღებენ ))))
ხასიათის ფეხბურთელი რომაა მემგონია ახალი არაა და თუკი რამის დამტკიცება უნდა აგერაა ბიძიკო ბურთი და მოედანი.
აშკარად ნიჭიერია მარა ასე იყო დეპაიც და იმედია მის გზას არ დაადგება მაგრად მევასება ეს ოხერი

100%

ბურთი თუ ვერ გააჩერა ეგ იმას არ ნიშნავს რომ ვერ ამტკიცებს სასტავის ფეხბურთელობას. და ცუდ ფორმაში რომ არის და ბურთს რომ ვერ აჩერებს ეგ ვისი ბრალია? ჟოზეს. იმიტომ რომ მარსომ რომ დაამტკიცა სასტავის ფეხბურტელობა და მაგარ ფორმაში რომ იყო და გოლი გოლზე გაჰქონდა და საგოლე პასებსაც არიგებდა ჟოზემ მოიყვანა სანჩესი და დასვა სკამზე მარსიალი. რითი ჯობდა სანჩესი მარსიალს იმ მომენტში? ჩემი აზრით ვერაფრიდ ვერ ჯობდა მაგრამ ჟოზემ იპროფესორა მოიყვანა ასაკოვანი ფეხბურთელი და ახალგაზრდა იმედის მომცელი ფეხბურთელი რომელიც უძლიერეს ფორმაში იყო დასვა სკამზე. და სანჩესი კი ნახეთ როგორც თამაშობდა. ეგრე უშვება რეშფორდსაც ეგეც წავა დარწმუნებული ვარ ამ წელს თუ არა მომავალში მაინც. მე მაგ კაცის იმედი არ მაქ ძმებო რავიცი აბა ვნახოდ. მე მგონია ეგ ერთ მაგარ ფეხბურელსაც ვერ იყიდის იმიტომ რომ ბევრს არ მოსწონს მისი თამაშის სტილი (ავტობუსი) ვნახოდ აბა რას იზამს არ მევასება ეგ კაცი მაგრამ როგორ რ გინდა წარმატება არ ვუსურვო. წარმატებები ჟოზე და იმედია ლიგას ან აფლს დადებ..
0
№12
ავტორი: kobinio
24 ივლისი 2018 01:28
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ადმინს მივმართავ თხოვნით იქნებ რამე უშველოთ ჩემ აქაუნთს,პასუხს ვერავის ვცემ არ ტვირთავს უკვე რამოდენიმე თვეა.დიდი მადლობა წინასწარ

Lasha001
ჩემო ძმაო ნაწილობრივ გეთანხმები მაგრამ ის რომ ფეხბურთელმა მითუმეტეს მსოფლიოში ერთერთმა დიდი კლუბის ფეხბურთელმა ბურთის დამუშავების პრობლემა აქვს ეს სულ გაიოზ დარსაძე რო წვრთნიდეს გუნდს მაინც არ უნდე ეშლებოდეს.
2.გეთანხმები იმაში რომ ბებერი სანჩესით არ უნდა ჩაენაცვლებინა და მინიმუმ სხვა ტაკტიკა შეემუშავებინა
3.მაგრამ როგორც აქ ერთმა ჩვენმა ძმობილმა აღნიშნა ლინგარდი რო გაჯობებს კი უნდა იყო წყნარად.
მასე ბექემიც იჯდა ჩემო კეთილო სკამზე და პოგბა,რონალდო და რომელი ერთი ჩამოვთვალო მაგრამ არავის არ აუჯვია სახეზე მასე როგორც ეს იქცევა.
მოდი იქიდან დავიწყოთ რომ მარსიალს ცოლთან რომ პრობლემები ჰქონდა მაშინ ამოვარდა სასტავიდან სეზონის ბოლოს 5 გოლი რო ქონდა გატანილი და რას აკეთებდა თავად არ იცოდა აი მაშინ ამოვარდა და არა სანჩესის მოსვლისას.უკვე ამოვარდნილი იყო ზამთარში.რეშფორდი და ეგ ენაცვლებოდნენ.
მაურინიოს არ ვამართლებ არ მომწონს მე პირადად მაგ ადამიანის არც მიდგომა და არც ტაკტიკა მაგრამ იცი ვის მოწონს?!!!!! გლეიზერების ოჯახს!!! წელს მაირინიომ იმდენი ფული აშოვნინა რაც აქამდე ჰქონდათ.
ამიტომაა განსაკუთრებული.
დღეს ფეხბურთი სხვა მხრიდან ფასდება და ეს სპორტი ნაკლებადაა.სულ ესა ჩემო ძმაო.პატივისცემით კობა.
პ.ს
Redarmu man სტატიის ავტორი ვიგულისხმე და არა შენ
0
№13
ავტორი: Paulscholes1
24 ივლისი 2018 07:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 183
Saocari xalxi xart zogi, burti ver gaacherao rom gaizaxit magis imis tqma gindat rom marsials teqnika ar aqvs da burttan tqvenobitaa? Tu 1 amxanaguri tamashit uwyvitavt momavals? Vin gvyavs gundshi uketesi rom ushvebt gundidan daunanebkad? Es rom formashia bareuri sheedaros da araa zedmeti profesoroba sachiro es gasashvebi araa da ro amoiqoqeba zalianac magrad itamashebs. Araa sachiro 1 tamashis gamo es panika
0
№14
ავტორი: bziki
24 ივლისი 2018 08:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ჯერ ზაჰა იყო და ყველა მოიესს აგინებდა,მოიესის შვილს ხმარობდა თურმე ზაჰა და მაგიტო ამოიჩემა:D:D
მერე დეპაი იყო და ვანგაალმა რო ამოიჩემა:D:D
ეხლა მარსიალია ჟოზემ რო ამოიჩემა:D:D
მარსიალი ყოფილა საუკეთესო ფორმაში და გოლი გოლზე გაქონდა მე მეძინა მაგ დროს?რა გოლი გოლზე გაქონდა?:) ნიჭი რო აქ არ ნიშნავს იმას რო რონალდო 2 არი:D ერთხელ ვთქვი ორიაშვილს ისეთი ნიჭი ქონდა მარსიალი კი არა ბარეორი ეგეთი ვერ დაუდგებოდა მარა რა ?
მარსიალს რო გოლი გოლზე ეტანა და აწიოკებული ყოლოდა ეპლი სანჩესს არავინ მოიყვანდა 29 წლის სანჩესი კი არა 30 წლის პერისიჩი მირჩევნია ბევრად მარსიალს,გამიხადეს მარადონა მრსიალი:)
სრულიად უწყინარ სიტუაციებში მინიმუმ 8-10 ჯერ რო კარგავ ბურთს თამაშში და მერე არ მოყვები იმ კაცს, საერთოდ უაზრო გადაწყვეტილებებს რო იღებ თამაშში 80 %,მერე შენი ბურთის გაგდება ტექნარობა მაგრა ახატია ყველას მოატყუებს 2 კაცს ფლანგზე და კომენტარების წვიმა მოდის ნახეთ რა ქნაო
0
№15
ავტორი: kobinio
24 ივლისი 2018 10:19
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Paulscholes სად წაიკითხე შენ რომ ერთ თამაშზე ბურთი ვერ გააჩერა და უკმაყოფილოები ვართ?
შენთან პოლემიკაში შესვლას არ ვაპირებ ისე უცებ გეტყვი ადნანიც არ იყო ნაკლრბი მარა კი ხედავთ დღეს სადაა და რასაკეთებს.არანაირად ნაკლები ნიჭი არ ქონდა მას.
სპორტსმენს ყოველდღე უნდა განვითარება და ამას საკუთარი სურვილი ჭირდება და ზიდანი ან ბეკენბაუერი.
არავინ არაფერს არ გაიძახის ყველა თავის გულისტკივილს გამოხატავს თუ კარგად დააკვირდები.
0
№16
ავტორი: luka-ku
24 ივლისი 2018 10:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 35
ძალიან დამწყდება გული თუ წავა... :(((( თუმცა ზოგი რომ მოურინიოს აბრალებს ეგ სისულელეა... მოუ არაფერ შუაშია.
0
№17
ავტორი: buabua
24 ივლისი 2018 11:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
ძაან მომწონს მარსიალი ერთერთი საყვარელი ფეღბურთელია ჩემთვის. მაგრაამ ცხვირიი კიარუნდა აწიოს უნდა დაამტკიცოს რომ მაგარიაა და ძირითადის კაცია. რაღაც "ჟილკა" აღარ აქვთ დღეს ფეღბურთელებს მხოლოდ პრეტენზიები და ძაან აუფერულებს ეს ფეღბურთს. გული მწყდება დღევანდელ მანჩესტერს რომ ვუყურებ ფერგიუსონის დროს საუკეთესო იყო. ეხლა კიდე სახვეწარიი გაგვიხდა რო ვინმე გადმოვიდეს არადა წესით უნდა ნატრულობდნეენ აქ თამაშს.
0
№18
ავტორი: SANDROGRIGA
24 ივლისი 2018 13:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მალე უნდა გადაწყდეს რჩება თუ მიდის
0
№19
ავტორი: JuanMata
24 ივლისი 2018 14:18
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
სტატისტიკით მარსიალი ლუკაკუსაც ჯობია, რეშფორდსაც და ლინგარდსაც (თუ 90 წუთის მიხედვით შეადარებ), სეზონის პირველ ნახევარში გოლის და დროის შეფარდების საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა, 2-ჯერ ან 3-ჯერ (არ მახსოვს ზუსტად) გახდა თვის საუკეთესო ფეხბურთელი, იანვარში სანჩესის მოსვლამდე, 3 თამაშში 3 გოლი ჰქონდა გატანილი და უკვე მოურინიო ძირითადის ფეხბურთელად განიხილავდა მარცხენა ფლანგზე.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სიტუაცია ისეა წარმოჩენილი, თითქოს აწყობილი გუნდი გვაქვს ფეხბურთელები დაფრინავენ და მარსიალი აფუჭებს საერთო სურათს, ვინ არის ერთი გამორჩეული იუნაიტედში? დეხეას გარდა ვერავის ვხედავ, რომ რამე განსაკუთრებულს აჩვენებდეს. კი ბატონო თუ ზოგადად შეხედავ მარსიალის თამაშს საშუალოზე საშუალო დონის ფეხბურთელია, მაგრამ კლუბის თამაშს თუ შეხედავ, მანჩესტერის შექმნილი მომენტების რაოდენობას და ხარისხს, პოზიციურ და გინდაც კონტრ შეტევას, ამ ყველაფრის ფონზე არაფრით არ ჩამოუვარდება არც ერთ თავდმასხმელს, თუ არ ჯობს კიდევ.

P.S. სანამ მოურინიო არ შეცვლის ტაქტიკას და თამაშის სტილს (ან კლუბი მოურინიოს), ვერც ერთი ფეხბურთელი თავის რეალურ დონეს ვერ აჩვენებს (რაც ხდება ახლა გუნდში).

P.P.S რადგან წასვლა უნდა მარსიალს, მაშინ უნდა წავიდეს, ე.ი. ვეღარ ხედავს თავის მომავალს ამ გუნდში, ბევრი კარგი ფეხბურთელი წასულა ამ გუნდიდან, მარსიალის წასვლასაც გადავიტანთ, მითუმეტეს მისთვისაც უკეთესი იქნება და ბოლოს და ბოლოს ვნახავთ, სხვა მწვრთნელთან, სხვანაირი ფეხბურთით რას გააკეთებს.
0
№20
ავტორი: kobinio
24 ივლისი 2018 19:52
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
იბრას კომენტარი წაიკითხა ვინმე აქ მყოფთაგანმა????
დიდი ინტრიგა ჩააგდო და გაჩუმდა.
დიდი სულპრიზისათვის მოემზადეთ წინ დიდი სიამოვნება გელითო...
ნეტა რა ტრანსფერია ასეთი?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top