თბილისი:
მანჩესტერი:
19-07-2018, 17:57
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2679,
კომენტარები: 14
მოურინიო: "ჩვენთვის ძალიან ცუდი პრე - სეზონი მიმდინარეობს"
ჟოზე შემადგენლობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობს.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, წინასასეზონო სამზადისზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდისთვის ძალიან ცუდი პრე სეზონი მიმდინარეობს, გუნდში მოთამაშეების სრული განაცხადი არ არის.

"საჭიროა ითქვას, რომ ჩვენთვის პრე - სეზონი ძალიან ცუდად მიმდინარეობს. დიახ, რა თქმა უნდა დადებითი მომენტებიც არსებობს. ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ეს არის შესანიშნავი შანსი, გაიგონ მათ თუ რას ნიშნავს იყო "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი, შანსი იმისთვის, რომ ითამაშო ტოპ - მოთამაშეების წინააღმდეგ. სამწვრთნელო შტაბში სამი ახალი ასისტენტი მყავს, ისინი ჩემ მოთხოვნებს გააცნობიერებენ და ახალ რეალობაში ერთად ვიმუშავებთ. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ორგანიზებული ეს პრე სეზონი შესანიშნავია ისევე როგორც პირობები.

მე აღელვებას არ გამოვხატავ იმიტომ, რომ ჩვენ ვეთამაშებით "ლივერპულს", "რეალს" და "მილანს", არამედ იმიტომ, რომ გუნდში მოთამაშეები სრულად არ მყავს. შევეცდებით მაქსიმალურად შევავსოთ დანაკლისი. კარგი შანსია შოუსთვის, პერეირასთვის, ბაიისთვის. ასევე არენდით დაბრუნებული ფეხბურთელებისთვის.

მატიჩი, დე ხეა და ფრედი მომავალ კვირაში შემოგვიერთდებიან. დაზუსტებით არ ვიცი შემოგვიერთდება თუ არა ტურნეს განმავლობაში ალექსისი. ის ძალიან იმედგაცრუებულია. ეს ცუდი მდგომარეობაა მთლიანად გუნდისთვის. დამნაშავე ამ სიტუაციაში არავინაა. კლუბი ყველფერს აკეთებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად. პატივს ვცემ ამერიკის ხელისუფლებას და მათი ვიზების გაცემის სისტემას. ვიმედოვნებ, ალექსისი შემოგვიერთდება. მნიშვნელოვანია, მატას, მარსიალისა და ალექსისის შეთამაშება, ვფიქრობ სეზონს ისინი დაიწყებენ შეტევაში.

ტრანსფერები? არ ვიცი ვინ შემოგვიერთდება და ვინ არ შემოგვიერთდება. ჩვენ შევიძინეთ ლი გრანტი, რადგან ჟოელ პერეირა ახალგაზრდა პერსპექტიული მეკარე, მას სათამაშო პრაქტიკა ესაჭიროება. ჟოელი არენდით წავა. ჩვენ კი გრანტი გვეყოლება მის ნაცვლად. ფრედი? ეს არის ფეხბურთელი რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ველოდებოდით, მან ჩვენი ნახევარდაცვა უნდა შეავსოს".
- განაცხადა დასასრულს ჟოზემ.


წყარო: manutd8.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Paulscholes1
20 ივლისი 2018 10:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 183
ციტატა: Svani
ციტატა: JuanMata
ციტატა: Svani
მარსიალი არსად წასვლას არ აპირებს !!!


მარსიალს კარგი შანსი ექნება რომ ძირითადის ფეხბურთელი გახდეს, მაგრამ ისე არც იანვარში თამაშობდა ცუდად, ჟოზემ რომ დასვა სკამზე

სანჩესის თემას თუ გულისხმობ, მოაგვარა უკვე პრობლემა მალე შეუერთდება გუნდს )) ისედაც შესაძლოა სანჩესს სხვა როლი მოუძებნოს და მარსიალი ჩასვას ფლანგზე. ცხადია რომ ჩვენი მარსო არსად წასვლას აღარ გეგმავს დაკერეს მემგონი უკვე. თან სუ გაღიმებული იჩითება მასტი ამ ბოლო დროს ))

Ra gagimebuli dgevandel tamasshi goli tom gaushves zustad mag dros gaiyvana marso da darmiani sheiyvana, golis gashvebis mere !!!! Iseti saxit gavida marsiali uechveli wava da martalic iqneba. Aba chmourinios avtobusshi araa teqnikuri da kreatiuli fexburtelebis adgili.
0
№12
ავტორი: zlatan ibrakadabra
20 ივლისი 2018 10:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 75
ეპოქის დასაწყისი გრანტის დებიუტი შედგააა
0
№13
ავტორი: SANDROGRIGA
20 ივლისი 2018 11:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
პირველი მარჩი აშკარად წარუმატებელი იყო
0
№14
ავტორი: luka-ku
21 ივლისი 2018 09:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 35
მეკარის პრობლემა ძალიან დიდი ხანი არ ექნება მანიუს :დ <3
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top