ახალი არავისთვისაა, რომ მადრიდის "რეალის" სუპერვარსკვლავმა გარეთ ბეილმა შესაძლოა კარიერა, კვლავ ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელოს.
სატრანსფერო ციებ - ცხელება გარეთის ირგვლივ დიდი ხანია დატრიალებულია. თუმცა პრესის ფურცლებზე ვაწყდებით მხოლოდ ერთ გუნდს, რომელიც მისით ყველაზე აქტიურად ინტერესდება, ეს გუნდი კი არც მეტი არც ნაკლები ინგლისური გრანდი "მანჩესტერ იუნაიტედია".
ბოლო დროინდელი პრესის ფურცლებიც მხოლოდ ამაზე მეტყველებენ. მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედი" და სხვა არავინ. ცნობილი გამოცემა Daily Mail - ის ცნობით, ინგლისელებს ბეილის გადაბირების იმედი ჯერ კიდევ აქვთ.
ცნობისთვის უელსელის მომავალი სულ მალე გადაწყდება. გამომდინარე იქედან, რომ "რეალის" ახალი დანიშნული მწვრთნელი ხულენ ლოპოტეგი ფეხბურთელთან შეხვედრას და მის მომავალზე მსჯელობას გეგმავს.