თბილისი:
მანჩესტერი:
10-02-2013, 12:03
ავტორი: R.v.Persie,
ნანახია: 2175,
კომენტარები: 15
რონალდუ:”მიხარია, რომ სერ ალექს კიდევ ერთხელ შევხვდები”
რონალდუს არასდროს არ დაავიწყდება ოუნაიტედის წვლილი თავის კარიერაში.
რონალდუ:”მიხარია, რომ სერ ალექს კიდევ ერთხელ შევხვდები”
მანჩესტერ იუნაიტედის შემადგენლოაში პორტუგალიელმა ცხრა ტურნირის მოგება მოახერხა რაც ძალიან დიდი წარმატებაა მისთვის. იუნაიტედისგან განსხვავებით მან რეალში მხოლოდ სამი ტიტულის აღმართვა შეძლო. არ არის გასაკვირი, რომ რონალდუ ასეთი სითბოთია განწყობილი თავისი ყოფილი კლუბის მიმართ:” იუანიტედში თამაში იყო ჩემი კარიერის ბრწყინვალე ნაწილი. მე მოვიგე ყველა ტურნირი რისი მოგებაც შეიძლებოდა. ეს მართლაც შესანიშნავია. ამ კლუბთნ განსაკუთრებული გრძნობები მაკავშირებს. ეს ალბათ იმიტომ, რომ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, როცა მანჩესტერში გადავედი. იუნაიტედში მოვხვდი მაშინ, როცა 18 წლის ვიყავი და ეს წარმოუდგენელ სიზმარს ჰგავდა. მომეცა საშუალება მეთამაშა იმ ფეხბურთელების გვერდით, რომლებსაც მანამდე მხოლოდ ტელევიზორით ვუყურებდი. მე უბრალოდ სიამოვნებას მანიჭებდა იუნაიტედში თამაში. არ მინდა ვთქვა, რომ არ ვარ მადრიდში ბედნიერი. უკვე გავიზარდე. ახლა უკვე აღარ ვარ მეოცნებე, როგორც არდრე ყმაწვილობაში. როცა იზრდები უფრო მეტ ყურადღებას უთმობ საკუთარ გუნდს და არა პირად წარმატებას. ასევე მინდა გითხრათ, რომ ინგლისური ფეხბურთი დიდად განსხვავდება ესპანურისგან. ზოგი რამ აქ განსხვავებულად ხდება.”

”იუნაიტედში გადავედი მაშინ, როცა ვიყავ 18_ის. სერ ალექსმა გამზარდა ამ უდიდეს საფეხბურთო სამყაროში. მას აქვს უდიდესი გამოცდილება, რადგან მის ხელში უამრავმა ფეხბურელმა გაიარა. მან მასწავლა, რომ პასუხისმგებლობა უნდა ამეღო ყველა ჩემს ქმედებაზე მოედანზე და მის გარეთაც. ამიტომაც ყოველთვის ვამბობ, რომ სერ ალექსი ჩემთვის მამასავითაა. სერ ალექსი მატარებდა საფეხბურთო გზაზე, მასწავლიდა ფეხბურთს, მივლიდა. მახსოვს ჩემ პირველ სეზონში იუანიტედში შობას როგორ მივედი სერ ალექსთან. მოგეხსენებათ, მაშინ ფეხბურთელები არ ისვენებენ. მე კი ვთხოვე, რომ 3-4 დღით მოეცა დასვენების უფლება იმისათვის, რომ პორტუგალიაში ჩავსულიყავი. მან სწრაფადვე მიპასუხა:”რა თქმა უნდა.” მან იცოდა, რომ მნიშვნელოვანი ვიყავი გუნდსთვის, თუმცა ასევე იცოდა თუ როგორ მყვარდა ჩემი ოჯახი. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ჩემთვის. მე მივხვდი თუ როგორ მუშაობდა ის ჩემთან. ზოგჯერ როცა ჰკითხავდი რამეს გეტყოდა:” კარგი ამაზე ვიფიქრებ და პასუხს ხვალ გეტყვი.” მისი პასუხი უარყოფითი რომ ყოფილიყო მომიყვანდა უამრავ არგუმენტს თავის სასარგებლოდ. მან იცის თუ როგორ უნდა მოეპყროს ადამიანებს. იცის როგორ უნდა მისცეს ფეხბურთელს მოტივაცია და გახადოს წარმატებული. ამიტომ ვამბობ, რომ მისგან დავალებული ვარ და მიხარია მისი კიდევ ერთხელ ნახვა”

წყარო: The Sun
ახალი ამბები
15 კომენტარი
№11
ავტორი: buka oboladze
10 თებერვალი 2013 15:33
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
აუუუ მალე მოვიდეს ეს დასაწვავი ოთხშაბათი ვეღარ ვძლებ
0
№12
ავტორი: RVP (20)
10 თებერვალი 2013 16:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 342
დიდი სიამოვნებით ვნახავდი მანჩესტერის მაისურით love
0
№13
ავტორი: m-an-united
10 თებერვალი 2013 17:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 598
erti suli maq manchestershi ro chamoxval:) eh
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Thank you Sir Alex !!
№14
ავტორი: Mamasa
10 თებერვალი 2013 18:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
რონიი <33 იმედია გოლს რომ გაიტან(რაც უეჭველია) არ აღნიშნავ :დ შენ თავს გეფიცები გამიტყდება :((
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top