თბილისი:
მანჩესტერი:
10-07-2018, 13:55
ავტორი: Redarmy Man,
ნანახია: 3159,
კომენტარები: 14
"იუნაიტედმა" ბრაზილიელისთვის ბრძოლაში გაიმარჯვა
ვილიანს და "განსაკუთრებულს" კვლავ ერთად ვიხილავთ
"ჩელსის" ვარსკვლავ ვილიანს მას შემდეგ უწინასწარმეტყველებენ გუნდის დატოვებას, რაც ბრაზილიელი "იუნაიტედის" რადარზე გაჩნდა.

როგორც ჩანს, ტექნიკური შემტევი მომავალ სეზონს "ოლდ ტრაფორდზე" გაატარებს, რადგან უახლოესი რეპორტები იუწყებიან, მისთვის ბრძოლა ინგლისის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა მოიგოო.

წინასწარ ცნობილი იყო, რომ შეთავაზება ვილიანის მიერ მუნდიალის დატოვების შემდეგ გაკეთდებოდა. The Sun-ის თქმით, მოურინიო კმაყოფილია რომ მის მხარეს ახლა ტრანსფერის დაჩქარება შეუძლია.

მოუ და ვილიანი ერთად მუშაობდნენ "ჩელსიში". პორტუგალიელის იქედან წასვლის შემდეგ რაიმე მნიშვნელოვანი არცერთს მოუგია.

ცნობილია, რომ ანტონიო კონტეს სრულებით არ მოსწონს ვილიანი, ასე რომ არავინ ელოდება მის ლონდონელთა რიგებში დარჩენას, თუმცა შესანიშნავი შემტევის დაკარგვა "ჩელსის" გულშემატკივრებისთვის საკმაოდ დასანანი იქნება.

წყარო:Thewistle.com
სიახლეები, ტრანსფერები
14 კომენტარი
№11
ავტორი: luka-ku
10 ივლისი 2018 22:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 35
ბეილი ან ვილიანი მაინც... რომელიმე აუცილებლად უნდა დავითრიოთ.
0
№12
ავტორი: Lalana
10 ივლისი 2018 23:07
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: Svani
ესეც მართალია. თუმცა მექსიკასთან იყო თუ სწორად მახსოვს აი მართლა კარგად ითამაშა მაგრად მომეწონა. ვშიშობ ხასიათის ფეხბურთელი ხო არ არის მეთქი ))

ზუსტად მაგის აღნიშვნა მინდოდა.ხანდახან ძაან კარგად თამაშობს,ხან კი საერთოდ დაკარგულია და არამგონია ჩვენ გუნდს ხასიათის ფეხბირთელი სჭირდებოდეს,ისედაც ბლომად არიან მასეთები
0
№13
ავტორი: levionok
11 ივლისი 2018 02:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
სტაბილურობით დიდად არ გამოირჩევა თუმცა ძლიერ გუნდებთან კარგია გამოცდილია, ყველაზე არასტაბილირი მარსიალია ვინც მინახავს ერთს ისეთს ითამაშებს გაგაგიჟებს მერე 10 ს ისეთს ჩაიფსავს შეგზიზღდება მაგის დაბღვერილი როჟის ყურება მინდა ვილიანი,ბრაზილიელების სიმრავლე კარგად უნდა აისახოს თამაშის ტემპსა და ხარისხსე
0
№14
ავტორი: Svanchester
11 ივლისი 2018 10:49
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ციტატა: Lalana
ციტატა: Svani
ესეც მართალია. თუმცა მექსიკასთან იყო თუ სწორად მახსოვს აი მართლა კარგად ითამაშა მაგრად მომეწონა. ვშიშობ ხასიათის ფეხბურთელი ხო არ არის მეთქი ))

ზუსტად მაგის აღნიშვნა მინდოდა.ხანდახან ძაან კარგად თამაშობს,ხან კი საერთოდ დაკარგულია და არამგონია ჩვენ გუნდს ხასიათის ფეხბირთელი სჭირდებოდეს,ისედაც ბლომად არიან მასეთები

მაშინ რჩება ის, რომ ბეილს ჩვენთან აწი არავინ გამოუშვებს და ისევ შაჩირი უნდა მოიყვანონ )) დიბალა კარგი იქნებოდა. ან რა იქნება სატრანსფერო შედევრი დადონ და მბაპე მოიყვანონ. მომავლის ფეხბურთელია და ვატყობ მალე მიაღწევს დომინირებას მსოფლიო ფეხბურთში.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top