1.პირველ ხუთ ტურნირზე,რომელშიც “მანჩესტერი’’ მონაწილეობდა, მინიმუმ ნახევარფინალამდე გადიოდა. 2.სერ მეტ ბასბის 1953-იდან 1957 წლამდე არცერთი ფეხბურთელი არ უყიდია. სულ კი მანიუში 13 წლიანი მოღვაწეობის პერიოდში 16 მოთამაშე გადაიბირა. 3.1965 წლის მაისიდან 1980 წლის სექტემბრამდე,’’მანჩესტერმა’’ ზედიზედ 17 საშინაო მატჩი მოიგო ევრო ტურნირებზე. 4.ყველაზე “გამძლე’’ მოთამაშე კლუბის ისტორიაში სტივ კოპელი გახლავთ, რომელმაც 1977 წლიდან 1981-მდე ზედიზედ 206 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 5.ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც სამივე ტურნირზე ჰქონდა ჰეთ-თრიკი შესრულებული გახლდათ დენის ლოუ. სულ ლოუმ კარიერაში 18 ჰეთ-თრიკის შესრულება შეძლო, მათგან 7 1963-64 წლების სეზონში. 6.უფრო ზუსტად კი ლოუმ მხოლოდ 14 ჰეთ-თრიკი შეასრულა, ოთხჯერ კი პოკერი. 7.1951-1952 წლების სეზონში ჯეკ როულიმ შვიდ შეხვედრაში 14 ჯერ გაიტანა, აქედან სამი ჰეთ-თრიკი 22 დღის განმავლობაში გააკეთა. 8.ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი კლუბის ისტორიაში, რომელმაც ჰეთ-თრიკის / პოკერის შესრულება შეძლო იგივე როული გახლავთ. 1937 წელს "სუონსის’’ კარში 4 გოლი გაიტანა.აღსანიშნავია ის რომ ,ეს მისი მეორე თამაში გახლდათ და მხოლოდ და მხოლოდ 17 წლის და 58 დღის იყო. 9.ერთადერთი მოთამაშე კი რომელმაც სადებიუტო მატჩშივე შეასრულა ჰეთ-თრიკი უეინ რუნი გახლავთ,2004 წლის 28 სექტემბერს „ფენერბაჩეს’’ კარი ამოავსო. 10.პრემიერლიგაში ერთ თამაშში ყველაზე მეტის,5 გოლის გატანა ენდი კოულმა შეძლო 1995 წელს „იფსვიჩთან’’ ხოლო ჯეკ როულიმ ამდენივე გოლი გაიტანა 1949 წელს „იოვილთან’’ მატჩში, 5 გოლის გატანა ბერბამაც მოახერხა „ბირმინგემთან“. 11.პრემიერლიგაში ყველაზე დიდი ანგარიშით მანჩემ 1995 წელს „იფსვიჩს’’ მოუგო 9:0. 12.ერთ შეხვედრაში ყველაზე მეტი გოლი კი ჯორჯ ბესტმა შეაგდო,1970 წელს „ნორთჰემპტონთან’’ 6-ჯერ გამოიჩინა თავი. 13.კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვება 1956 წლით თარიღდება, როდესაც „მანჩესტერმა’’ „ანდერლეხტი’’ გაანადგურა 10:0. 14.ყველაზე დიდი ანგარიშით მანჩე 0:7 დამარცხდა სამჯერ, (თუმცა აღსანიშნავია რომ მხოლოდ 30 იან წლებში). 15.1928-1929 წლების სეზონში „მანიუმ’’ „ნიუკასლთან’’ 0:5 წააგო,თუმცა, შინ შური იძია და იმავე სხვაობით დაამარცხა. 16.’’ოლდ ტრაფორდზე’’ყველაზე დიდი დასწრება 1920 წელს დაფიქსირდა,როდესაც „მანჩესტერი’’ „ასტონ ვილას’’ მასპინძლობდა, ხოლო სარეკორდოდ მცირე 13 მაყურებელი ესწრებოდა „სტოკპორტისა’’ და „ლესტერის’’ თამაშს. 17.’’იუნაიტედის’’ თამაშზე სარეკორდო მაყურებელი 1948 წელს შეიკრიბა.მაშინ „ოლდ ტრაფორდი’’ რემონტდებოდა,’’არსენალთან’’ მატჩი „მეინ როუდზე’’ შედგა და 83 260 მაყურებელი ესწრებოდა. 18.1990-91 წლების სეზონში გუნდის მცველმა სტივ ბრუსმა არნახულ შედეგს მიაღწია გაიტანა 19 გოლი, აქედან 11 პენალტით. 19.სულ კარიერაში ბრუსმა 51 გოლი გაიტანა, რაც კლუბის მცველებს შორის საუკეთესო შედეგია. 20.ჯორჯ ბესტი ერთადერთია ვინც ზედიზედ 5 ჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. 21.მანჩესტერის ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩი რაიან გიგზს აქვს ჩატარებული. 22.ბობი ჩარლტონი კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირად მიიჩნევა,მან 247 ბურთის გატანა შეძლო. 23.’’მანიუში’’ თამშისას ანდრეი კანჩელსკისმა 4 სხვადასხვა ნაკრებში მოასწრო ასპარეზობა: საბჭოთა ჯავშირის , ს ნ გ , რუსეთის და უკრაინის. 24.1974-75 წლებში „მანიუმ’’ ერთი სეზონით დატოვა უმაღლესი დივიზიონი. 25.პრემიერლიგის დაარსებიდან „მანჩესტერს’’ ყველაზე მეტი ქულა აქვს მოპოვებული. 26.მანიუს ფეხბურთელებს 5 ჯერ აქვთ ჰეთ-თრიკი შესრულებული სტუმრად „ლესტერთან’’. 27.მანიუს რიგებში ყველაზე ხანდაზმული მოთამაშე გახლდათ ბილი მერიდიტი.იგი 46 წლის იყო როცა „დერბისთან’’ ითამაშა. 28. 33 ფეხბურთელმა მოირგო 2 ივე მანჩესტერული გუნდის მაისური.აქედან ყველაზე ცნობილები არიან : დენის ლოუ, ბილი მერიდიტი, ბრაიან კიდი,პიტერ შმეიხელი,ჯონ გიდი და იუდა ტევესი. 29.’’მანჩესტერს’’ ყველაზე მეტი გოლი აქვს პრემიერლიგაში გატანილი. 30.გუნდის ყველაზე ლამაზ გოლად მიჩნეულია რაიან გიგზის მიერ 1999 წელს თასის ნახევარფინალში „არსენალთან’’ გატანილი გოლი და ასევე უეინ რუნის გოლი შიტთან (შიფტი არ შემშლია ) 28.ბავშვობაში ფერდინანდი და სოლსკიაერი „ლივერპულის’’ ფანები იყვნენ, ხოლო ჯონ ტერი „მანჩესტერ იუნაიტედის’’ ?!! 31.ერთადერთი მოთამაშე მწვრთნელი კლუბის ისტორიაში გახლდათ ჰილდიტჩი. 32.ყველაზე მეტი ტიტული კი სერ ალექს ფერგიუსონს აქვს მოპოვებული, მოთამაშეებიდან კი რაიან გიგზს.