თბილისი:
მანჩესტერი:
10-02-2013, 12:36
ავტორი: Armani,
ნანახია: 2226,
კომენტარები: 11
რაიან გიგზის ინტერვიუ
რაიან გიგზი: გახსოვდეთ ისტორია...
რაიან გიგზის ინტერვიუ
რაიან გიგზმა ინტერვიუ მისცა ''მანჩესტერ იუნაიტედის'' ოფიციალურ ვერ-გვერდს, სადაც მიუნხენის ტრაგედიაზე საუბრობს...

შეგიძლია გაიხსენო, თუ როგორ გაიგე მიუნხენის ტრაგედიის შესახებ?

როდესაც ''იუნაიტედის'' გულშემატკივარი ხარ, წარმოუდგენელია ამ ამბის არ გაგება. ბავშვობაში თითქმის ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. როდესაც კლუბს შევუერთდი და დავიწყე შეხვედრა სერ მეტ ბასბისთან, მაშინ თანდათან დავიწყე ამ კლუბის ისტორიის გაგება. ხშირად მიწევდა მასთან შეხვედრა, რადგანაც როდესაც ხელფას ვიღებდით, მისი კაბინეტი ჩვენს გვერდით იყო. ვერ გამოვნახეთ ისეთი დრო, როდესაც სერ მეტი ხელმძღაველობდა გუნდს, ხოლო სერ ბობი თამაშს თამაშობდა, ამიტომაც ჩვენ მათ ვეკითხებოდით თუ როგორ მოხდა ეს ამბავი.

როგორ ფიქრობ, გუნდში ყველამ უნდა იცოდეს ამ ისტორიის შესახებ?

დიახ რა თქმა უნდა. განსაკუთრებით ამის შესახებ დამწყებებმა, ლეგიონერებმა უნდა იცოდნენ. რამოდენიმე დღის წინ მთელი გუნდი ვუყურებდით ფილმს მიუნხენის ტრაგედიის შესახებ. ფილმში მარტო კატასტროფა არ იყო მოცემული, არამედ გუნდის წარმატებაც, ტრაგედიამდე.

როდესაც ფილმს უყურებდით, ყველაზე მეტად რამ გაგაკვირვა?

იყო რამოდენიმე მომენტი, რაც აქამდე არ ვიცოდი. მაგალითად არ ვიცოდი თუ როგორ ითამაშა ''იუნაიტედმა'' პირველი თამაში ავარიის შემდეგ. ისეთი ფეხბურთლები, როგორებიც ბილ ფოულკისია და ჰარი გრეგი, რომლებიც კატასტროფას გადაურჩნენ, მონაწილეობა მიიღეს იმ შეხვედრაში. წარმოუდგენელი მეგონა. თუმცა მარტო ფილმა არ გამარკვირვა. იმ დღეს სერ ბობი ჩარლტონმა ისაუბრა, რომელიც მომხდარის მონაწილე იყო. სასიამოვნო იყო მისი მოსმენა. ჩემპიონთა ლიგაზე გვაქვს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა. ჩვენ ყველა ვუყურებთ ვიდეოს მოწინააღმდეგე გუნდის შესახებ და ვეცნობით მათ ძლიერ და სუსტს მხარეებს. ''ბასბები'' ვერ ახერხებდნენ ვიდეოს ყურებას და ვერ ეცნობოდნენ მოწინააღმდეგე გუნდს. ერთ დღეს მეტ ბასბი მადრიდის ''რეალის'' თამაშის საყურებლად წავიდა, ხოლო როდესაც დაბრუნდა, ყველამ დაიწყო შეკითხვის დასმა გუნდის ძლიერ მხარეებზე. მას არაფრის თქმა არ უნდოდა, ისეთი ძლიერი იყო ''რეალი''! სასიამოვნო იყო ასეთი ისტორიების მოსმენა სერ ბობი ჩარლტონისაგან. მან ნათლად დაგვანახა, თუ რამდენად შეიცვალა ფეხბურთი და რამდენად კარგი იყო ის გუნდი.

რა რეაქცია ჰქონდა გუნდს, რომელიც მიუნხენს ეძღვნებოდა?

სიჩუმე იყო. ბოლოს სერ ბობიმ იკითხა, შეკითხვა ხომ არავის ჰქონდა. თუმცა ყველა დუმდა. ვფიქრობ, ფეხბურთელებზე შთაბეჭდილება მოახდინა ფილმმა და სერ ბობი ჩარლტონის ლაპარაკმა. დარწმუნებული ვარ, რომ ყველას ჰქონდა კითხვა, თუ ერთი მაინც გაბედავდა კითხვის დასმას, მაშინ მას მეორეც მიჰყვებოდა. ბევრ მოთამაშეს ვერც კი წარმოედგინა, თუ რა ელოდებოდათ. მათ ბევრი რამ არ იცოდნენ. კარგია, რომ უმრავლესობა ლეგიონერი იყო. საინტერესო იყო მათი ყურება, შეხვედრამ მათზე ძლიერ იმოქმედა, ყველა აღფრთოვანებული დარჩა.

რამდენად მნიშვნელოვანია გუნდისთვის და გულშემატკივრებისთვის მიუნჰენის ტრაგედიის შესახებ ცოდნა და იმის შესახებაც თუ როგორ დაბრუნდა გუნდი?

ვფიქრობ, ეს აუცილებელია, თუ როგორ თამაშობდნენ ''ბასბები'', თუ რა წარმატებას მიაღწიეს ავიაკატასტროფამდე და როგორ მეტ ბასბიმ შეუნარჩუნა ''იუნაიტედს'' სახელი. გუნდმა ისე უნდა ითამაშოს, რომ გულშემატკივარი აღაფრთოვანოს. ყოველთვის ასე უნდა ხდებოდეს. ეს ისაა, რაც ჩვენს გუნდს ყოველთვის გამოჰყოფდა, სხვა დანარჩენ გუნდებისაგან. ''მანჩესტერ იუნაიტედი'' ეს ის გუნდია, რომელიც ყოველთვის პირველობაზე ფიქრობს.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: dachi_mu
10 თებერვალი 2013 18:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
giiigz.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top