თბილისი:
მანჩესტერი:
10-02-2013, 01:22
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2623,
კომენტარები: 17
ჩიჩარიტო საუკეთესოა
მექსიკელი "პრემიერ ლიგაში" ყველაზე საშიში თავდამსხმელია
ჩიჩარიტო საუკეთესოა
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი არის ყველაზე საშიში თავდამსხმელი პრემიერ ლიგაში. მექსიკელმა წელს ინგლისის ჩემპიონატში მხოლოდ 622 წუტი ითამაშა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ გაეტანა 8გოლი. ეს ნიშნავს, რომ ერნანდესი ყოველ 77.8 წუთში იტანს გოლს, რამაც ძალიან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ სერ ალექსის ბიჭები გათამაშების სათავეში იმყოფებიან.

მას მოსდევს სუპერ შემცვლელი ადამ ლე ფონდრი, რომელმაც "რედინგის" მაისურით 10 გოლი გაიტანა 996 წუთში. 6 მათგანი სათადრიგო სკამიდან გამოსვლის შემდეგ, ეს შედეგი უტოლდება "პრემიერ ლიგის" რეკორდს, რომელიც ბრაიან მაკდერმოტს ეკუთვნის.

მესამე პოზიციზე იმყოფება "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი ედინ ძეკო, ბოსნიელმა 11 გოლი გაიტანა "პრემიერ ლიგაში" ჩატარებულ 1100 წუთში - რაც ნიშნავს იმას, რომ ის ყოველ 100 წუთში ერთ გოლს იტანს.

"ჩელსის" ვეტერანმა ფრენკ ლამპარდმა, რომელსაც უკვე შესთავაზეს ახალი კონტრაქტი "სტემფორდ ბრიჯზე", გაიტანა 10 გოლი 1046 წუთში, რომელთა უმრავლესობა ბოლო კვირებში გავიდა.

სიაში შემდეგ პოზიციას კიდევ ერთი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი, "პრემიერ ლიგის" საუკეთესო ბომბარდირი რობინ ვან პერსი იკავებს, რომელმაც 2026 წუთში 18 გოლს მოუყარა თავი.

შემდეგი მოდის "ლივერპულის" ვარსკვლავი ლუის სუარეზი, რომელმაც 17 გოლი გაიტანა 2026 წუთში, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ამ ათეულში ყველაზე მეტი დრო აქვს გატარებული მოედანზე. საბოლოოდ მისი საშუალო მაჩვენებელი უდრის 126.9 წუთში ერთი გოლი.

ჩამონათვალში მე-7 პოზიციაზე თეო უოლკოტი, რომელმაც 11 გოლი გაიტანა 1400 წუთში. ის ძალიან დიდ წვლილს თამაშობს "მეთოფეების" გამარჯვებებში.

შემდეგი არის მესამე "იუნაიტედის" ფეხბურთელი უიენ რუნი. მიუხედავად იმისა, რომ მან ტრამვის გამო მცირე პერიოდი გამოტოვა მან მოახერხა 10 გოლის გატანა 1294 წუთში, რაც დაახლოებიტ უდრის ერთ გოლს ერთნახევარ მატჩში.

"ჩელსის" მიერ განათხოვრებული რომელუ ლუკაკუ ძალიან კარგ ფორმაში იმყოფება. "ვესტ ბრომვიჩის" მაისურით ჩატარებულ 1171 მატჩში მან ცხრა გოლი გაიტანა, რამაც ის ჩამონათვალის მე-9 პოზიციაზე გადაიყვანა.

ამ სიას კი ამთავრებს "ფულემის" თავდამსხმელი მლადენ პეტრიჩი, რომელმაც 5 გოლი გაიტანა 668 მატჩში, რაც საშუალოდ 133,6 წუთში ერთ გოლს უდრის.

ეს კი საბოლოო ჩამონათვალი:

1. ხავიერ ერნანდესი - 8 გოლი 622 წუთში (საშუალოდ 77.8)
2. ადამ ლე ფონდრე - 10 გოლი 996 წუთში (საშუალოდ 99.6)
3. ედინ ძეკო - 11 გოლი 1100 წუთში (საშუალოდ 100)
4. ფრენკ ლამპარდი - 10 გოლი 1046 წუთში (საშუალოდ 104.6)
5. რობინ ვან პერსი - 18 გოლი 2026 წუთში (საშუალოდ 112.6)
6. ლუის სუარეზი - 17 გოლი 2157 წუთში (საშუალოდ 126.9)
7. თეო უოლკოტი - 11 გოლი 1400 წუთში (საშუალოდ 127.3)
8. უიენ რუნი - 10 გოლი 1294 წუთში (საშუალოდ 129.4)
9. რომელუ ლუკაკუ - 9 გოლი 1171 წუთში (საშუალოდ 130.1)
10. მლადენ პეტრიჩი - 5 გოლი 668 წუთში (საშუალოდ 133.6)


წყარო:www.givemefootball.com
სიახლეები
17 კომენტარი
№11
ავტორი: MAGNIFICENT 7
10 თებერვალი 2013 13:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 314
მე მეინც არ მევსები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "მახსოვს როდესაც პირველად შევხვდი მას, ის მაშინ 13 წლის იყო და ბურთს ისე დასდევდა, როგორც კოკერ სპანიელის ლეკვი ქარში მოფრიალე ვერცხლისფერ ქაღალდს"-სერ ალექს ფერგიუსონი რაიან გიგზის შესახებ.
№12
ავტორი: Vodafone
10 თებერვალი 2013 14:04
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
manutdfc,
რა დაგიშავა? belay
0
№13
ავტორი: I_K_A
10 თებერვალი 2013 14:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 245
რეალთან აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ეს ძალა )))))
0
№14
ავტორი: buka oboladze
10 თებერვალი 2013 15:29
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ჩიჩა love
0
№15
ავტორი: RVP (20)
10 თებერვალი 2013 15:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 342
ჩემი საყვარელი ფეხბურთელია feel ჩიჩაა love
0
№16
ავტორი: hernandez14
10 თებერვალი 2013 16:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 26
მიდი ჩიჩა ეგრე გააგრძელე ბერნაბეუზე შენი შეყრილი ბურთები უნდა გამოიღოს იკერმა კარიდან am
0
№17
ავტორი: Jubo
10 თებერვალი 2013 18:14
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ვაა ჩიჩა love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top