თბილისი:
მანჩესტერი:
28-06-2018, 13:39
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2620,
კომენტარები: 11
"იუნაიტედის" მოულოდნელი ინტერესი
"წითელ ეშმაკებს" სამხრეთ კორეელი ფეხბურთელი სურთ.
მაურისიო პოჩეტინოს ერთ - ერთი შეგირდი, სამხრეთ კორეელი ფეხბურთელი ჰუნგ-მინ სონი, შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარმა "ოლდ ტრაფორდზე" იხილოს.- მსგავს ინფორმაციას ავრცელებს Sport1.de.

თავად ფეხბურთელი მისი ამჟამინდელი კლუბის დატოვების წინააღმდეგი არ არის, თუმცა "დეზები" ჰავბეკის სანაცვლოდ არცთუ ისე მცირე თანხას მოითხოვენ. საქმე ეხება 70 - მილიონ ევროს, სწორედ ამ ოდენობის თანხის სანაცვლოდ ისინი მზად იქნებიან სონის გასხვისებას დასთანხმდნენ.

გასულ სეზონში სონმა, "ტოტენჰემის" მაისურით პრემიერ ლიგაში 37 მატჩი ჩაატარა, ხოლო საკუთარ აქტივს 12 გოლი და 6 საგოლე გადაცემაც შემატა.

რაც შეეხება რუსეთში მიმდინარე 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას, სონის სამხრეთ კორეამ ჯგუფური ეტპის გადალახვა ვერ შეძლო, თუმცა თავად ფეხბურთელმა თავის გამოჩენა ორი გატანილი გოლით მაინც მოახერხა.


წყარო: euro-football.ru
ჭორები
11 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
2 ივლისი 2018 12:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მაგრად გამისწორდებააა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top