თბილისი:
მანჩესტერი:
19-06-2018, 17:39
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2113,
კომენტარები: 12
ლინდელოფის არყოფნის მიზეზი ცნობილია
"იუნაიტედის" ფეხბურთელი გახსნით მატჩში შვედეთის ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარა.
ლინდელოფის არყოფნის მიზეზი ცნობილია
გუშინ, თბილისის დროით 16:00 - სთ - ზე, "მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური მცველის ვიქტორ ლინდელოფის შვედეთის ეროვნულ ნაკრებმა, 2018 - წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სტარტი აიღო. "შვედები", "სამხრეთ კორეას" დაუპირისპირდნენ და მინიმალური ანგარიშით 1-0 იმარჯვეს.

აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, ვიქტორ ლინდელოფს. "წითელი ეშმაკების" გულშემატკივრები გაოცებულები დარჩნენ როდესაც, ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ლინდელოფის გვარი ვერ ნახეს.

ლინდელოფის რომელიც, შვედების ცენტრალური დაცვის ხაზის უცვლელ წევრად ითვლება და იტალიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ორივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. (ცნობისთვის, სწორედ "იტალიელები" დატოვეს შვედებმა მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა).

თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ლინდელოფი გაცივდა და სწორედ ამ მიზეზით ის ეროვნულ ნაკრებს თამაშზე არ გაჰყოლია. მთავარ მწვრთნელმა ის სასტუმროში დატოვა.

მოსალოდნელია, რომ ვიქტორი შვედეთის ორ დარჩენილ მატჩში მიიღებს მონაწილეობას. წინ კი ურთულესი შეხვედრებია დარჩენილი. მომდევნო დაპირისპირება ლინდელოფის ნაკრებს 23 - ივნისს "გერმანიის" ეროვნულ ნაკრებთან უწევს, ხოლო ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას "მექსიკის" ნაკრებთან გამართავენ.


წყარო: manutd.ru
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: PaLoMo
20 ივნისი 2018 06:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: Svani
ციტატა: PaLoMo
ციტატა: Svani
ციტატა: PaLoMo
ციტატა: Svani
ციტატა: PaLoMo
ციტატა: Svani
გერმანიასთან მაგრად გაოფლიანდება სავარაუდოდ wink მექსიკამ მაგარი ათოხლა მაგათ.

რასიზავს მუხბე გერმანია და ბრაზილია?ვერ მოიგებენ?

ორივე ძალიან მარტივად მოიგებს მუხბე. ამათ ეყოთ პირველი თამაშების გატეხვა.

წესით არც ესპანეთს არ გაუჭირდება არაა?

ყველა თამაშს ვუყურე რაც ამ წუთამდე ჩატარდა, ესპანეთი ყველაზე მაგარი ნაკრებია ჯერჯერობით, უძლიერესი ნაკრებია, ლამაზი დახვეწილი ფეხბურთით, რა თქმა უნდა ირანს გადათელავენ ესენი. პორტუგალიას ფრე ნაღდად არ ეკუთვნოდა.

გერმანია,ბრაზილია და ესპანეთის ჰანდიკაპი სტო ლარი არიქნება ურიგო არაა?

ურიგო არამგონია, რომ იყოს. მაგარი ლოგიკაა. თუ რაღაც მაფია არ გაიჩითა უნდა წამოვიდეს წესით.

ხო,მაგრამ კიდე მაფია და გერმანია უეჭველი ჯგუფში რჩება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№12
ავტორი: SANDROGRIGA
20 ივნისი 2018 12:30
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ცუდია რო გამოტოვა პირველი თამაში, იმედია იქნება დარჩენილ მატჩებში.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top