თბილისი:
მანჩესტერი:
14-06-2018, 20:25
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2080,
კომენტარები: 12
მოურინიო: "ინგლისს მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეუძლია"
"წითელი ეშმაკების" დამრიგებელმა მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა.
მოურინიო:
დღეს, რუსეთში სტარტი აიღო 2018 - წლის მსოფლიო ჩემპიონატმა. გახსნით შეხვედრაში მასპინძლების ეროვნულ ნაკრებმა "საუდის არაბეთს" გამანადგურებელი ანგარიშით 5-0 სძლია.

"წითელი ეშმაკების" პორტუგალიელმა სპეციალისტმა ინგლისის ნაკრებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ "სამი ლომის" წარმომადგენლებს მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეუძლიათ.

"ინგლისელებს კარგი ახალგაზრდული ნაკრები ჰყავთ, ამასთანავე გამოცდილი შემსრულებლები. ისინი მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში ასპარეზობენ, წარმოადგენენ ძლიერ კლუბებს, ასევე აქვთ გამოცდილება ჩემპიონთა ლიგაზე. ვფიქრობ, რომ მათ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეუძლიათ.

რაც შეეხება ბრაზილიას, გერმანიას, საფრანგეთს, ამ ნაკრებებშიც კარგი ფეხბურთელები ირიცხებიან, თუმცა კარგი შემადგენლობა ყოველთვის არ არის კარგი შედეგის მომტანი".
- ციტირებს Sky Sports - ჟოზეს სიტყვებს.


წყარო: euro-football


თქვენი აზრით ვინ მოიგებს მსოფლიო ჩემპიონატს?

ინგლისი
გერმანია
ბრაზილია
ესპანეთი
საფრანგეთი
არგენტინა
პორტუგალია

ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: giorgiginturi
16 ივნისი 2018 08:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ბელგიაც რო დაგეწერათ :)) შეკითხვებში კარგი იქნებოდა .... არავის არ გჯერავთ ამ ნაკრების შესაძლებლობების?
0
№12
ავტორი: shotkin
16 ივნისი 2018 15:58
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
რაც მოურინიომ თქვა ეგ არის ფურცლის სტატისტიკა და მეორე ციტატა კიდე მის მიერ ნათქვალ პირველი ციტატის აზრს საერთოდ ხაზს უსვამს)))) ინგლისს ვბალეშიკობდი სულ ბავშვობიდან სხვა ნაკრებზე გული არასდროს მიმიწევდა მარა ისეთი უნიათო ნაკრებია ეს ინგლისი გული მაქ აცრუებული უკვე წინა ევროპის ჩემიონატიდან აი ისლანდიამ რო გააგდო მანდ ამევსო ფიალა და უბრალოდ გრძნობა აღარ მაქ არანაირი და სურვილი რატო უნდა ვუბალეშიკო ამ ნაკრებს არვიცი რას იზამენ მარა ეხლა სულ რო მსოფლიო მოიგონ ისე მაინც აღარ გამიხარდება რაღაცნაირად ჩაკლეს ჩემში ამათმა ყველანაირი სიმპათია. ჩემი აზრით მიუხედავად იმისა რო საუდგეიტი არარის ისეთი ცნობილი მწვრთნელი როგორც მისი წინამორბედები ნაკრებში მე რაც ფეხბურთს ვუყურებ ყველაზე კარგი მწვრთნელია ინგლისისთვის ვინც ყოლია აქამდე
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top