თბილისი:
მანჩესტერი:
14-06-2018, 00:16
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2281,
კომენტარები: 13
მარსიალის აგენტი განცხადებას აკეთებს
ენტონი მარსიალს გადაწყვეტილება მიღებული აქვს.
მარსიალის აგენტი განცხადებას აკეთებს
"იუნაიტედის" ფრანგი ვინგერის ენტონი მარსიალის აგენტმა ფილიპ ლამბოლიმ განაცხადა, რომ მის კლიენტს ახალი გამოწვევების მიღება სურს.

"სხვადასხვა ვარიანტების ყურადღებით შესწავლის შემდეგ, ენტონი მარსიალმა "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამისთვის კიევ რამოდენიმე მიზეზი არსებობს რაც მოგვიანებით იქნება გაჟღერებული. ამავდროულად "იუნაიტედს" მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს, თუმცა რამოდენიმე თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ ჩვენ ვერ შევძელით საერთო აზრის ჩამოყალიბება.

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედი" როდესაც, ფეხბურთელის შესახებ მოლაპარაკებებს წარმატებით ვერ ანხორციელებს ეს მანიშნებელია იმისა, რომ ის მოთამაშე მათთვის მნიშვნელოვანი არ არის. ჩვენ ყველაფერი ყურადღებით განვიხილეთ და ყველაფერი კარგად ავწონდავწონეთ, გუნდის მომავალი ხედვა მარსიალს არ უკავშირდება.

მარსიალი იმედგაცრუებულია, გულშემატკივრებს ის უყვართ. ვფიქრობ, რომ სხვა ადგილზეც განაგრძობს პროგრესირებას. დრო მიდის. ესა თუ ის ლიგა არ არის პრობლემა, მთავარი რაც მას სურს არის ის, რომ მან მიიღოს მეტი სათამაშო დრო, რომ ფხბურთისგან სიამოვნება იგრძნოს და მთავარი მწვრთნელისგან მხარდაჭერა მოდიოდეს".
- განაცხადა RMC - ისთვის მიცემულ ინტერვიუში მარსიალის აგენტმა.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი შემტევი ინგლისურ გრანდს 2015 - წელს შეუერთდა. დასრულებულ სეზონში, ენტონიმ 11 - გოლის გატანა და 9 - საგოლე გადაცემის შესრულებაც შეძლო.


წყარო: euro-football.ru
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: K1llsw1tch
14 ივნისი 2018 12:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 423
ფეხბურთის ანტი-ქრისტე მოურინიო აგრძელებს ნიჭიერი ფეხბურთელების განადგურებას...
0
№12
ავტორი: Methadon
14 ივნისი 2018 12:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 319
მარსიალი კი არა რონალდო და ბექჰემი წავიდნენ გუნდიდან და გადაიტანა გუნდმა... სანამ წავა იმედია ერთ ბუცსაც მიაყოლებენ სახეში...
0
№13
ავტორი: f.c.mu
14 ივნისი 2018 13:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 374
ფაქტია რო სანჩესის გამო მიდის 90%

ამ დროს სანჩესი რას აკეთებს? ღირს ამის გაშვება საჩესის გამო?

რავიციი რავიციიი ჯერ ნამდვილად არააა, იმედია მომავ წელს მაინც დადებს სანჩესი კაი შედეგს
და გამართლდება ეს მსხვერპლი, არადა უჭველია კაი შემტევ გუნდში კარგად ამოქოქავს ეს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top