თბილისი:
მანჩესტერი:
6-06-2018, 17:29
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2529,
კომენტარები: 14
ოფიციალურად: "ფრედის შემდეგ "იუნაიტედის" ღირსებას დიოგო დალო დაიცავს"
კლუბმა პორტუგალიელი მცველი გააოფიციალურა.
ოფიციალურად:
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ბრაზილიელი ფრედის შემდეგ, მეორე ფეხბურთელი დაიმატა და ახლა უკვე ოფიციალურად: "პორტუს" ყოფილი 19 - წლის მარჯვენა მცველი დიოგო დალო "იუნაიტედის" ღირსებას დაიცავს.

"წითელი ეშმაკები" მოხარული არიან გაცნობოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პორტუგალიელი ახალგაზრდა მარჯვენა მცვლი დიოგო დალო მომავალი სეზონიდან "ოლდ ტრაფორდზე" იასპარეზებს. ფეხბურთელმა ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი ერთი წლით ავტომატურად გაგრძელების ქვეპუნქტით. - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ ვებ - საიტზე.

დიოგო პორტუგალიური "პორტუ" - ს აღზრდილია. მისი დებიუტი პიველ გუნდში წლევანდელ სეზონში შედგა. ის ასევე პორტუგალიის 21 - წლამდელთა ნაკრების წევრიც გახლავთ.

ტრანსფერის გამოცხადების შემდეგ ჟოზე მოურინიომ განაცხადა: "დიოგო ტალანტური ახალგაზრდა ფეხბურთელია, მას აქვს ყველა საჭირო თვისება გახდეს დიდი ფეხბურთელი "მანჩესტერ იუნაიტედისთვის", ყველაფერი აქვს რაც მცველს სჭირდება: ფიზიკურობა, ტაქტიკური ინტელექტი, ტექნიკა რომელიც შეეფერება "პორტუს" აკადემიის აღზრდილ ფეხბურთელს, აკადემია რომელიც ამზადებს საკუთარ ფეხბურთელებს მაღალ დონეზე.

თავის ასაკობრივ ჯგუფში ის საუკეთესო მცველია ევროპაში, ჩვენ ყველას გვჯერა, რომ მას "იუნაიტედში" ძალიან დიდი მომავალი ელოდება".
- განაცხადა დასასრულს მოურინიომ

ტრანსფერის შემდეგ, პირველი კომენტარი თავად ფეხბურთელმაც გააკეთა, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.

"იუნაიტედში" თამაში - ეს ჩემთვის დაუჯერებელი შანსია! "პორტუს" აკადემიაში გავიზარდე, ყველაფრისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ, იმ ყველაფრისთვის რასაც ისინი ჩემთვის აკეთებდნენ. მაგრამ ამასთანავე მინდა განვაცხადო, რომ ვერ გავუშვებდი ხელიდან იმ შანსს, გადავსულიყავი მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ გუნდში.

აღფრთოვანებული ვარ, ვიმუშავო ისეთ მწვრთნელთან ერთად როგორიც ჟოზე მოურინიოა, ვისწავლო მისგან. ველოდები ასევე იმ შესანიშნავ მომენტს როდესაც, "იუნაიტედის" ფანტასტიკურ ფეხბურთელებთან ერთად გავალ მოედანზე".
- განაცხადა მიწურულს "ოლდ ტრაფორდის" ახალწვეულმა.


წყარო: manutd.ru
ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: dybbuk
6 ივნისი 2018 22:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
მე მაგრად მგონია რო წყალში გადაყრილი ფულია, სად ნახეს რა მოეწონათ ამაში მაშინ როცა ტიპმა თითზე ჩამოსათვლელი თამაშები ითამაშა პორტოს ძირითად გუნდში. ბევრმა აღნიშნა აქ და მეც მაგ აზრზე ვარ რომ ფოსუ-მენსას თამაში უფრო უკეთეს ვარიანტად მეჩვენება ვიდრე ამის, კაცმა ძაან მაგრად გამოიყენა პრაქტიკა პალასში და ამის არ დანახვა უბრალოდ უნამუსობაა და მეტი არაფერი. ან რა თანხა გადაიხადეს, ყველა ამათ როგორ აგოიმებს, სირცვილია უბრალოდ, თუნდაც გაამართლოს ეგ სხვა თემაა მაგრამ ამ მომენტისთვის ამ ბიჭის ფასი მასში გადახდილის ნახევარიც არაა
0
№12
ავტორი: bachooo
6 ივნისი 2018 22:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 53
იმედია გაამართლებს ახალგაზდაა და უფრო განვითარდება ასევე იმედია თავისთავზე ბევრს იმუშავებს რომ პროგრესირებადი იყოს , წარმატებები ! love
0
№13
ავტორი: alkimikosi
6 ივნისი 2018 22:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 177
ძლივს თეთრი კაცი გავიფორმეთ :)))))
2
№14
ავტორი: vaja
7 ივნისი 2018 10:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 89
sagol es kaia imedia valensias adgils girseulad daikavebs maze uketes shedegebs dadebs da tavs ar dazogavs
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top