თბილისი:
მანჩესტერი:
29-05-2018, 10:57
ავტორი: Svani,
ნანახია: 1488,
კომენტარები: 16
7 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა დაბრუნდეს რონალდუ "იუნაიტედში"
უძღები შვილი სახლში ბრუნდება?
7 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა დაბრუნდეს რონალდუ
ჩემპიონთა ლიგის დასრულების შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუს მიერ გაკეთებული განცხადება იყო მინიშნება კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესის მიმართ, რომ დაუკმაყოფილდეს პორტუგალიელს ის მოთხოვნები რაც ითვალისწინებს მესის ანაზღაურების მსგავსად იგივე ანაძღაურების მიღებას, ხოლო ეს მინიშნება ასევე შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ ზაფხულში ბოლო დროის ყველაზე ხმაურიან ტრანსფერს უნდა ვველოდოთ.

გთავაზობთ 7 - მიზეზს იმისა, თუ რატომ უნდა დაბრუნდეს ფერგიუსონის ყოფილი შეგირდი "ოლდ ტრაფორდზე" და დაიცვას იმ კლუბის ღირსება რომელმაც ის ჩამოყალიბა და გზა დიდი ფეხბურთისკენ გაუხსნა.

1. რონალდუს პროექტის დასასრული "მადრიდში".

რატომ მიუთითა კრიშტიანუმ წასვლაზე მაინცდამაინც მაშინ როდესაც მისი გუნდი ისტორიულ მიღწევას ზეიმობდა? მან იგრძნო ყურადღების ნაკლებობა და ამ განცხადებით საკუთარი თავი ისევ ყურადღების ცენტრში მოაქცია. გუშინ მან მესის კითხვა დაუსვა? ვინ არის აქ პიჩიჩის მფლობელი? იგულისხმა ჩემპიონთა ლიგა, სადაც პორტუგალიელი 15 გატანილი გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. პუბლიკას ასევე შეახსენა მისი ტიტულები, განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგას სახელი უნდა შეეცვალოს და დაერქვას "CR7 ჩემპიონთა ლიგა", ამას ზედ ერთვოდა ისიც, რომ ინტერვიუში აღნიშნა: "მადრიდში" კარგი დრო გავატარე." ეს განცხადება ნამდვილად იყო გაკეთებული, თუმცა მან ამის შემდეგ განაცხადა, რომ მისი სიტყვები კონტექსტიდან ამოიღეს. შემდგომ ამისა იყო მიქს - ზონაში გაკეთებული განცხადებაც, სადაც შვიდიანმა ასევე წასვლის შესახებ გააკეთა მინიშნებები. ეს იყო ისეთი ცივი სახით გაკეთებული განცხადება, როგორც თამაშამდე მისი მზერა სალაჰის მიმართ, რომელიც კამერებმა დააფიქსირეს. არ დაიჯეროთ თითქოს ეს განცხადება იყო შოკისმომგვრელი ზიდანისთვის, რამოსისთვის და პერესისთვის, არ დაიჯეროთ, რომ მათ კრიშტიანუს სურვილს შესახებ პირველად სწორედ ამ განცხადებებიდან გაიგეს. ჩემპიონთა ლიგა მოიგო "რეალმა" ხოლო რონალდუმ გადაწყვიტა მთავარი საინფორმაციო ობიექტი თვითონ გამხდარიყო. ბეილის დუბლის შესახებ დასმული კითხვის შემდეგ რონალდუმ მიკროფონი უბრალოდ დატოვა. ჩემპიონთა ლიგის მოგებით მან ასევე მესის გაასწრო ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში. შეასრულა მისია, და ეხლა ფიქრობს ფულზე და საკუთრი ოჯახის მომავალზე, სად არის საუკეთესო ვარიანტი, დარჩეს ისევ ესპანეთში თუ დაბუნდეს დიდ ბრიტანეთში?

2."რეალის" შემდეგი სვლა: ნეიმარის მადრიდული კარიერა"

ფინალში გატანილი გოლების შემდეგ ბეილის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, უნდა გაიყიდოს ის ან "ბაიერნში" ან პარიზულ გრანდს ნეიმარის სანაცვლოდ შესთავაზონ, რა თქმა უნდა თანხის ზედ დამატებით, ბრაზილიელს ისევ სურს ესპანეთში დაბრუნება ხოლო ამჯერად მადრიდულ კლუბს აირჩევს. რატომ სურს პერესს ორი ფეხბურთელი ერთ პოზიციაზე, რონალდუს შემდეგ კომერციული თვალსაზრისითაც ყველა მიმართულება ხომ ნეიმარისკენ გადავა. პერესის მიერ ბოლო წლებში დაზოგილი თანხები სრულიად საკმარისი იქნება ბრაზილიელმა თეთრი ფორმა, რომ ჩაიცვას, მაგრამ ეს ერთ შემთხვევაში, თუ "მანჩესტერ იუნაიტედი" 33 - წლის რონალდუში 200 მილიონ ევროს გადაიხდის, რადგან ერთი წლის შემდეგ 34 - წლის რონალდუში ამზელა თანხას ნამდვიილად ვერავინ ვერ შეელევა. კომერციული თვალსაზრისით კრიშტიანუს ტრანსფერი საუკეთესო ვარიანტია მადრიდელთათვის. თავის მხრივ, ოქროს ბურთის ხუთგზის მფლობელი ფეხბურთელი ფიქრობს, რომ წასვლისთვის სწორედ, რომ შესანიშნავი დროა, წავიდეს იქ სადაც თავს უფრო კომფორტულად იგრძნობს, მანამ სანამ ლეგენდარული რაულისა და კასილიასის ბედს არ გაიზიარებს.

3.უთანხმოებები ფლორენტინო პერესთან

პერესმა რონალდუს წასვლის შესახებ დასმულ კითხვაზე შეშინებულმა უპასუხა: "იქნებ ამ თემაზე ამ სადღესასწაულო დღეს არ გვესაუბრა". პერესი - ზიდანის მეგობარია, ამას ის ზინედინის "რეალში" დანიშვნამდეც აღნიშნავდა, ხოლო რონალდუს მის ახლო მეგობრად არასდროს არ მიიჩნევდა და არც მსგავსი განცხადება გაუკეთებია როდისმე. ჭორების თანახმად პერესი რონალდუს ახალ კონტრაქტს სთავაზობს შემდეგი ანაზღაურებით: წლიურად 30 - მილიონი ევრო, დამატებით ბონუსების სახით კი 2 - მილიონი. თუმცა არსებობს ამ კონტრაქტის უარყოფის მიზეზები. პირველი, რონალდუს ხელშეკრულების ვადები არ მოსწონს. მეორე, კრიშტიანუს ირგვლივ არავინ მალავს იმ ფაქტს, რომ თუ რა კარგად იმუშავა მესის მამამ "ბარსელონასთან" შეთანხმებისას, სადაც შვილის წლიური ანაზღაურება კლუბს 50 მილიონ ევრომდე გააზრდევინა. მაშ ასე, რონალდუს სურს იმდენივე ხელფასი რამდენიც მესის აქვს, პერესი კი უარზეა. "რეალს" ეშინია იმის, რომ რონალდუს შემდეგ ყველა ვეტერანმა ფეხბურთელმა რომელიც კლუბში თამაშობს, შესაძლოა მოითხოვოს ანაზღაურების გაზრდა.

4."მანჩესტერ იუნაიტედის" საჭიროებები

შევაფასოთ ფეხბურთელის მყიდველი კლუბის რისკები ამ შემთხვევაში. ადვილია იპოვო მიზეზები, იმისა თუ რატომ არ შეიძლება ხანში შესული ფეხბურთელის სანაცვლოდ ამხელა თანხის გადახდა. "მანჩესტერ იუნაიტედი" არის - კორპორაცია, რომელიც ყოველთვის ფიქრობს საშემოსავლო მოგებაზე, თუმცა მათ ჩემპიონთა ლიგაზე სენსაციურად "სევილიასთან" განიცადეს მარცხი. რონალდუს დაბრუნება მათთვის ნიშნავს ცოცხალი ფულის გაჩენას და ტოპ - ფეხბურთელების მოზიდვას კლუბში. კლუბმა გადაიხადა პრემიერ ლიგისთვის სარეკორდო თანხა 100 - მილიონი ევრო პოგბასთვის, გადაიხადა სარეკორდო თანხა ფორვარდის შესაძენად, ლუკაკუს სანაცვლოდ 75 - მლიონიი ევრო. თუმცა არ შეიკრა ის გუნდი სადაც დე ხეას სურდა დარჩენა. "იუნაიტედის" თამაში გახდა მოსაწყენი, ჟოზე მოურინიოს გამო, რონალდუსა და კროოსის ტრანსფერმა შესაძლოა შეცვალოს რაღაც. მაშინაც კი თუ ეს ტრანსფერი ყველაზე ძვირადღირებული იქნება მსოფლიოში. სწორედ ეს ფაქტი არის მიმზიდველი ესპანური გრანდისთვის, მათ უკვე ისწვლეს კრიშტიანუს გარეშე თამაში. ამის რაც შეიძლება ადრეულად გაკეთება ნიშნავს იმას, რომ კლუბში ახალი ლიდერი მოვა. ინგლისელებს სხვა მიზანი აქვთ, ნეიმარს არ სურს მოურინიოს სტილში თამაში, "იუნაიტედს" კი ლიდერი სურს მოედანზე, რომელიც მოედანზე ფუტკარივით მშრომელ ალექსის სანჩესთან ერთად გავა.

5."სერ ალექს ფერგიუსონის ჯანმრთელობის პრობლემა"

ნებისმიერ ისტორიას გამოწვევები სჭირდება. "იუნაიტედში" გადასვლის საბოლოო გადაწყვეტილება შესაძლოა რონალდუს, სერ ალექსის მიერ გადატანილ ინსულტმა უკვე მიაღებინა. მან ამის გამო "ბარსელონას" კარში გატანილი გოლი არ აღნიშნა. პორტუგალიელმა ჯერ კიდევ მშობელი მამის გარდაცვალება მძიმედ გადაიტანა, ხოლო ამჯერად ფერგის ამბავმა მასზე ძალიან იმოქმედა. ჩვენთვის უცნობია თუ რა საუბარი შედგა ფერგიუსონსა და რონალდუს შორის, მაგრამ ხიტრი ხასიათის შოტლანდიელი აუცილებლად ეტყოდა მას: "დაბრუნდი შვილო "იუნაიტედში". რონალდუს ნნამდვილად სურს დაუბრუნდეს იმ ახალგაზრდულ ნოსტალგიებს, რაც მან "მანჩესტერში" ყოფნის წლებში გაატარა. კრიშტიანუ არ არის იმდენად ჭკვიანი, რომ ეს სახის გამომეტყველებაზე არ შეემჩნეს. გაითვალისწინეთ მდგომარეობა, რომ "ლივერპულის" წინააღმდეგ რონალდუ "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში უფრო უკეთესი იქნებოდა, ვიდრე ეს ფინალის დღეს იყო "მერსიისაიდელების" წინააღმდეგ. შესძლოა ის საკუთარ თავს ხშირად ეკითხება, ვინ არის მისი ახლო მეგობარი მადრიდში გარდა საკუთარი ოჯახისა, რომლის ინგლისში გადაყვანა არცისე ძნელია, "მანჩესტერში" ის საკუთარი წარსულის გარემოცვასთან იცხოვრებს.

6."სკანდალების დასასრული"

რონალდუსთვის მნიშვნელოვანია საკუტარი იმიჯი. ამის შესახებ გვიამბობს მისი სხვადასხვა ისტორიები: მაროკოს მიმართულებით კერძო თვითმფრინავით მგზავრობები, ირინა შეიკის პორტრეტის ჩამოხსნა საძინებელ ოთახში, პლასტიკური ოპერაციები ცხვირზე და სუროგატი დედის მიერ გაჩენილი შვილები, რომელიც შესაძლოა, რომ პორუგალიელის იმიჯის დამზარალებელი აღმოჩნდეს. ხოლო როდესაც რონალდუს დაპირისპირება მოუხდა ესპანურ სასამართლოსთან, ის უკმაყოფილო იყო იმ გვერდში დგომის დოზით, რაც მას "მადრიდულმა" კლუბმა აღუთქვა. "იუნაიტედში" ფინანსური საკითხები მას არ აწუხებდა, ხოლო ესპანეთში როგორც ჩანს ამ მხრივ ის დაუცველი აღმოჩნდა. უცნობია თუ რა მაქინაციებში იყო შემჩნეული კრიშტიანუს აგენტი ჟორჯე მენდეში, აგენტმა ფეხბურთელი დაიცვა შემდეგი ტყუილით: "სად გრძნობდა რონალდუ უკეთ თავს ვიდრე აქ ესპანეთში". ინგლისური საგადასახადო სისტემა მკვეთრად განსხვავებულია ესპანურისაგან, სწორედ ეს შეიძლება დასხელდეს კიდევ ერთ მიზეზად, ინგლისური ცხოვრება, მენდეში - რონალდუს ფინანნსურ იმპერიას უფრო წაადგება ვიდრე ესპანური.

7."ახალი გამოწვევების მიღება"

ზედიზედ მესამედ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, ძნელია ზიდანის გუნდში ახალი მოტივაცია ეძებო. ბევრი მატჩი ჩატარდა ისე თითქოს ეს ავტომატურად ხდებოდა. გამარჯვება მხოლოდ კლასის ხარჯზე მოდიოდა. შესაძლოა კრიშტიანუმ უბრალოდ შეწყვიტა "რეალისთვის" ბრძოლა. ხოლო ისეთი ეგოცენტრისტი მანიაკი როგორიც რონალდუა, ადრენალინის მოზღვავებას მისგან გამარჯვებით ვერ ვგრძნობდით. შეთანხმება კოლეგებთან, რომ ის მესის პიჩიჩისთვის ბრძოლაში გაასწრებდა შეუსრულებელი დარჩა. ყოველივე ამის შემდეგ მას მესისთან შედარებით ერთი ოქროს ბუცით ნაკლები დარჩა. ხოლო თუ ამ ასაკში რონალდუ კიდევ ერთხელ დაიპყრობს პრემიერ ლიგას, ეს მისთვის ნამდვილად დამატებითი ქულა იქნება. კიდევ ერთი მიზეზი "იუნაიტედში" დაბრუნებისა არის, "წითელი ეშმაკებისა" და "ლივერპულის" პრინციპული შეხვედრები. "მანჩესტერში' მრავლად არიან რონალდუს ძველი ფანატები, რომელთაც ის ისევ ძველებურად უყვართ, ხოლო "მადრიდის რეალის" გულშემატკივრებზე იგივე არ ითქმის.


წყარო: sports.ru
სტატიები
16 კომენტარი
№6
ავტორი: nika_nikusha
29 მაი 2018 15:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 195
ციტატა: Paulscholes1
ციტატა: nika_nikusha
1 მიზეზი თუ რატომ არ უნდა დაბრუნდეს რონალდო მანჩესტერში : მანჩესტერი არასდროს ყოფილა ჩამოწერილი ფეხბურთელების თავშესაფარი, გზა მშვიდობისა ჩინეთში, ამერიკაში, იაპონიაში ან თუნდაც ყატარში რონალდოო fellow

Rac dawere shen exla tu xvdebi? Vinaa chamowerili dgevandel maniushi yvelas jobia es ronaldo dgesac da danam ragacas dawert xolme cota ufiqre maincaa! 2- 3 weli isev ifrens es mxeci ara bicho sancheshi iyo axalgazrda ratom iyides saertod ver vxvdebi

Yvela chshmarit manius fans unda amis dabruneba! Es chveni legendaa fergis gazrdili da ras qvia ar dabrundeso rom gaizaxian zogzogiertebi? Es iqneba zeimi


ძალიან კარგად ვხვდები ბრატ რაც დავწერე და კიდე დავწერ იმას რასაც ვფიქრობ, ეხლა რომ მაგარ ფორმაშია ეგ იმას არ ნიშნავს რომ უნდა დაბრუნდეს და აგვაშენებს, მომავალზე ფიქრობდე და 33 წლის ფეხბურთელი გინდოდეს გუნდში მე არ მესმის რატომ ??? თუნდაც რონალდო იყოს

ბნელი 90 იანებიდან ვბალეშიკობ მანჩესტერს და არ გვინდა ელხა იმის გარკვევა ვინ არის ჭეშმარიტი გულშემატკივარი და ვინ არა, ყველას თავისი აზრი აქვს და გაუმარჯოს ღმერთმა !!!
0
№5
ავტორი: robert lewandovski
29 მაი 2018 15:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
Lalana

ჩემო ძმაო, წინა კომენტარში მომიხსენია და ბარემ გეტყვი ჩემს სათქმელს. იქიდან დავიწყოთ, რომ ბენიტესის გაუბედურებულ გუნდში მივიდა ზიდანი. კი ზიდანი უდიდესი ფეხბურთელი იყო, ჩემ ერთ-ერთი უსაყვარლესი. მარა მოდი განვიხილოთ მისი სამწვრთნელო კარიერა, რამოდენიმე თვის მისულმა ზიდანმა როგორ დადო ლიგა. ფინალამდე მივიდა რა გუნდებით, ფინალში კი თამაშგარედან გატანილი გოლით იგებს ტიტულს. ახლა გავიხსენოთ შარშანდელი მატჩი ბერნაბეუზე ბავარიასთან. კაზემირო რომელიც გასაგდები იყო არ აგდებს, აგდებს რაღაც წვრილმანზე ვიდალს და სწირავს გუნდს. კაი ის გოლი იფსაიტი იყო, მაგრამ 1-0 ზე ლევანა რო პირისპირ გავიდა რატომ აუწია მსაჯმა ალამი, როცა მარსელო ჩარჩენილი იყო აშკარად. ამ ყველაფრის მერე ათ კაციან გუნდს ორ თამაშგარეშო უტან და აღნიშნავ ამ გოლებით რო რეკორდი დაამყარე, ესაა უნამუსობა ზუსტად. პსჟ-სთან კროსზე დადებული პენალტი (როდესაც კროსი აფსატში იყო) და არ დადებული პენალტი რამოსზე რომელსაც ხელში მოხვდა ბურთი. პარიზში უკვე ამ შეცდომებიდან გამომდინარე მატჩის სურათი შეიცვალა, მაგრამ იყი კითხვის ნიშნები იქაც სადაც კაზემიროს გაშლილ ხელზე პენალტი არ დაიდო. იუვესთან არ დადებული პენალტი კაზეზე საჯარიმოს შიგნით ხდება ბურთზე ხელი, კონკრეტულ მატჩში დიბალა გააგდო რომელიც შემთხვევით შეეჯახა რეალის ფეხბურთელს (დაახლოებით ნანის სიტუაცია იყო) და კარვახალზე 1000% არ იდება. ბენატიაზე თუ იყო, რატომ არ იყო კარვახალზე როცა უკნიდან მოჩეხა კუადრადო, კაზემიროს ხელი იყო როგორც ვთქვი ასევე. ბავარიასთან არ დადებული პენალტი მარსელოზე, რამოსმა როცა დაქაჩა ლევანდოვსკი და დაბლა დააგდო და მიუნჰენში არ დადებული პენალტი კარვახალზე. ამ ყველაფრის მერე ადეკვატურად მსჯელი ადამიანი გამოვიდეს და მითხრას, რომ დაბოღმილი ვარ და მშურს რეალის, ჯერ წაიკითხოს ყველაფერი და ისე თან :)
1
№4
ავტორი: Paulscholes1
29 მაი 2018 15:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
ციტატა: nika_nikusha
1 მიზეზი თუ რატომ არ უნდა დაბრუნდეს რონალდო მანჩესტერში : მანჩესტერი არასდროს ყოფილა ჩამოწერილი ფეხბურთელების თავშესაფარი, გზა მშვიდობისა ჩინეთში, ამერიკაში, იაპონიაში ან თუნდაც ყატარში რონალდოო fellow

Rac dawere shen exla tu xvdebi? Vinaa chamowerili dgevandel maniushi yvelas jobia es ronaldo dgesac da danam ragacas dawert xolme cota ufiqre maincaa! 2- 3 weli isev ifrens es mxeci ara bicho sancheshi iyo axalgazrda ratom iyides saertod ver vxvdebi

Yvela chshmarit manius fans unda amis dabruneba! Es chveni legendaa fergis gazrdili da ras qvia ar dabrundeso rom gaizaxian zogzogiertebi? Es iqneba zeimi
0
№3
ავტორი: nika_nikusha
29 მაი 2018 15:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 195
1 მიზეზი თუ რატომ არ უნდა დაბრუნდეს რონალდო მანჩესტერში : მანჩესტერი არასდროს ყოფილა ჩამოწერილი ფეხბურთელების თავშესაფარი, გზა მშვიდობისა ჩინეთში, ამერიკაში, იაპონიაში ან თუნდაც ყატარში რონალდოო fellow
0
№2
ავტორი: Lalana
29 მაი 2018 14:44
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 643
კრიშტიანო დღეს-დღეობითაც უმაღლეს დონეს აჩვენებს,მაგრამ ის რომ აქ გადმოვიდეს ვიღაც აუცილებლად ძალიან დაიჩაგრება და გვიღირს ახალგაზრდების დაჩაგვრა მის გამო?თან საკმაოდ დიდი ხელფასიც დაენიშნება და მირჩევნია ეგ სახელფასო განაკვეთი სხვა ფეხბურთელებს მოხმარდეს.ისედაც საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი გვყავს მოსაყვანი და ჯობს მათზე იზრუნონ.ცენტრალური მცველი,მარჯვენა და მარცხენა მცველი,ნახევარდაცვაშიც გვჭირდება ხალხი და მარჯვენა გარემარბი.ამას დიდი თანხა დაჭირდება და არ იქნება მიზანშეწონილი რონალდოს მოყვანა.მე ის გამიკვირდა ლივერპულმა როგორ გაიფორმა ასე მარტივად ფაბინიო,ძალიან კარგი ფხბურთელია და ასე იაფად ეგ შანსი ხელიდან არ უნდა გაგვეშვა.
0
№1
ავტორი: rene harrison_
29 მაი 2018 14:30
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 270
ეგ უძღები შვილი 33 წლისაა დარჩეს იქ ჯობია ასე. დაუგვიანდა წამოსვლა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

19 მაისი 2018, 20:15
იუნაიტედი0
ჩელსი1
ინგლისის თასი
13 მაისი 2018, 18:00
იუნაიტედი1
უოტფორდი0
პრემიერ ლიგა
10 მაისი 2018, 22:45
ვესტ ჰემი0
იუნაიტედი0
პრემიერ ლიგა
ჩელსი19 მაისი
უოტფორდი13 მაისი
ვესტ ჰემი10 მაისი

სეზონის საუკეთესო

დავიდ დე ხეა
1
დავიდ დე ხეა

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

წიგნები

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top