თბილისი:
მანჩესტერი:
24-05-2018, 19:52
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2233,
კომენტარები: 11
გიგზი: "ვიმედოვნებ, რომ "ლივერპული" დამარცხდება"
გიგზმა ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ფინალზე ისაუბრა.
გიგზი:
26 მაისს თბილისის დროით ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ფინალი, უკრაინის დედაქალაქ კიევში გაიმართება. ერთმანეთს "მანჩესტერ იუნაიტედის" პრინციპული მეტოქე "ლივერპული" და ესპანური გრანდი მადრიდის "რეალი" დაუპირისპირდებიან.

მოახლოებულ ფინალზე "წითელი ეშმაკების ლეგენდამ და უელსის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელმა რაიან გიგზმა ისაუბრა და ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მერსისაიდულ კლუბის მარცხი სურს.

"დაამარცხებს თუ არა "რეალი" "ლივერპულს"? ზუსტი პასუხი არ მაქვს თუმცა ვიმედოვნებ, რომ მადრიდელები გაიმარჯვებენ. როგორც "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარი და როგორც წარსულში ამ კლუბის ფეხბურთელი "ლივერპული" ჩემთვის ყოველთვის მთავარი მოწინააღმდეგე იქნება.

უსიტყვოდ, "ლივერპული" ჩვენი ყველაზე მთავარი დაუძინებელი მტერია, თუმცა ეს შესანიშნავი კლუბია დიდი ისტორიით. ძალიან არ მსიამოვნებს მათი ფინალში გასვლა, მაგრამ მაშინაც კი თუ ჩვენ დავივიწყებთ "ლივერპულთან" ურთიერთობის ფაქტორს, კიდევ ერთი მიზეზი მაქვს, რომ მათ დამარცხება ვუსურვო. ეს არის გარეთ ბეილის ფაქტორი, შესანიშნავი იქნება თუ ის კიდევ ერთხელ შეძლებს ამ ტურნირში გამარჯვებას".
- ციტირებს Manchester Evening News - გიგზის სიტყვებს.


იზიარებთ გიგზის სურვილს?

დიახ
არა

ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: GGMU69
25 მაი 2018 16:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 37
მე არამარტო მანჩესტერს ინგლისურ ფეხბურთს ვგულშემატკივრობ და წარმატებას ვუსურვებ ლივერპულს
1

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top