თბილისი:
მანჩესტერი:
16-05-2018, 16:32
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2333,
კომენტარები: 12
ფრედი: "დიდ კლუბში თამაში მსურს"
ბრაზილიელ ნახევარმცველმა მინიშნება გააკეთა.
ფრედი:
დონეცკის "შახტარის" ბრაზილიელი ნახევარმცველი ფრედი, რომელსაც ხშირად პრესა ინგლისურ გრანდ "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირებს, მომვალზე საუბრობს და აცხადებს, რომ საკუთარ კარიერაში, წინ დიდი ნაბიჯის გადასადგმელად მზად არის უკრაინული კლუბი დატოვოს.

"შახტარში" თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ, აქ უკვე 5 წელია ვიმყოფები. კლუბს მივმართე, რომ ყველაფრით ძალიან კმაყოფილი ვარ, თუმცა კრიერაში წინ დიდი ნაბიჯის გადადგმა მსურს. ინგლისურ და ფრანგულ კლუბებს ჩემი მათ რიგებში ხილვა სურთ, ახალი გამოწვევებისთვის მზად ვარ.

ამ ეტაპზე დაცდა მომიწევს, წინ მსოფლიო ჩემპიონატია, რის შემდეგაც დავფიქრდები და სწორ გადაწყვეტილებას მივიღებ. ყოველთვის ვოცნებობდი მეთამაშა დიდ ევროპულ კლუბში, ვგრძნობ, რომ ახლა ეს მომენტი დადგა.

"შახტარს" ჩემი გშვება არ სურს, მათთან კონტრაქტი 2021 წლამდე მაკავშირებს. მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ჩვენ ერთად დავჯდებით და გადაწყვეტილებას აუცილებლად მივიღებთ".
- განაცხადა ბრაზილიელმა დასასრულს SporTV - ისთვის მიცემულ ინტერვიუში.



წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: fergi taim
17 მაი 2018 00:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
ცუდი არაა მაგრამ რაგაც ნეგატივურად ვუყურებ ამ ტრანსფერს
0
№12
ავტორი: glory28
17 მაი 2018 12:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
არ ვიცი ამის თამაში ნანახი არ მაქვს ვერ ვიტყვი ვერაფერს, ისე მოუმ რომ დაადგა თვალი მუშა ფეხბურთელია
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top