თბილისი:
მანჩესტერი:
15-05-2018, 10:07
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2261,
კომენტარები: 14
Times: "ალექს-სანდრო "იუნაიტედში" გადასვლასთან ახლოსაა"
ტურინის "იუვენტუსს" ალექს-სანდრო ტოვებს.
Times:
როგორც The Times - იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედმა" იტალიურ კლუბთნ მოლაპარაკებებში პროგრესი განიცადა და სულ მალე ალექს-სანდრო "ოლდ ტრაფორდის" ბინადარი გახდება.

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემის ცნობით, სანდრომ მისი ამჟამინდელი კლუბის ხელმძღვანელობას ტრანსფერის განხორციელებაში ხელშეწყობა სთხოვა, ხელშეკრულება სეზონის დასრულებისთანავე უნდა გაფორმდეს.

ბრაზილიელი მარცხენა მცველი ტურინულ გრანდმა პორტუგალიური "პორტუდან" 23 მილიონ ფუნტად შეიძინა, ხოლო მის სანაცვლოდ ამჟამად 50 მილიონ ევროს მოითხოვს.

მიმდინარე სეზონში 27 წლის მცველმა იტალიის ჩემპიონატში თავი 4 გოლით და ამდენივე საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: ikeoni
15 მაი 2018 22:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
magrad gamiswordeba amis mosvla
0
№12
ავტორი: JuanMata
15 მაი 2018 23:10
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Lalana
სანდრო და ფრედი კარგი დანამატი იქნება,მაგრამ ამ მარჯვენა ფლანგზე რას ვშვრებით?იმედია იზრუნებენ მაგ ფლანგის გაძლიერებაზე გინდ თავდასხმაში და გინდ დაცვაში,თორემ უკვე კარგა ხანია ეს ფლანგი ჩამკვდარია.

ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ნაგელსმანის ნაცვლად არსენალში სხვას მიიყვანენ.ძალიან კარგი მწვრთნელია.ჯერ ახალგაზრდაა,მაგრამ დაამტკიცა უკვე მაგ კაცმა რაც შეუძლია,ჰოფენჰაიმის დონის გუნდს,რომ ორი წელი ასეთ დონეზე ათამაშებ და ისტორიაში პირველად გაგყავს გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე,იმის და მოიუხედავად რომ რამოდენიმე ფეხბურთელი გაუყიდეს ეს უკვე ბევრს ნიშნავს.ასევე ამ კაცმა დააბრუნა სვიპერის პოზიცია ფრეხბურთში,საერთოდ განსხვავებული ტაქტიკით თამაშობს,ყოველ შემთხვევაში მისი ეს ტაქტიკა არასოდეს მინახავს დღევანდელ ფეხბურთში ვინმე იყენებდეს.დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ამ კაცს ჩვენს გუნდში.მაინც დარწმუნებული ვარ რომ ჰოფენჰაიმს ერთი წლის განმავლობაში მაინც არ დატოვებს.


რჩება ნაგელსმანი ჰოფენჰაიმში, სავარაუდოდ არტეტას წაიყვანენ.
0
№13
ავტორი: Lalana
16 მაი 2018 00:05
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: JuanMata
რჩება ნაგელსმანი ჰოფენჰაიმში, სავარაუდოდ არტეტას წაიყვანენ.

არტეტა რამდენად უშველის არსენალს არ ვიცი მაგრამ,ნაგელსმანი თუ დარჩა სწორადაც მოიქცევა.ბოლოს და ბოლოს ასეთ დროს ნამდვილად არ იქნებოდა კარგი გუნდის დატოვება.მომავალში კი დიდი სიამოვნებით ვიხილავდი აქ,მაგრამ ჩვენ ბოსებს არამგონია მოაფიქრდეთ ეგ.
0
№14
ავტორი: fergi taim
17 მაი 2018 00:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
ნეტა ეს ვიყიდოთ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top