თბილისი:
მანჩესტერი:
8-02-2013, 21:38
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2252,
კომენტარები: 11
ევანსი:"ჯერ ადრეა დაღლილობაზე საუბარი"
"იუანიტედის" მცველმა ჯონი ევანსმა განაცხადა, რომ მის თანაგუნდელებს არანაირად არ ეტყობათ დაღლა მიუხედავად ასეთი რთული მატჩებისა...
ევანსი:
მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედს' ცხრა ქულა აშორებს მის მდევარ "სიტისთან", ევანსმა განაცხადა, რომ მისი კლუბი ძალიან სერიოზულად მოეკიდებიან კვირას გასამართ მატჩს.

"ჩვენ ასეთ სიტუაციაში ადრეც ვიმყოფებოდით. წინა წელს რვა ქულით ვიყავით წინ, მაგრამ სამწუხაროდ ტიტული ხელიადნ გავუშვით. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ "ევერტონთან" ავიღებთ სამ ქულას და შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის მოვემზადოთ." – განაცხადა ჯონი ევანსმა manutd.com–თან.

"ამ პერიოდს "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ყოველთვის გადამწყვეტი მნიშვენლობა აქვს. ჩვენ მოგვწონს ყველა ტურნირში მონაწილეობის მიღება. ყველაზე კარგია, როცა ყველგან თამაშობ. ხოლო, როდესაც მხოლოდ საბათ–კვირას თამაშობთ, თქვენ ტონუს კარგავთ. როდესაც მატჩები მიყოლებითაა, მაშინ ეს არ დაგემართებათ. თქვენ მხოლოდ ფეხბურთზე გიწევთ ფიქრი. რაც მეტი თამაშია ჩასატარებელი, მით უკეთესია. როდესაც ერთ თამაშში იმარჯვებთ, შემდეგ გსურთ კიდევ მოიპოვოთ გამარჯვება. ეს ქმნის დამატებით იმპულს."

"პირველ სეზონში "იუნაიტედის" მაისურით, როდესაც გამოვედი, კლუბმა მოიგო ჩემპიონტაი, ინგლისის თასი და ჩემპიონთა ლიგის ფინალამდეც მიაღწია. ეს ძალიან კარგი იყო, რადგან ყყველა დიდ იმპულს ვგრძნობდით. მაშინ თავში აზრადაც არ გამივლია, რომ ჩვენ ძალიან ბევრი მატჩი ჩავატარეთ. საუკეთესოდ გავიარეთ საშობაო პერიოდი. ეს რათქმაუნდა, სერ ალექსის დამსახურებაა, რადგან ის აწყობდა შემადგენლობებს. არც ერთი ჩვენთაგანი არ გრძნობს დაღლილობას. ყოველა მოთამაშე, მორალურად მზადაა მომდევნო თამაშებისთვის."

ჯონი ევანსი პატივისცემით ეკიდება "ევერტონთან" მატჩს და წინა სეზონში გამართულ მატჩს იხსენებს, რომელიც "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართა: "ვერ ვიტყვით, რომ ის მატჩი ჩემპიონობის ტოლფასი იყო. უნდა გაიხსენოთ გასული სეზონი და მიხვდებით, რომ ძალიან ხშირად ვუშვებდით შეცდომებს. დროდადრო "ევერტონი" ძლიერდებოდა. ყოველი ახალი მატჩი მათ წინააღმდეგ უფრო რთული ხდება. მათ ჰყავთ რამოდენიმე სწრაფი მოთამაშე, რომელთა გამკლავებაც საკმაოდ რთულია. მათი შედეგი მიმდინარე სეზონში ბევრს აკვირვებს."


წყარო"http://redevils.ru
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: buka oboladze
9 თებერვალი 2013 00:55
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
რადროს დაღლაა ნახევარი სეზონი წინაა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top