თბილისი:
მანჩესტერი:
1-05-2018, 21:07
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2360,
კომენტარები: 11
"იუნაიტედი" და "არსენალი" ერთ ფეხბურთელს აკვირდებიან
პრემიერ ლიგის გუნდებს "ნაპოლის" ფეხბურთელი სურთ.
იტალიური "ნაპოლის" ბელგიელ შემტევმა დრის მერტენსმა შესაძლოა კარიერა ინგლისურ პრემიერ ლიგაში გააგრძელოს. მისით ჟოზე მოურინიოს "იუნაიტედი" და ლონდონის "არსენალი" ინტერესდებიან. იუწყება - Calciomercato.

პორტუგალიელ სპეციალისტმა ცოტა ხნის წინ კლუბიდან ზლატან იბრაჰიმოვიჩი გაუშვა. შვედს არსებული კონტრაქტი ამოეწურა და ამერიკის ჩემპიონატს მიაშურა. შესძლოა მოურინიო მის შემცვლელზეც ფიქრობდეს და სავარაუდოა ისიც, რომ "ოლდ ტრაფორდზე" დრის მერტენსი ვიხილოთ.

თავის მხრივ 22 წლიანი მუშაობის შემდეგ სეზონის დასასრულს, კლუბს ემშვიდობება არსენ ვენგერი. "მეთოფეები" ცვლილებების ახალ ეტაპს იწყებენ და ფეხბურთელების ახალი სახეებიც სჭირდებათ. დრის მერტენსი კი მათ რიგებში მიმსვლელ ერთ-ერთ კანდიდატად სახელდება.

30 - წლის ფეხბურთელს მიმდინარე კონტრაქტი "ნაპოლისთან" 2020 წელს ეწურება. მიმდინარე სეზონში მერტენსის ანგარიშზე სერია ა - ში ჩატარებული შეხვედრებიდან 17 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.


გსურთ მერტენსი "იუნაიტედში"?

დიახ
არა

ჭორები
11 კომენტარი
№11
ავტორი: VALERI.s
2 მაი 2018 17:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
მოურინიოსგან ხო ყველაფერი მოსალოდნელია მაგრამ ჭორი მგონია!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top