თბილისი:
მანჩესტერი:
8-02-2013, 16:08
ავტორი: Esi,
ნანახია: 2046,
კომენტარები: 18
ევრას შეტყობინება რეალს
პატრის ევრას სჯერა,რომ იუნაიტედი მადრიდის რეალის ბარიერს დასძლევს...
ევრას შეტყობინება რეალს
მანჩესტერ იუნაიტედის მარცხენა მცველს,პატრის ევრას სჯერა,რომ იუნაიტედს შეუძლია მსოფლიოს აცნობოს,რომ მისთვის რეალის ბარიერის გადალახვა შეუძლებელი არაა.მანჩესტერ იუნაიტედის ესპანურ გრანდს ოთხშაბათს,13 თებერვალს,"სანტიაგო ბერნაბეუზე" დაუპირისპირდება.

"ეს ყველას შეუძლია.ჩვენ მადრიდის რეალის დამარცხების ძალა შეგვწევს"-განაცხადა გრანგმა The Daily Mirrorr-თან საუბარში.

"არ უნდა დაგვავიწყდეს გასული წელი,სადაც ჩვენ სრულიად კრახი განვიცადეთ და ჯგუფში ჩავრჩით,ხოლო ეს წელი საუკეთესოა მგონი იმისათვის,რომ ვაჩვენოთ ევროპას თუ რა დიდ ძალას წარმოადგენს მანჩესტერ იუნაიტედი"

"რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ჩვენ ხელიდან არ უნდა გავუშვათ ეს შანსი.სწორედ ამიტომაც მოუთმენლად ველი მადრიდის რეალთან დაპირისპირებას.მე ველი სწორედ ისეთ წარმატებას ჩემპიონთა ლიგაზე,როგორიც ეს 2008 წელს გვქონდა.ჩვენი გულშემატკივრებიც სწორედ ამას ელოდებიან.რეალთან დაპირისპირება ეს არის ორი დიდი კლუბისა და დიდი ფეხბურთელების დაპირისპირება"


ახლა მანჩესტერ იუნაიტედს პრემიერ ლიგაში არც თუ ისე კარგი პერიოდი უდგას,რადგანაც სანამ ისინი რეალს შეხვდებიან,მანამდე ლივერპულის ევერტონთან მოუწევთ თამაში,რომელიც წელს ხელწამოსაკრავი კლუბის შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ტოვებს.

"ნამდვილად ძნელი დროა ახლა ჩვენთვის.თებერვლის თვეში რთული მატჩები გვაქვს და მათ შორის მადრიდის რეალთანაც"-დასძინა ევრამ

"ეს არის ის პერიოდი,როდესაც მანჩესტერ იუნაიტედმა უნდა დაამტკიცოს,რომ არის ნომერ პირველი კლუბი მსოფლიოში.რა თქმა უნდა ეს ადვილი არ იქნება,მაგრამ ამის დრო ახლა ნამდვილად არის"

"არავის დაავიწყდება შარშანდელი იმედგაცრუება,ამიტომ ბრძოლა ამ თვეში ნამდვილად არ უნდა შევწყვიტოთ,რადგან ეს ჩვენთვის მომგებიანი არ იქნება და გუნდს სასიკეთოდ არ წაადგება.ჩვენ ამ სეზონში ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის,რომ თითოეული შეხვედრა მოვიგოთ,რასაც ჯერ-ჯერობით ვახერხებთ და იმედია ამ გზიდან არ გადავუხვევთ"

"სწორედ ამიტომაც ჩვენი გულშემატკივრები და ფეხბურთლები იქნებიან ბედნიერები,რადგან ეს ის წელია,სადაც ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ყველას,რომ ჩემპიონები ვართ"-
დაასრულა პატრის ევრამ


წყარო:Skysports.com
ახალი ამბები
18 კომენტარი
№11
ავტორი: I_K_A
8 თებერვალი 2013 16:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 245
მთავარია თქვენ მოინდომოთ და ყველაფერი კარგად იქნება love მიდით რა, მიდით რა, აჩვენეთ ხალხს რა შეგიძლიათ, თორე მანჩესტერი ვიღაც მეორეხარისხოვანი გუნდი ჰგონიათ, მოიგეთ, გაიხარებთ თქვენც და გაგვახარებთ ჩვენც.
0
№12
ავტორი: ლადო
8 თებერვალი 2013 17:53
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
საღოლ ესი))

ტრებლი მინდა მაგრად და რეალის სიმართლე რომ გითხრათ არ მეშინია.
0
№13
ავტორი: Malboro463
8 თებერვალი 2013 17:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
მთავარი ამან არ ჩაგდოს თამაში დაცვაში ბევრ შეცდომებს უშვებს
0
№14
ავტორი: Mpua_
8 თებერვალი 2013 20:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
THEvv,
ჯერ ბერნაბეუზეა გასვლა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ like_ რა !
№15
ავტორი: Esi
8 თებერვალი 2013 20:32
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
THEvv,
არა ძმა 13 ში ბერნაბეუზეა და 5 მარტს ოლდ ტრაფორდზე.
0
№16
ავტორი: anri-barca
8 თებერვალი 2013 21:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
მე ბარსას ფანი ვარ მარა მაNჩესტერტი მაგრა მევასება და მინდა რო ბერნაბეუზე მაგარი შედეგი აჩვენოს ეშმაკებმა დაააა მარე ოლდტრაფორდზე გავხიოტ
0
№17
ავტორი: buka oboladze
9 თებერვალი 2013 00:49
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ევრა ერთი თავით შენ შეაგდე, ერთიც ევანსმა, რუნიც ფორმაშია მაგანაც გაიტანოს, პერსი თავისთავად გაიტანს და დანარჩენებმა რა დააშავეს ბარემ მაგათმაც და მოვიგებთ რა, ბოლომდე ბიჭებო am

ევრა ერთი თავით შენ შეაგდე, ერთიც ევანსმა, რუნიც ფორმაშია მაგანაც გაიტანოს, პერსი თავისთავად გაიტანს და დანარჩენებმა რა დააშავეს ბარემ მაგათმაც და მოვიგებთ რა, ბოლომდე ბიჭებო am
0
№18
ავტორი: Shako Jones
9 თებერვალი 2013 00:57
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
კიდევ უფრო დიდი იმედი მომეცი აბა შენ იცი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top