თბილისი:
მანჩესტერი:
8-02-2013, 15:57
ავტორი: ლადო,
ნანახია: 1974,
კომენტარები: 12
პარკერი:"სიტის" ძალიან გაუჭირდება "იუნაიტედთან" კონკურენციის გაწევა"
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი პოლ პარკერი დარწმუნებულია, რომ "წითელი ეშმაკუნები" სეზონის ბოლოს ტიტულის მოპოვებას შეძლებენ....
პარკერი:
"ცხრა ქულით წინ გასვლა, ეს ძალიან სოლიდური მდგომარეობაა ამ დროისთვის. ახლა ყველაფერი იმაზე გვამცნობს, რომ "სიტის" ჯერ არ შეუძლია "იუნაიტედის" დაწევა. მაგრამ ყველაფერს უნდა ველოდოთ. ჩემი თვათა ხედვით წელს "სიტი" საჩემპიონო ფეხბურთს არ აჩვენებს და ჯობია მათ მეორე სეზონზე იფიქრონ." – განაცხადა პოლ პარკერმა manutd.com–თან.

"ამ სეზონში "იუნაიტედის" გულშემატკივრების მოლოდინი დიდია. როდესაც ჩვენ 1992 წელს ტიტული დავთმეთ, კლუბი ძალიან გაძლიერდა კარგი ფეხბურთელებით, ერთ–ერთი მათგანი კი დიონ დაბლინი გახლდათ. მაგრამ ყველაზე მთვარი კი ის იყო, რომ იანვარში ჩვენ შემოგვიერთდა ერიკ კანტონა, რამაც კლუბს ახალი იმპულსი შეჰმატა. მან მთელი კლუბი აათამაშა. ბევრმა ფეხბურთელმა გააუმჯობესა თამაში საკუთარ პოზიციებზე და ჩვენი შედეგიანობაც გაიზარდა. დენის ირვინმა დაიწყო ბევრი გოლის გატანა, მარკ ჰიუზმა გაიგო, რომ სამი მცველი მისთვის არაფერი იყო, ბრაიან მაკლეირმა კი სხვა პოზიცია დაიკავა მინდორზე. რა უნდა ვთქვათ, პოლ პარკერმაც კი გოლების გატანა დაიწყო! ყველაფერი შეიცვალა."

"ჩვენ პირველი ტიტული მოვიგეთ, როდესაც სერ ალექსმა ახალი და კარგი ფეხბურთელები მოიყვანა კლუბში. ყველაზე განსაკუთრებული კი მათგან როი კინი აღმოჩნდა. ის განსაკუთრებული მოთამაშე იყო, რომელმაც კლუბს ახალი თამაში შეჰმატა. ის როგორც დაცვაში ასევე შეტევაშიც ძალიან ეფექტური იყო. აი რა იყო სერ ალექსის წარმატების გასაღები. მისი ფეხბურთელები ძალიან ბევრ ფუნქციებს ასრულებენ მინდორზე და ტაქტიკურადაც გამოირჩევიან. "სიტი" ასეთ რამეებს არ აკეთებს. რათქმაუნდა, ძნელია ამ გუნდის დამარცხება. მაგრამ სატურნირო ცხრილში დაბლა მყოფ კლუბებთან მათ ჩაატარეს მატჩები, მაგრა ბევრჯერ დაკარგეს ქულები. ამისთვის საჭირო ხასიათია. მარიო ბალოტელი კლუბზე უარყოფით გავლენას ახდენდა. კარგი ფეხბურთელების გაშვებით ისინი უფრო კარგ შედეგს მიაღწევენ. უბრალოდ "ქუინზ პარკ რეინჯერსს" შეხედეთ მიმდინარე სეზონში"

"იუნაიტედი" "სიტის" ფინანსურ ფაქტორში ვერ ჯობნის. მაგრამ "იუანიტედში" ყველამ ყველა იცის და მწვრთნელიც კარგად აკონტროლებს სიტუაციას. სერ ალექსი ისეთ მოთამაშეებს პოულობენ, რომლებსაც ერთი გამარჯვების შემდეგ, მეორე ჯერ სურთ მოიპოვეონ გამარჯვება. ისინი წინააღმდეგობას აღწევენ თავს და მომავალში გაცილებით ძლიერები ხდებიან."


წყარო:http://redevils.ru
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: buka oboladze
9 თებერვალი 2013 00:45
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ვერ გაუწევს ვერანაირ კონკურენციას ჩემი აზრით შითი
0
№12
ავტორი: Shako Jones
9 თებერვალი 2013 00:59
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
წელს ტრებლი მინდა რა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top