თბილისი:
მანჩესტერი:
8-02-2013, 15:46
ავტორი: Esi,
ნანახია: 1902,
კომენტარები: 14
ჰოჯსონი:"რიო ნაკრებში არ დაბრუნდება"
როი ჰოჯსონს ყელში ამოუვიდა ჭორები იმის შესახებ,რომ თითქოსდა რიო ფერდინანდი ინგლისის ნაკრებში დაბრუნდება...
ჰოჯსონი:
როი ჰოჯსონს ყელში ამოუვიდა ჭორები იმის შესახებ,რომ თითქოსდა რიო ფერდინანდი ინგლისის ნაკრებში დაბრუნდება.მისი განცხადებით ამის შანსი პრაქტიკულად არ არსებობს.მოგეხსენებათ ინგლისის ნაკრების ცენტრალურ მცველებად წლების მანძილზე ტერისა და ფერდინანდის დუეტი მოისაზრებოდა,მაგრამ ჰოჯსონის დანიშვნის შემდეგ ინგლისის ნაკრებში მხოლოდ და მხოლოდ ტერი დარჩა,ხოლო ფერდინანდი ნაკრების მიღმა დარჩა.ამ ყველაფრის მიზეზი კი რიოს ძმის ანტონ ფერდინანდის უთანხმოება გახლავთ ჯონ ტერისთან.

როი ჰოჯსონმა ინგლისის ნაკრებისა და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების დაპირისპირების შემდეგ განაცხადა,რომ უკვე ყელში ამოუვიდა ყოველ პრესკონფერენციაზე ფერდინანდიზე ლაპარაკი.

"ჩვენ წინ მივიწევთ,რაც ძალიან კარგია და არ ვაპირებთ ამ გზიდან გადახვევას"-განაცხადა ინგლისელმა სპეციალისტმა.

"რაც მე ინგლისის ნაკრების მწვრთნელად დავინიშნე მხოლოდ და მხოლოდ ფერდინანდის საკითხს განვიხილავ ყოველ პრესკონფერენციაზე,ასე მგონია რიოს საკითხის გარდა არაფერი გამიკეთებია ჯერ ნაკრებში"

"ინგლისის ნაკრებს წლების მანძილზე პრობლემა ჰქონდა დაცვის ხაზში და ვფიქრობ,რომ ეს პრობლემა უკვე მოვაგვარე.მე ძალიან კმაყოფილი ვარ კეჰილისა და სმოლინგის წყვილით.ასევე იაგიელკასა და ლესკოტს შეუძლიათ ამ პოზიციაზე თამაში.მეტს რიოს შესახებ არ ვილაპარაკებ. არ მინდა საუბარი მოთამაშეებზე, რომელებიც არ არიან ნაკრებში"
-დაასრულა ჰოჯსონმა

წყარო:Skysports.com
ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Esi
8 თებერვალი 2013 16:47
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
...RooNeY...FaN...,

ხო აბა ისე ჰაერზე არაფერს არ ვაკეთებ მე likeaboss lol
0
№12
ავტორი: VaRdo
8 თებერვალი 2013 16:47
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
მომეწონა ინგლისის თამაში ბრაზილიასთან და იმედია მსოფლიზოე და ეუროაპზეც ეგრე ითამაშებენ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№13
ავტორი: Malboro463
8 თებერვალი 2013 17:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
არ აქვს ეხლა რიოს ნაკრებშI საქმე ასაკშია მსოფლიო რო დაიწყტება უფრო ასაკოვანი იქნება და საერთოდ რა ფორმაში იქნება არავინ იცის.
კიდე კეჰილი, სმოლინგი ჯონსი იაგიელკა, შოუკროსი, და რიჩარდს დაუძახოს ჯობია
აქედან კეჰილი ჯონსის წყვილი ყველაზე კარგი ვარიანტია
0
№14
ავტორი: buka oboladze
9 თებერვალი 2013 00:44
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
სმოლინგი მაგრად გაიქაჩა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top