თბილისი:
მანჩესტერი:
17-04-2018, 19:38
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2258,
კომენტარები: 12
მოურინიო პოგბას გასაშვებად მზად არის
პორტუგალიელს პოგბას შენარჩუნება აუცილებლად არ მიაჩნია.
მოურინიო პოგბას გასაშვებად მზად არის
ჟოზე მოურინიო მომდევნო ზაფხულს პოლ პოგბას "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვების საშუალებას მისცემს.

მოურინიომ კლუბის რეკორდული შენაძენისადმი მოთმინება დაკარგა და პოგბა გასაყიდ ფეხბურთელთა სიაში შეიყვანა.

"ოლდ ტრაფორდიდან" პოგბას წასვლის საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა 11 დღის წინ, როცა გვარდიოლამ განაცხადა, რომ ფრანგი ფეხბურთელი მის გუნდსაც შესთავაზეს იანვარში.

პოგბასა და მოურინიოს ურთიერთობა დიდი ხნის დავის საგანია და 25 წლის ფეხბურთელით უკმაყოფილებას ისიც ადასტურებს, რომ კვირას მან კვლავ დროზე ადრე დატოვა "ვესტ ბრომვიჩთან" მატჩი.

ბოლო პერიოდში ფრანგი ხშირად რჩება სათადარიგოთა სკამზე, ან შეცვლაზე გადის, რასაც ნამდვილად არ ისურვებდა "იუნაიტედი", როცა 2016 წელს ედ ვუდვორდმა "იუვენტუსიდან" მის დაბრუნებას გაუწია ორგანიზება.

მაგრამ პოგბა ჯერ კიდევ ვერ ახერხებს მოურინიოს სისტემაში სრულად მორგებას და ვერ ატარებს კარგ შეხვედრებს.


უცნობია, იქნება თუ არა პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში "იუნაიტედის" ძირითად შემადგენლობაში, რომ არაფერი ვთქვათ ამ დროისთვის სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში ინგლისის თასის ნახევარფინალში.

მოურინიომ ყველა ფეხბურთელი გააფრთხილა, რომ შემადგენლობის შერჩევისას მხოლოდ თამაშის დონეს დაეყრდნობა და არა ხელფასებს ან სატრანსფერო ღირებულებებს.

წყარო: dailymail
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
18 აპრილი 2018 12:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
თამაშტან ერთად უკვე სიტუაციებიც არასტაბილური გახდა
0
№12
ავტორი: SAF
18 აპრილი 2018 22:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
facepalm
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top