თბილისი:
მანჩესტერი:
8-02-2013, 15:07
ავტორი: Beckham 7,
ნანახია: 2288,
კომენტარები: 14
რუნი: "მთავარი შედეგია"
"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევი უეინ რუნი იმედოვნებს, რომ მისი გუნდის სულისკვეთება არ დაეცემა და ჩემპიონატს აუცილებლად მოიგებს
რუნი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევი უეინ რუნი იმედოვნებს, რომ მისი გუნდის სულისკვეთება არ დაეცემა და ჩემპიონატს აუცილებლად მოიგებს.

სერ ალექს ფერგიუსონის გუნდი ბოლო თამაშებში სანახაობას ვერ აჩვენებენ, თუმცა ქულების მაქსიმუმს იღებენ. სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ 13 ტურია დარჩენილი, თუმცა რუნი მიიჩნევს, რომ "იუნაიტედი" ტიტულთან შორსაა. "შედეგი - ყველაზე მთავარია ამ წუთას. ერთი შეხედვით "ქუინს პარკ რეინჯერსსა" და "სიტის" შეხვედრაში ყველაფერი ნათელი იყო, თუმცა მათ 2 ქულა დაკარგეს. დიდი შანსი იყო დაგვეკარგა ქულები "საუთჰემპტონთან", თუმცა 3 ქულის აღება მაინც მოვახერხეთ. ჩვენ ყველა თამაშს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ და მაქსიმალური შედეგი ვაჩვენოთ, დარწმუნებული ვარ სეზონის ბოლოს როდესაც 5-6 მატჩი იქნება დარჩენილი, სატურნირო ცხრილს თამამად შევხედავთ. ვერ გეტყვით თუ რატომ ვერ ვკლავთ ყველა მატჩში ინტრიგას. ამ სეზონში ხომ საკმაოდ ბევრ გოლს ვიტანთ, რეკორდიც უკვე მოვხსენით თუმცა მთავარი პრობლემა ბურთების გაშვებაა. აუცილებელია პირველი გოლი ჩვენ გავიტანოთ და შემდეგ დავწყნარდეთ. ასეთი თამაში უფრო კომფორტული იქნება"._განაცხადა უეინ რუნიმ.

წყარო: Redevils.ru
სიახლეები, ახალი ამბები, ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: VaRdo
8 თებერვალი 2013 16:53
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: REDBOY
სუსტ გუნდებთან უფრო მეტ ქულებს ვკარგავთ ვიდრე ძლიერებთან შარშანაც ასე იყო და მაგიტო გახდა სიტი ჩეპიონი


შარშან სად იყო ეგრე? : )) სიტისთან ორივე წავაგეთ : ) ლივერპულთან 1 წავაგეთ და ჩელსისთან 1 ფრე : ) მარტო არსენალს მოვუგეთ ორივე შეხვედრა და სულ 14 ქულა დავაგროვეთ. წელს 5 დიდი მატჩიდან უკვე 15 ქულა გავქვს. ასე, რომ შარშან არასტაბილურები ვიყავით სუსტებთანაც და გრანდებთანაც :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№12
ავტორი: REDBOY
8 თებერვალი 2013 18:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 49
VaRdo,
უიგანთან წავაგეთ ნიუკასლთან პირველი ფრე მეორე წავაგეთ ბლექბერნთან სახლში წავაგეთ სტოკთან ფრე. ამან ქულები არ დაგვაკარგინა? smile
0
№13
ავტორი: buka oboladze
9 თებერვალი 2013 00:41
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
რუნიი მართალია
0
№14
ავტორი: Shako Jones
9 თებერვალი 2013 01:00
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ძალიან მაგარი კაცი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top