თბილისი:
მანჩესტერი:
7-02-2013, 18:43
ავტორი: Esi,
ნანახია: 2065,
კომენტარები: 12
მანჩესტერის საზაფხულო ტურნე...
კაგავა თავის ყოფილ კლუბს დაუპირისპირდება
მანჩესტერის საზაფხულო ტურნე...
მანჩესტერ იუნაიტედი საზაფხულო ტურნეზე შინჯი კაგავას ყოფილ კლუბ ცერეზო ოსაკას დაუპირისპირდება.ეს იქნება რიგით მეორე თამაში სერ ალექს ფერგიუსონის გუნდისათვის ზაფხულში.ცერეზო ოსაკა ის კლუბია,სადაც ადრე მანჩესტერ იუნაიტედის იაპონელი ფეხბურთელი შინჯი კაგავა თამაშობდა.

კაგავამ ცერეზო ოსაკას მაისურით 125 შეხვედრა ჩაატარა და გაიტანა 55 გოლი.იაპონელი ამ კლუბში 2006 წლიდან 2010 წლამდე ირიცხებოდა,შემდეგ კი გერმანურ კლუბ დორტმუნდის ბორუსიაში გადავიდა,საიდანაც უკვე მანჩესტერში ამოჰყო თავი.

მანჩესტერ იუნაიტედი ცერეზო ოსაკას 26 ივლისს დაუპირისპირდება ნაგაის სახელობის სტადიონზე,რომელიც 50 000 ადამიანს იტევს.2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე სწორედ ამ სტადიონზე ინგლისის ნაკრები ნიგერიის ნაკრებს დაუპირისპირდა.

ამ შეხვედრამდე კი იუნაიტედი იოკაჰამას დაუპირისპირდება 23 ივლისს და ასევე იუნაიტედს მატჩები ექნება ჰონგ-კონგსა და სიდნეიში,საიდანაც მანჩესტერ იუნაიტედი იწყებს საზაფხულო ტურნეს. 20 ივლისს მანჩესტერ იუნაიტედი სიდნეიში ითამაშებს.ხოლო ტურნეზე ბოლო გასამართი შეხვედრა იქნება ჰონგ-კონგში,რომელიც 29 ივლისს გაიმართება.

დევიდ გილმა კი განაცხადა,რომ იაპონელი ფანები მათ სულმოუთმენლად ელიან,რადგანაც იაპონიაში ტურნე მანჩესტერ იუნაიტედს 20 წლის წინ ჰქონდა.

წყარო:dailymail.co.uk
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: buka oboladze
7 თებერვალი 2013 23:32
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ვაა სიდნეიში თამაში ჩემს დაბდღეს ემთხვევა
0
№12
ავტორი: Esi
8 თებერვალი 2013 10:16
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
vaaa sagol kaia mobiluri versia:D
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top