თბილისი:
მანჩესტერი:
26-03-2018, 22:11
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2571,
კომენტარები: 16
პოგბა რჩება
ფრანგი ნახევარმცველი "იუნაიტედს" არ დატოვებს.
პოგბა რჩება
ფრანგი ფეხბურთელის შესახებ ცნობებს მისი მშობლიური ქვეყნის პრესაც აქტიურად ავრცელებს. ბოლოდროინდელი ცნობებით, პოგბასა და "იუნაიტედის" დამრიგებელ ჟოზე მოურინიოს შორის, ურთიერთობა ბოლომდე არ დალაგებულა და მცირე უთანხმოებას ადგილი ჯერ კიდევ აქვს.

თუმცა ფრანგული პრესის ფურცლებს თუ დავუჯერებთ, პოგბას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და ის "იუნაიტედიდან" წასვლას არ გეგმავს. იუწყება - Téléfoot. ასე, რომ მინიმუმ ერთი სეზონი, პოლ პოგბა "წითელი ეშმაკების" ღირსებას კიდევ დაიცავს.

პოლ პოგბა "იუნაიტედში" იტალიური კლუბიდან დაბრუნდა. მოგეხსენებათ ნახევარმცველი სწორედ "წითლების აკადემიიდან გადაბარგდა "ბებერი ქალბატონის" რიგებში.

"ოლდ ტრაფორდის" მესვეურებმა 24 წლის ფრანგში კოლოსალური თანხა 105 მილიონი ევრო გადაიხადეს რის შედეგადაც, "იუნაიტედის" ამჟამინდელ 6 ნომერმა გუნდთან 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.


წყარო: ukrainefootball
ახალი ამბები
16 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
27 მარტი 2018 11:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ვსიო მაშინ, ხვალ დაწერენ მიდისო რა პრობლემაა wink
0
№12
ავტორი: gache1991
27 მარტი 2018 11:23
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
დღევანდელი სიტუაციით ასე ჯობია დააყენოს სუონსისთან 4-2-1-3 მატიჩი ერერა ცენტრში ზემოთ პოგბა კრაიზე რეშფორდი სანჩესი და წინ ლუკაკუ..ძაან უცნაური გუნდი ვართ რო ვუკვირდები.ამხელა ფულის ისტორიის ტრადიციის და ტიტულების გუნდი ვართ პარადოქსი
მარჯვენა მცველი გუნდში არ გვყავს ფაქტიურად(არც ვალენსია არც იანგი მარჯვენა მცველები წესით ხო არ არიან) გვყავს 5-6 კაცი მარცხენა მცველად დასაყენებელი მარა არცერთი ნორმალური არაა. სეზონის საუკეთესო მოთამაშე მკვდარი ზამენა გახდა.. არ გვყავს სუფთა ვინგერი არცერთ კრაიზე :)) გვყავს 10იანი მატას სახით მარა ამ გუნდში ყოფნის არც ისე პატარა პერიოდში ალბათ ორი თამაში არ უთამაშია მაგ პოზიციაზე:) :)) და გვყავს ერთადერთი ტიპიური ცხრიანი რომელიც რო დაიმტვრეს დარწმუნებული ვარ ძაან ვიწვალებთ ისედაც ამ უფანტაზიო შეტევით

მე რო მკითხოს კაცმა მოურინიოს დიდ ფულს არ გამოუყოფდი ტრანსფერებზე.ეხლა რო ამას 300 ლიმონი მიცე ხალხს დაიმატებს მარტო.უნდა მიცე ესე 100 და უთხრა ეს ზედმეტი ხალხი გაუშვიო:) დარმიანი ბლინდი სმოლინგი როხო(აღარ გაყუდიან გაუხანგრძლივეს) მაშინ ჯონსი(ტო ლინდელოფს მეტი შანსი მიეცეს, ფელაინი კერიკი ისედაც მიდიან,პერეირა,ის ჯონსტონი მეკატე ასტონ ვილაში,შოუ ეგენი ყველა უნდა გაყიდო და ზედმეტი ხალხისგან გაიწმინდოს..მერე ვინუჟდენიც გახდება რო ხალხი იყიდოს და ხალხის ყიდვა ამას არ ეშლება
2
№13
ავტორი: gela-manchesteri777
27 მარტი 2018 12:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
ეს დარჩეს ჩმოუ წავიდეს დროზე
0
№14
ავტორი: VALERI.s
27 მარტი 2018 15:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
ტაქტიკა გვაქვს უბანძესი. არაა ფეხბურთელებზე მორგებული.პოგბას ადგილი არაა მაგ ტაქტიკაში. 4-3-3 არის იდეალური და საერთოდაც დიდ პატივს ვცემ მაგ ტაქტიკას კარგად ბალანსდებიან ფეხბურთელები.
0
№15
ავტორი: dzia_David
27 მარტი 2018 15:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
პიკეს ისტორია წაიკითხეთ ? როი კინზე და თავის სადებიუტო მატჩზე რო ყვება? :D :DDD
0
№16
ავტორი: Phil Jones
28 მარტი 2018 01:53
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ციტატა: VALERI.s
ტაქტიკა გვაქვს უბანძესი. არაა ფეხბურთელებზე მორგებული.პოგბას ადგილი არაა მაგ ტაქტიკაში. 4-3-3 არის იდეალური და საერთოდაც დიდ პატივს ვცემ მაგ ტაქტიკას კარგად ბალანსდებიან ფეხბურთელები.

გეთანმები იმაში რომ ტაქტიკა უბანძესია და რელურად გაურკვეველიც, მაგრამ 4-3-3 მეზიზღება, მე მომეატრა 4-4-2. 2თავდამსხმელი, 2 ვინგერი რომელსაც ფლანგებზე მცველები ეხმარებიან და 2 საყრდენი ერთი ტიპიური და მეორე ე.წ. ბოქს თუ ბოქსი და ამ ყველაფერს ფერგის ჟიმჟიმი და ეგაა...
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top