თბილისი:
მანჩესტერი:
25-03-2018, 19:42
ავტორი: gache1991,
ნანახია: 2194,
კომენტარები: 11
დიდი ცვლილებები დაცვის ხაზში
მოურინიო დაცვის გაძლიერებას გეგმავს.
დიდი ცვლილებები დაცვის ხაზში
ინგლისური "პრემიერ ლიგის" ეგიდით ჩატარებულ 30 მატჩში "იუნაიტედმა" "სიტის" შემდეგ ყველაზე ცოტა, ოცდასამი გოლი მიიღო საკუთარ კარში, მაგრამ პრობლემები დაცვის ხაზში აშკარა და თვალშისაცემია.

სხვადასხვა დროს მიღებული ტრამვების გამო, გუნდს გარკვეული პერიოდით აკლდებოდნენ როგორც მარკოს როხო, ერიკ ბაილი და ფილ ჯონსი, რომელიც ახლაც ლაზარეთში რჩება.

"განსაკუთრებულმა" "სევილიასთან მარცხამდეც განაცხადა, რომ კლუბი ზაფხულში ნახევარმცველების გარდა მცველების შეძენასაც ეცდებოდა. თუ აქამდე წასვლის პირველ პრეტენდენტებად ფლანგელები, ლუკ შოუ და მატეო დარმიანი ითვლებოდნენ, პრესა აქტიურად წერს კრის სმოლინგისა და ფილ ჯონსის მომავალზე, მათი საკუთარი გუნდის რიგებში ხილვა არსენ ვენგერს ( "არსენალი" ) და სემ ელარდაისს ( "ევერტონი" ) სურთ.

სხვა და სხვა ფეზბურთელების გვარები სახელდება პოტენციურ ახალწვეულებშიც, თუ აქამდე ტობი ალდერვეირელდისა და რაფაელ ვარანის კანდიდატურები ყველაზე პოპულარულად ითვლებოდა, ბრიტანული "the sun"- ის ვერსიით მანჩესტერული გუნდები ჯერომ ბოატენგის შეძენით არიან დაინტერესებული, რომელიც თავის მხრივ კლუბშიც და ნაკრებშიც მატს ჰუმელსის მეწყვილეა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის დასაცავად ემზადება.


წყარო : www.thesun.co.uk
ჭორები
11 კომენტარი
№11
ავტორი: dybbuk
26 მარტი 2018 21:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1529
ციტატა: Phil Jones
ჯონსს ნუ მილანძღავთ, მარტო ეგაა დასატოვებელი. ))

ეგ და ბრაუნია კიდე დასაბრუნებელი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top