თბილისი:
მანჩესტერი:
17-03-2018, 00:04
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2163,
კომენტარები: 20
როხომ გაახანგრძლივა
არგენტინელმა ახალ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა.
როხომ გაახანგრძლივა
"იუნაიტედის" ცენტრალურ მცველმა მარკოს როხომ, კლუბთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება გადაწყვიტა. კლუბმა თავის მხრივ გამოთქვა სურვილი ფეხბურთელის "ოლდ ტრაფორდზე" დარჩენის.

როხოს კონტრაქტი, 2021 წლის ივნისამდეა გათვლილი. ხელშეკრულება ასევე მოიცავს ქვეპუნქტს რომლის თანახმადაც, ვადის ამოწურვის შემდეგ, კონტრაქტის ერთი წლით გაგრძელების შესაძლებლობას გულისხმობს.

ფეხბურთელს შეძენის მსურველი კლუბები მრავლად ჰყავდა. მისი გადაბირებით ყველაზე მეტად ფრანგული გრანდი "პარი სენ ჟერმენი" იყო დაინტერესებული.

27 წლის მცველი კლუბმა 2014 წელს პორტუგალიური "სპორტინგიდან" შეიძინა. გასულ სეზონში ევროპა ლიგაზე მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ, მარკოსი გუნდის შემადგენლობაში კვლავ დაბრუნდა თუმცა, ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება ჯერკიდევ ვერ შეძლო.



წყარო: euro-football
ახალი ამბები
20 კომენტარი
№11
ავტორი: gache1991
17 მარტი 2018 23:37
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
რა მაინტერესებს:)) ბატონი დიმიტრი ობოლაძე მარტო მე მაღიზიქნებს??მითუმეტეს ყველამ რო ვიცით მანჩესტერის ბალეშიკია.დავიღალე უკვე ამდენი ლანძღვით და გინებით გავიგეთ და ყვეამ ვიცით რო წავაგეთ და არ უნდა წაგვეგო და მთელი ტაიმი ამაზე ილაპარაკოს..ხო ამის გარდა გრობი არა ჩემხელა სს აწერია ზურგზე გროსსსსსსს
0
№12
ავტორი: gache1991
18 მარტი 2018 00:33
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
თამაშს არავინ უყურებს?თუ პროტესტის ნიშნად არი ესეთი სიჩუმე:)) მორიგი არასანახაობრივი თამაში მარა 2:0. მატიჩის გოლს პლიუს ასისტი.ბრაიტონი გავიარეთ. მშრალი კარი და ვნახოთ ნახევარფინალში ვინ შეგვხვდება

და არ შეილება ლუკაკუს შრომა არ დააფასოს ადამიანმა.91 წუთზე როცა თამაში დამთავრებული და მოგებულია ამ თოვლში და ქარში არავის რო არაფრის მუღამი არ აქ ეს კაცი მარცხენა მცველის პოზიციამდე მოყვება იანგის კაცს..ძალიან კაი ბიჭია და რამდენსაც ეს შრომობს და იბრძვის შედეგი აუცილებლად ექნება
0
№13
ავტორი: Svanchester
18 მარტი 2018 00:41
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
მორიგი არასანახაობრივი ფეხბურთი. შედეგზე ორიენტირებული გუნდი და 2-0. ჩვენზე ბევრად სუსტი გუნდი დავამარცხეთ. ორი გოლი გავიტანეთ თუმცა, არა რაიმე კომბინაციით, არამედ საჰაერო ჩაწოდებებით, ალბათ ჩვენი ერთ ერთი მთავარი კოზირი ესაა რაც შეიძლება მეტი უნდა ვაწოდოთ და ვაწოდოთ, გუნდი მთელ დროს ვარჯიშზე ალბათ სწორედ სტანდარტულებს უთმობს. მაკტომინეის ქებამ არ აწყინოს, ქონდა მთელი რიგი შეცდომები, თუმცა არა დამღუპველი. განსაკუთრებით ვერავის შევქებ, ლუკაკუ როგორც ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა. მარსიალისგან მეტს მოველოდი. ყველა ვარიანტში მაინც სასიამოვნოა იუნაიტედის გამარჯვება და მშრალად შენახული კარი.
0
№14
ავტორი: Lalana
18 მარტი 2018 01:02
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
როდესაც სევილიასთან წავაგეთ ვთქვი ჩემთვის სეზონი დამთავრდა-თქო და ახლაც ასეა,მაგრამ მაინც არ შემიძლია და ვადევნებ გუნდის თამაშებს თვალს.დღევანდელი თამაში არ იყო სანახაობრივი,მითუმეტეს მეორე ტაიმის მეორე ნახევარში საერთოდ აიჭრნენ და ბურთს წესიერად ვერ ათამაშებდნენ,არა და მაგ მომენტში როდესაც ერთით ნოლს იგებ და ბურთს წესიერად ვერ ათამაშებ ნამდვილად ცუდია.ცალკე ობოლაძის უაზრო საუბრის მოსმენა იყო ტანჯვა.იყო რამოდენიმე დასამახსოვრებელი მომენტი,მაგრამ საკმაოდ მცირედით.შემდეგ ეტაპზე გავედით,მაგრამ ჯერ ადრეა ამ თასზე საუბარი,რადგან ნამდვილად არ შემორჩნენ ცუდი გუნდები და ჯერ წინ არის ყველაფერი.შეცდომები ძალიან ბევრია,პოზიციური შეცდომებიდან დაწყებული კომბინაციური თამაშIთ დამთავრებული.აი ამ დაცვას რომ ვუყურებდი თუნდაც დღეს მიკვირს როგორ ვახერხებთ მშრალად ჩავატაროთ მატჩები.

და კიდევ ერთ რამეს დავამატებდი,აი ის იყო გულშემატკივრობა რასაც დღეს ვისმენდით.
0
№15
ავტორი: JuanMata
18 მარტი 2018 01:21
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
მგონი ჟოზეს თვითონ უნდა რომ გააგდონ, სამშაბათის მერე ისეთებს ამბობს, ყველაზ თავგადაკლულ ლივერპულის გულშემატკივარსაც კი არ მოუვიდოდა თავში.

გადაუარა ვაფშე გუნდს და ფეხბურთელებს. ყველა გალანძღა, ერთი მატიჩი შეაქო.
0
№16
ავტორი: Buk777
18 მარტი 2018 03:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 649
ციტატა: Shota Blues
კარგია! ისეთი ხალხი გვჭირდება ვისაც ნამდვილად სურს იუნაიტედში თამაში

ციტატა: giorgisamnidze99
vinnc mous mimart ara dadebitad ganwyobilia vityvi erts ....ar dagvaviwydes sad viyavit da sad vart exa romels gaxsovt meore adgili bolo 5 wlis ganmavlobashi eplshi romels gaxsovt ? romels gaxsovt fergisonis mere gundi gayvanili jgufidan ertaderti es ki moiesma shezlo mara fergi axali wasuli iyo da amas moies ver mivawer .. movida van gali da ra qna gundi dazira 6 adgili prosta pazor adroves meore sezonic da arc araferi gundi rasac qvia daaduga misi princip kanonebit rasac qvia emius klasi ver gvachvena veravin ... da shinaganadac vgrznobdi ro moumde veravin ver miagwevda warmatebas movida mourinio da cota davshviddi .... ki misi minusebic aqvs da pliusebic am kacs ise shulia nebismier gunds gadauketos tamashi ro ver gvardi ver anche verc haikesi da verc veravin ver shezlebs modi vapatiot yvelam erti marcxi da gamotishva ligidan chven xo yvela ertat unda viyot chven xo vicit ras nishnavs manchesteris qomagoba <3 <3 winnn gmuuuuuuuuu midi mou meore sezoni aawioke kargi transferebi gaushvi darmiani gaushvi blindi gaushvi iangi moiyvane kargi chamoyalibebuli ferxburtelebi magalitad naigolarinaxevar dacvashi shetavashi ibra ro wava moiyvane beniaderi magari simpatiebi gamichina mag adamianma martla patara saqme araaa is rac gaketa aigo david degeas kari
getanxmebi 100% xar mec mag azrze var
0
№17
ავტორი: Dato kutaisi
18 მარტი 2018 09:30
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
გუნდის თამაშის შესაფასებლად ასეთი ამინდი და მოედანი სხვა დროს არაა სწორი მაგრამ არაფრით განსხვავებული არ იყო ეს თანაში სხვებისგან ამიტომაც ვიტყვი მორიგი უღიმღამო თამაში და ეტაპის დაძლევა.მატა მარსიალის მომენტი ერთადერთი დასამახსოვრებელი რაც ამ თამაშში იყო.აი ვერ ვხვდები რატო არ ვთამაშობთ ასე ცენტრიდან შეტევას.კაი დავუშვათ მოუ ავალებს სხვას მაგრამ ასეთ შემთხვევაში მაშინ ეს კომბინაცია ბარსა სიტის სტილში რატო გაითამაშეს?მწვრთნელს გადაახტნენ?არა.პასუხი სხვა რამეა.ჩვენი მთავარი პრობლემა არის დაცვა.უდირკესი დაცვა.მშრალი თამაშები მხოლოდ საყრდენი ნახევარმცველებისა და დეხეას კისერზეა.როცა დაცვა არ ვარგა იძულებულია საყრდენები უკან ჩაიწიონ და შესაბამისად ზენოთ ამტანი აღარავინაა.სანჩესის ის მომწონს რომ ბურთს როცა მიიღებს ათრევს ბურთს და სრულებით არ მუშაობს გოლზე.ვერც იმუშავებს პრინციპში ეს ბურთი ვიღაცამ ხო უნდა ამოიტანოს შესაბამისად ეფექტური აღარ გამოდის მისი თამაში მაგრამ ლუკაკუსავით არავინ ხედავს მის შრომას.წინ თუ ბურთის ამტავი ნახევარდაცვა გეყოლება სანშესიც მარსიალიც რეშიც და ლუკაკუც 10 გამწვავებიდან 2-3 გაიტანენ.მაგრამ ახლა რა სიტუაცია გვაქ ყველამ უკან უნდა ირბინოს ვაკენსიას სმოლინგის და იანგ შოუს ნაბოთავების დასაზღვევად.ამასობაში კი გაცდა 2-3 კაცი მოუწია მარსიალსაც ლუკაკუსაც რეშსაც უკან დაწევა და დავდეგით ჩვენს ნახევარზე ამიტომაა რო ვთამაშობთ უკან დაწეული.მოკლედ ბაის გარდა ყველა გასაშვებია და დაცვაა მოსაყვანი სწრაფი ფლანგების რომლებიც შეტევაში გაამწვავებენ და უკან სწრაფად ჩამოვლენ
0
№18
ავტორი: gache1991
18 მარტი 2018 11:35
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
დავით შენი აზრი მაინტერესებს:)აბსოლიტურად გეთანხმები რო დაცვა თავის ფლანგებიანად შეტევაშიც და დაცვაშიც ყველაზე სუსტი რგოლია და მატიჩი დეხეა არიან მიზეზი ამდენი მშრალი თამაშის და ცოტა გაშვებული გოლის მაგრამ..ავიღოთ ლივერპული,რომელსაც უკანა ხაზში ვანდეიკის გარდა ყველა სუსტი ყავს,არაფრის მომცემი არც ჩანი არც მილნერი არც ჰენდერსონი არც ვეინალდუმი,და ეს მარტო ჩემი აზრი არ არი ამ აზრზეა მთელი ლივერპულის ბალეშიკები.როგორ ახერხებს ეგ გუნდი უპანიკოდ თავის დაცვას ჩვენგან განსხვავებით,ჩვენ გაუტანეთ ორი გოლი მარა ეგ ხო ინდივიდუალუტი გოლები იყო,ანუ გუნდი სისტემურად არ ჩავარდნილა.ანუ რეალურად ჩვენზე ძლიერი წინა სამეულის გარდა არ ყავთ არავინ მარა მაინც სხვანაირად თამაშობენ.მე ვერ დავიჯერებ რო მოურინიო ეუბნება სანჩესს ბურთი 50ჯერ დაკარგეო,პოგბას ეუბნებოდეს 91 წუთზე ორ მეტრიანი პასი არ გააკეთოო,შოუს არ ეტყოდა დარწმუნებული ვარ წონაში მოიმატეო,ბაილი კი ვიძახით კაიაო მარა ხანდახან მგონია რო აკლია,რატო ნასოკობს ხოლმე და კრუნჩხვებში რატო ვარდება ხოლმე არ მესმის.ფლანგის მცველებს გაიქეცი და ისე ჩაწოდება არ შეილებაო ეგ მოურინიომ უთხრა?მე არ ვამართლებ მაგ კაცს მარა ფაქტია ამ ფეცბურთელებს ბევრი მინუსი აქვთ ხასიათში ხარისხში და რავიცი კიდე.ეგ მატა მარსიალის მომენტი მართლა კაი იყო რატო მანამდე არ გააკეთეს?ან მის მერე?ან თუ მოურინიომ უთხრა არ გააკეთოთო მაშინ საერთოდ რატო ქნეს,ფეხბურთი ხო რაგბი არაა,მე მითამაშია და იქ არი ყველა შეტევა წინასწარ გათვლილი და განსაზღვრულია იმიტო რო შეტევის დაწყების წინ შენი პერსონალური მეურვე შენგან 15-20 მეტრში დგას,და აქ ხო მაგდენი პაუზა დრო არ გაქ ანუ წამებში იღებ გადაწყვეტილებას მაგ დროს ვის ახსოვს ვინ რა დაგავალა ეძებ ცარიელ შენიანს და პასს უკეთებ ან ხედავ დასარტყმელს და ურტყავ

აქ ბევრმა მიაქცია ჩემ კომენტარს ყურადღება რადგან მოურინიოს და გუნდს არ ვაგინე და არ ვთქვი რო თამაშის ყურებას არ ვაპირებთქო და ეგეთები:)და არ მინდა კიდე მოურინიოს დამცველი ვეგონო ვინმეს.უბრალოდ ვამბობ რო წავა მოურინიო და ამ გუნდის თამაშში ბევრი არაფერი შეიცვლება,სანამ ვალენსია სწორ ხაზოვანია,სანამ ბაილი უცებ ნასოკით გამოდის ან მავაშიგერით მოიგერიებს როცა მარტოა,სანამ სმოლინგი ელემენტარილად ბურთთან კონტაქტს არ ისწავლის,სანამ შოუ არ გახდება,სანამ მაკტომინეი გამოცდილებას მიიღებს და კლევერლის გზას არ დაადგება,სანამ მარსიალი ღიმილს ისწავლის და მჟავე სახით არ ივლის,სანამ პოგბა არ მიხვდება რო ყველაფერი ეს პოპულარობა პრიჩოსკები ფული და ყველაფერმა ამ ფეხბურთმა და გუნდმა მიცა და ამის დაფასებას არ ისწავლის და ასე შემდეგ.რეალურად ამ სეზონში მე პირადად 3 კაცის თამაში ვნახე რასაც ქვია ყველა გუნდს რო მოუხდებოდა,დეხეა .მატიჩი და ბევრს გაუკვირდება მარა ლუკაკუ,ბიჭი რომელიც ვინც არ უნახავს გადაახვიოს და ნახოს 91 წუთზე მოგებულ თამაშში მარცხენა მცველის პოზიციაზე როგორ მიზდევს ეს 100 კილოანი კაცი თოვლში და ყინვაში,ყველამ ვიცით რო ლუკაკუ არაა არც კიჭა რონალდო არც სუარესი ლევანდოვსკი და ასე შემდეგ მარა ეგ ბიჭი შეუცვლელად უზამენოდ თითოეულ თამაშში ბოლო წამამდე იხარჯება და დასაფასებელია
0
№19
ავტორი: stepno
18 მარტი 2018 20:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ესე როდემდე უნდა გავაგრძელოთ არ მესმის. ტრანსფერები გაკეთდა სანჩესი ვიყიდეთ და რაა საცოდავი თამაშის მეტი არაფერი არ შეგვრჩა. რატოო?? რისი ბრალიაა? უბრალოდ ბევრი იძახის აქ რომ მოურინიო მოურინიო და კიდევ მოურინიო მაგრამ იმას არ იძახიან რომ შემადგენლობიდან ნახევარზე მეტს ნორმალური დრიბლინგი არ ააქვს პასი არ იცის რა ხილია და სირბილზე არაფერს ვამბობ მოედანზე სეირნობენ. ეს ყველაფერი ჟოზეს ბრალი არაა. დარწმუნებული ვარ ახალ გუნდს ააშენებს მოუ და ზაფხულში ბევრი ფეხბურთელი დაგვტოვებს. ფელაინზე ღადაობენ და ეგრე გულით ერთი ორი ფეხბურთელი თუ თამაშობს და თუ იბრძვის. სასწრაფოდ გასაშვებია თითქმის მთელი დაცვაა: სმოლინგი,ბლინდი,შოუ,როხო,ჯონსი, დარმიანი,ლინდელოფი. ნაგავი ჩეულებრივი ნაგავი რომლებსაც არ ესაქმებად არაფერი მანჩესერში. ნახევარდაცვაში რო აგიძახიან ერერა ერერაო რა ვერ გავიგეთ რომ ერერებით ვერაფერს ვერ მივაღწევთ გასაშვებია ერერა, მატა(რომელიც მაგარი კლასნი იყოო მაგრამ ნამდვილად არ მჯერა რომ კიდევ დაიბრუნებს ფორმას) პოლ პოგბა!!!( მოედანზე სეირნობა მეც შემიძლია და 1000 ში ერთხელ კარგად თამაში) კერიკი ისედაც მიდის.
11 კაცი,რომელიც მე ჩამოვთვალე არანაირად არ შეესაბამენა მანჩესტერის დონეს და სანამ არ გაასუფტავებენ გუნდს მანამდე არაფერი არ გვეშველება გინდა 2 კლოპი და 2 გვარდიოლა ერთად მოვიდნენ სათავეში.
0
№20
ავტორი: marcoz rojo
22 მარტი 2018 23:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
როხო მნიშვნელოვანი ფეხბურთელია კარგია რომ გაახანძგლივა

როხო მნიშვნელოვანი ფეხბურთელია კარგია რომ გაახანძგლივა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top