თბილისი:
მანჩესტერი:
3-03-2018, 15:53
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1989,
კომენტარები: 20
მატა მოტივაციას არ კარგავს
ესპანელ ფეხბურთელს სეზონის წარმატებით დასრულება და პრემიერ ლიგის მოგება სურს.
მატა მოტივაციას არ კარგავს
ინგლისის ჩემპიონატს "მანჩესტერ სიტი" ერთპიროვნულად ლიდერობს. მეორეადგილოსან "იუნაიტედთან" სხვაობა კი 16 ქულას შეადგენს. გვარდიოლას გუნდის უპირატესობა მართლაც, რომ დიდია. თუმცა სხვა სიტუაციაა "წითლების" ბანაკში მოტივაციის თვალსაზრისით.

ჟოზე მოურინიოს ესპანელი შეგირდი ხუან მატა პრემიერ ლიგის მოგების იმედს არ კარგავს და აცხადებს, რომ "იუნაიტედი" საჩემპიონო ბრძოლაში ბოლომდე დაიხარჯება, მანამ სანამ ამის მათემატიკური შანსი იარსებებს.

"ჩვენ ინგლისის ჩემპიონატში პირველ ადგილზე გასვლა გვსურს. ჩვენი მთავარი მიზანი თითოეულ ჩასატარებელ მატჩში გამარჯვების მიღწევა იქნება, ხოლო მაისში უკვე შევხედავთ, თუ რომელ ადგილზე ვიქნებით ამ შემთხვევაში. ჩვენი მოტივაცია ასეთია, ჩვენ ეს მოტივაცია მწვრთნელმა შთაგვაგონა.

"იუნაიტედი" იმედს არ კარგავს, ჩვენ ქულების მაქსიმუმის გამომუშავებას შევეცდებით. "ჩელსისთან" მატჩმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არასდროს ვნებდებით. ეს შეხვედრა უკვე წარსულია, მომავალი კი "კრისტალ პალასია" სადაც გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ".
- ციტირებს Sky Sports.

წყარო: euro-football
ინტერვიუები
20 კომენტარი
№11
ავტორი: Svanchester
3 მარტი 2018 22:26
  • სიახლეები: 2779
  • კომენტარები: 3861
ციტატა: gache1991
+9999 სვანი :))

გაიხარე გაჩე
0
№12
ავტორი: Best-7
3 მარტი 2018 22:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
ჩატი მაგარი იქნება უფრო მეტი აქტიურობაც იქნება ჩემიაზრით
0
№13
ავტორი: kantona-7
3 მარტი 2018 23:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
Svani გენაცვალე ძმა მართალიხარ ძაან პასიურობს სასტავი კომენტარებით და ყველამ როიაქტიურონ ვინც ამგუნდს გულშემატკივრობს ძალიან კარგი იქნება... ჩატს რაცშეეხება ადრეც დავწერე მაგრამ ადმინისთვის არმიმიწერია და იმედია დაამატებენ ჩატს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№14
ავტორი: gache1991
3 მარტი 2018 23:05
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ცოტა მოკლედ დავწერე და ვრცლად ვიტყვი:)) ეს საიტი ბევრის მსგავსად ჩემთვისაც ყველაზე მთავარია დილას ტელეფონს რო ვიღებ ჯერ აქ ვნახულობ რა ხდება და მერე სხვა დანარჩენს.სიახლეები და აქტიურიბა და ბევრი საღი აზრი და აზრიანი კრიტიკაც თუ იქნება მაგას არაფერი აჯობებს,ერთი მიზეზით ვართ ყველა აქ მარა ზოგი სხვანაირად უყურებს რაღაცას ზოგი სხვანაირად..არავის პირადად არ ვიცნობ და ესე პირადად რადგან ვერ ვეუბნები მაგიტო ვწერ იმას რასაც ეხლა ვიტყვი: მადლობა სვანის და როხოდიაბლოს იმისთვის რასაც აკეთებენ, მე პირადად სანამ ერთი სტატია მაინც არ დავწერე მანამდე კარგად ვერ ვზვდებოდი რამდენი დრო ფიქრი და ასე შემდეგ ჭირდებოდა იმ ყველაფრის გაკეთებას რისთვისაც მერე ჩვენ გვიყვარს ეს საიტი.:) მემგონი ჩამოვაყალიბე:)) ჩემი დიიიდი პატივისცემა და გვერდში დგომა ყველა კაი იდეას და აზრს:))და ამ ხალხის შრომას.
0
№15
ავტორი: Svanchester
3 მარტი 2018 23:27

შემოგევლე გაჩე ჯიგარი კაცი ხარ ძმაო.

ციტატა: kantona-7
Svani გენაცვალე ძმა მართალიხარ ძაან პასიურობს სასტავი კომენტარებით და ყველამ როიაქტიურონ ვინც ამგუნდს გულშემატკივრობს ძალიან კარგი იქნება... ჩატს რაცშეეხება ადრეც დავწერე მაგრამ ადმინისთვის არმიმიწერია და იმედია დაამატებენ ჩატს

ასევე ძმაო გაიხარე.
0
№16
ავტორი: D.Berbatov 9
3 მარტი 2018 23:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
ციტატა: Svani
გაუმარჯოს!!! ყველას მოგესალმებით, ერთი რაღაც მინდა გითხრათ ამ საიტის მომხმარებლებს. რამოდენიმე დღის წინ ფეისბუქზე წავიკითხე ჩვენი გუნდის საიტის ფორუმზე, რომ ამ საიტზე სიჩუმაე, ხალხი არ აქტიურობს საკუთარ აზრს არ გამოთქვამს და ამის სიმცირეა. რაღაც მომენტში ვეთანხმები ამ კომენტარის ავტორს, არ ვიცი ვინ დაწერა შეიძლება აქ იყო, მართალი ხარ ძმაო, კომენტარებში რასაც ვხედავ სულ ერთი და იგივე სასტავი აქტიურობს. მე არ ვიძახი იმას რომ ჰალასავით გლეჯვა იყოს კომენტარების აქ, უბრალოდ ადმინისტრაცია მაქსიმალურად ცდილობს სიახლეები არ მოგაკლდეთ. მოდით ესე ვიტყვი, რომ არ დავაძინოთ ეს საიტი. ვიაქტიუროთ ვინც ვერ აქტიურობთ იმ ხალხისიც მესმის დრო არ გაქვთ ალბათ, ეს გასაგებია მაგრამ მაინც ვეცადოთ აქტიურობას და საკუთარი აზრის დაფიქსირებას. და რაც მთავარია მოერიდეთ ამ უხამს სიტყვების ძახილს საიტზე. საიტს აქვს თავისი წესები და დისციპლინა და ყველამ გავითვალისწინოთ. ყველას დიდი მადლობა ვინც აქტიურად ხართ ჩართული საიტის მუშაობაში. მწერლებს, ადმინებს, მომხმარებლებს. ეს საიტი ჩემი ცხოვრების ყოველდღიური ნაწილი გახდა. მაქსიმალურად ვცდილობ თავისუფალი დრო ყოველდღე დავუთმო საიტს. დიდება "მანჩესტერ იუნაიტედს"!!! GGMU

დიდი ხანია ამ საიტზე შემოვდივარ, სტატიებს ყველას ვეცნობი კომენტარებსაც ვკითხულობ. ყველანი ძალიან კარგები ხართ და მადლობა ყველაფრისთვის. მე ვამაყობ მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივარი, რომ ვარ , ვამაყობ კლუბის ისტორიის, ფეხბურთელების, მწვრთნელების, გულშემატკივრების გამო. რა არის იცით ? ტიტულები ძალიან მაგარია მაგრამ იმ შეგრძნებას რა შეცვლის, რომ მე ისეთ გუნდს ვგულშემატკივრობ სადაც თამაშობდნენ ბექემი,კანტონა,როი კინი,სქოულზი,გარი ნევილი, გიგზი და რომელი ერთი ჩამოვთვალო? ამ სულისკვეთებას ვერანაირი ტიტულები და ვერანაირი 12 ჩემპიონთა ლიგის მოგება ვერ შეცვლის.
GGMU !!!
0
№17
ავტორი: bziki
4 მარტი 2018 08:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ეს სეზონი გადაგორდეს :)ბოლო სატრანსფერო სეზონიღა რჩება ჟოზეს იაქტიურებენ უეჭველი,ბევრად გამართული გუნდი დავდგებით სადაც ლიდერი პოგბა აღარ იქნება,ნელ ნელა დავბრუნდებით
0
№18
ავტორი: shotkin
4 მარტი 2018 10:33
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ესეთი გულუბრყვილობაც არ შეიძლება მატა რასაც ამბობს , ცოტა სიდებილეში გადადის ყველამ იცის რო წელს სიტია ჩემპიონი და არანაირი ლოგიკური შანსიც კი არ აქ არავის.
0
№19
ავტორი: Methadon
4 მარტი 2018 11:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 319
მატა მაგარი კაცია. იმედია ჩვენთან დარჩება.
0
№20
ავტორი: kobinio
5 მარტი 2018 15:55
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: Svani
ციტატა: kobinio
ციტატა: Svani
გაუმარჯოს!!! ყველას მოგესალმებით, ერთი რაღაც მინდა გითხრათ ამ საიტის მომხმარებლებს. რამოდენიმე დღის წინ ფეისბუქზე წავიკითხე ჩვენი გუნდის საიტის ფორუმზე, რომ ამ საიტზე სიჩუმაე, ხალხი არ აქტიურობს საკუთარ აზრს არ გამოთქვამს და ამის სიმცირეა. რაღაც მომენტში ვეთანხმები ამ კომენტარის ავტორს, არ ვიცი ვინ დაწერა შეიძლება აქ იყო, მართალი ხარ ძმაო, კომენტარებში რასაც ვხედავ სულ ერთი და იგივე სასტავი აქტიურობს. მე არ ვიძახი იმას რომ ჰალასავით გლეჯვა იყოს კომენტარების აქ, უბრალოდ ადმინისტრაცია მაქსიმალურად ცდილობს სიახლეები არ მოგაკლდეთ. მოდით ესე ვიტყვი, რომ არ დავაძინოთ ეს საიტი. ვიაქტიუროთ ვინც ვერ აქტიურობთ იმ ხალხისიც მესმის დრო არ გაქვთ ალბათ, ეს გასაგებია მაგრამ მაინც ვეცადოთ აქტიურობას და საკუთარი აზრის დაფიქსირებას. და რაც მთავარია მოერიდეთ ამ უხამს სიტყვების ძახილს საიტზე. საიტს აქვს თავისი წესები და დისციპლინა და ყველამ გავითვალისწინოთ. ყველას დიდი მადლობა ვინც აქტიურად ხართ ჩართული საიტის მუშაობაში. მწერლებს, ადმინებს, მომხმარებლებს. ეს საიტი ჩემი ცხოვრების ყოველდღიური ნაწილი გახდა. მაქსიმალურად ვცდილობ თავისუფალი დრო ყოველდღე დავუთმო საიტს. დიდება "მანჩესტერ იუნაიტედს"!!! GGMU

ჩატის ამბავს თუ მოაგვარებ მუხბე მაგარ საქმეს გააკეთებ

ჩატი იყო ადრე მუხბე აქ, მაგრამ არ გაამართლაო და ამოიღეს.

ტრანსლაციის დროს მაგარია ,ემოციების დახარჯვა გაასწორებდა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top