თბილისი:
მანჩესტერი:
2-03-2018, 21:14
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2461,
კომენტარები: 15
ევროტურნირების წესებში ცვლილებებია
UEFA-მ ცვლილებები შეიტანა.
ევროტურნირების წესებში ცვლილებებია
UEFA-მ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის წესებში ცვლილებები შეიტანა.

ახალი წესების თანახმად:

- 26 გუნდი პირდაპირ საგზურს მოიპოვებს UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე - მათ შორის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და ევროპა ლიგის გამარჯვებული - თავისუფალი რჩება ექვსი ადგილი.

- UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავარდნილი ყოველი გუნდი მიიღებს მეორე შანსს UEFA-ს ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრისთვის.

- UEFA-ს ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 17 გუნდი პირდაპირ საგზურს იღებს, ათი გუნდი კი UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფიდან და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გადავა ევროპა ლიგაზე, პლუს 21 საკვალიფიკაციო ადგილი იქნება ორი სხვადასხვა ხაზიდან (UEFA-ს ევროპა ლიგის ჩემპიონები და ჩემპიონატის მონაწილეები).

- ჯგუფური ეტაპის ფორმატში ცვლილებები არ არის, მაგრამ მატჩები UEFA-ს ჩემპიონთა ლიგასა და UEFA-ს ევროპა ლიგაზე ჩატარდება ორ სხვადასხვა დროს.

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგა

ჯგუფური ეტაპი

- ამიერიდან 26 გუნდი ავტომატურად გავა UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე UEFA-ს სიაზე დაფუძნებით.

2018/19 წლებში ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ...

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (1)
UEFA-ს ევროპა ლიგის გამარჯვებული (1)
რეიტინგში პირველ 4 ასოციაციის 4 საუკეთესო გუნდი: ესპანეთი, გერმანია, ინგლისი, იტალია (16)
რეიტინგით მე-5 და მე-6 ადგილზე მყოფი ასოციაციის 2 საუკეთესო გუნდი: საფრანგეთი, რუსეთი (4)
რეიტინგში მე-7, მე-8, მე-9 და მ-10 ადგილზე მყოფი ასოციაციის ჩემპიონები: პორტუგალია, უკრაინა, ბელგია, რუსეთი (4)


- თუ UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ჯგუფურ ეტაპზე შიდა ჩემპიონატიდანაც გადის, მის ვაკანტურ ადგილს შეავსებს რეინტინგში მე-11 ადგილზე მყოფი ასოციაცია (ჩეხეთი), რომელიც წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემპიონთა ხაზში ითამაშებს.

- თუკი UEFA-ს ევროპა ლიგის გამარჯვებული ჯგუფურ ეტაპზე შიდა ჩემპიონატიდანაც ხვდება, ვაკანტურ ადგილს შეავსებს რეიტინგში მეხუთე ადგილზე მყოფი ასოციაციის (საფრანგეთი) მესამე ადგილოსანი გუნდი.

- თითოეულ ასოციაციას მაქსიმუმ 5 გუნდი შეიძლება ჰყავდეს ჯგუფურ ეტაპზე.

წყარო:
UEFA.com
ახალი ამბები
15 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
3 მარტი 2018 12:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: PaLoMo
ციტატა: gache1991
ჩვენ მეორე ადგილითაც გავალთ და როგორც ლიგის გამარჯვებულიც :)) ჩემნპირს შაქარი
მარმალადიიი;დდდდდდდ ნახევარფინალიც არიქნებოდა ურიგო

ნახევარფინალამდე თუ მივალთ ბარემ ჩემპიონობაც ვინატროთ wink სევილიასთან ძალიან ვნერვიულობ 0:0 ცუდი ანგარიშია შემთხვევით ერთი ბურთი რო გაუშვათ ცუდ დღეში ვიქნებით. შეცდომა დაუშვა ჟოზემ მოგებაზე უნდა ეთამაშა ესპანეთში
0
№12
ავტორი: gigaga
3 მარტი 2018 12:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
ციტატა: gache1991
ჩვენ მეორე ადგილითაც გავალთ და როგორც ლიგის გამარჯვებულიც :)) ჩემნპირს შაქარი


შაქარი შაქარი და კიდე გოზინაყი
0
№13
ავტორი: PaLoMo
3 მარტი 2018 13:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: stepno
ციტატა: PaLoMo
ციტატა: gache1991
ჩვენ მეორე ადგილითაც გავალთ და როგორც ლიგის გამარჯვებულიც :)) ჩემნპირს შაქარი
მარმალადიიი;დდდდდდდ ნახევარფინალიც არიქნებოდა ურიგო

ნახევარფინალამდე თუ მივალთ ბარემ ჩემპიონობაც ვინატროთ wink სევილიასთან ძალიან ვნერვიულობ 0:0 ცუდი ანგარიშია შემთხვევით ერთი ბურთი რო გაუშვათ ცუდ დღეში ვიქნებით. შეცდომა დაუშვა ჟოზემ მოგებაზე უნდა ეთამაშა ესპანეთში

სევილიასთან მოგებაზე გავა როგორც ჩელსთან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№14
ავტორი: stepno
3 მარტი 2018 13:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: PaLoMo
ციტატა: stepno
ციტატა: PaLoMo
ციტატა: gache1991
ჩვენ მეორე ადგილითაც გავალთ და როგორც ლიგის გამარჯვებულიც :)) ჩემნპირს შაქარი
მარმალადიიი;დდდდდდდ ნახევარფინალიც არიქნებოდა ურიგო

ნახევარფინალამდე თუ მივალთ ბარემ ჩემპიონობაც ვინატროთ wink სევილიასთან ძალიან ვნერვიულობ 0:0 ცუდი ანგარიშია შემთხვევით ერთი ბურთი რო გაუშვათ ცუდ დღეში ვიქნებით. შეცდომა დაუშვა ჟოზემ მოგებაზე უნდა ეთამაშა ესპანეთში

სევილიასთან მოგებაზე გავა როგორც ჩელსთან

სხვა რა გზააქ უნდა გავიდეს მაგრამ აშკარად გაირთულა საქმე. უფრო თამამად თამაში მართებდა ესპანეთში. კიდე კაი სევილია იყო და არა სხვა რომელიმე გრანდი თორე ეგეთ თამაშს არავინ გვაპატიებდა იქვე დაგვიმთავრებდნენ. დეხეას სასწაულებიც არ დაგვავიწყდეს
0
№15
ავტორი: SANDROGRIGA
3 მარტი 2018 19:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კარგია, მივესალმები ამ ცვლილებებს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top