თბილისი:
მანჩესტერი:
1-03-2018, 00:20
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2127,
კომენტარები: 12
"იუნაიტედის" ახალი სამიზნე კრისტიან ერიკსენი იქნება
"წითელი ეშმაკები" ერიკსენის გაწითლებას ეცდებიან.
"ტოტენჰემის" დანიელი ნახევარმცველი კრისტიან ერიქსენი მიმდინარე სეზონში შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. პოჩეტინოს შეგირდის კარგ თამაშმა ისეთი გრანდის ყურადღევბა როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია" უკვე მიიქცია.

აღნიშნულ თემზე კომენტარი თავად ფეხბურთელის აგენტმა მარტინ სჰუტსმა გააკეთა და განაცხადა, რომ ფეხბურთელზე ინტერესს ტოპ კლუბები გამოხატავენ.

"ჩვეულებრივ, ჭორების შესახებ კომენტარს არ ვაკეთებ ხოლმე, თუმცა ერიკსენის მიმართ ინტერესს ისეთი კლუბები გამოხატავენ როგორებიც "მადრიდის რეალი", "ბარსელონა" და "მანჩესტერ იუნაიტედი" არიან, ეს ფაქტი კი ძალიან სასიამოვნოა.

როდესაც კრისტიანი 14 წლის იყო, ჯერ კიდევ მაშინ სურდათ ტოპ-კლუბებს მისი გადაბირება, ყველაზე მეტად "მილანი", "ჩელსი" და "ბარსელონა" აქტიურობდნენ.

ყოველ სატრანსფერო ფანჯარაზე მის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. პრესამ სიმართლე არ იცის, მათ ჯერ კიდევ არ იციან იმ კლუბების შესახებ რომელთაც ნამდვილად სურთ ფეხბურთელის გადაბირება. კრისტიანს ბევრი საუბარი არ უყვარს, ის მოედანზე საუბრობს როდესაც მაყურებლის წინაშე საკუთარ ფეხბურთს ლაღად თამაშობს".
- განაცხადა დასასრულს დანიელის აგენტმა.




წყარო: euro-football
ჭორები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Svanchester
1 მარტი 2018 17:28
  • სიახლეები: 2778
  • კომენტარები: 3861
ტოტენჰემი ამას არ გაუშვებს მაგრამ თვითონ უნდა მოინდომოს კლუბის დატოვება. თვითონაც კარგად უნდა ხვდებოდეს რომ ტოტენჰემში ტიტულების გარეშე ელოდება კარიერა.
0
№12
ავტორი: kobinio
3 მარტი 2018 00:25
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: shotkin
ტოტე ის გუნდი აღარაა ეს ემარტივად რო უშვებდა წამყვან იგროკებს, მაღალი მიზნებისთვის იბრძვიან ლიგაზე კარგად გამოიყურებიან და ჩემპიონატშიც ტრადიციულ ტოპ 4 ის გუნდად ყალიბდება, ეს ტოტენჰემი იმ ჩემპიონ ლესტერს აჯობებდა ნამდვილად , ნელ ნელა წინ მიდიან და არმგონია ვინმე გაუშვან სადმე, არც კეინი წავა მაგედან არსად და არც არავინ.

ტოტენჰემი ზუსტად იმ თამაშს თამაშობს რამაც მმანიუ შემაყვარა.სერ ალექსის სტილს ვამსგავსებ.ლამაზ სხარტ დაუნდობელ ფეხბურთს თამაშობენ და თუ მფლობელი პაჩეტინოს წელსაც დაეხმაება და არ გაყიდიან დიდ იგროკებს და კიდე ვინმეს დაიმატებენ ეს გუნდი დიდი მოზნებისთვის იბრძოლებს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top