თბილისი:
მანჩესტერი:
24-02-2018, 11:11
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1930,
კომენტარები: 11
მოურინიო: "ლუკაკუს შედეგები არ მაღელვებს"
ექვსეულთან ლუკაკუს ჯერ არცერთი გოლი არ გაუტანია.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ პრემიერ ლიგის საუკეთესო ექვს გუნდთან რომელუ ლუკაკუს ცუდი შედეგიანობა არ აღელვებს.

ლუკაკუმ, რომელიც "იუნაიტედს" 75 მლნ. ფუნტი დაუჯდა ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე, მიმდინარე სეზონში უკვე 21 გოლი გაიტანა, მაგრამ ტოპ-ექვსეულის წინააღმდეგ ჯერ არცერთი გოლი არ გაუტანია.

მაგრამ ასეთი სტატისტიკა არ აშინებს მოურინიოს, რომლის გუნდიც კვირას "ჩელსის" დაუპირისპირდება. ჟოზე მოგვიწოდებს, რომ რომელუ მხოლოდ გატანილი გოლებით არ განვსაჯოთ.

"ამაზე არ ვღელავ. მან 21 გოლი გაიტანა - ეს კი არც ისე ცუდია. ფეხბურთელებს ისე არ ვაფასებ, როგორც თქვენ. მაშინაც კი, როცა რომელუს გოლი ვერ გააქვს, მისით მაინც კმაყოფილი ვარ. სხვა ასპექტების ანალიზირებას თუ მოვახდენთ, ყველაფერი რიგზეა", - განაცხადა მოურინიომ.
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Svanchester
24 თებერვალი 2018 23:34
  • სიახლეები: 2779
  • კომენტარები: 3861
მე პირადად ლუკაკუს თამაშით და შედეგით მაგარი კმაყოფილი ვარ. გუნდმა შემტევი ფეხბურთი რო ითამაშოს ლუკაკუ დღეს ოქროს ბუზისთვის იბრძოლებდა.

მე პირადად ლუკაკუს თამაშით და შედეგით მაგარი კმაყოფილი ვარ. გუნდმა შემტევი ფეხბურთი რო ითამაშოს ლუკაკუ დღეს ოქროს ბუცისთვის იბრძოლებდა.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top