თბილისი:
მანჩესტერი:
23-02-2018, 17:09
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2152,
კომენტარები: 11
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
მოურინიომ ტრავმირებულებზე ისაუბრა.
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
"მანაჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ დაადასტურა, რომ პრემიერ ლიგის ეგიდით "ჩელსისთან" გასამართი მატჩისთვის ანდერ ერერა მზად არ არის.

ესპანელმა ფეხბურთელმა UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაზე "სევილიასთან" მატჩში მიიღო ტრავმა და მისი შეცვლა გახდა საჭირო.

მისი ტრავმის სერიოზულობა ჯერ კიდევ დასაზუსტებელია და მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელმა არ იცის, თუ ზუსტად რამდენი ხანი იუქმებს ერერა, მწვრთნელი ადასტურებს, რომ მომდევნო შეხვედრაში მისი სამსახურით ვერ ისარგებლებს.

"ანდერი არ იქნება. საბოლოო დიაგნოზი არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ რამდენიმე კვირა არ იქნება. არ ვიცი, რამდენია ეს რამდენიმე - ორი, სამი, ოთხი, ხუთი თუ ექვსი - არ ვიცი, მაგრამ რამდენიმე ნამდვილადაა. ტრავმამოშუშებულებს რაც შეეხება - არავინაა ასეთი", - განაცხადა მწვრთნელმა.

ჟოზეს სიტყვების თანახმად, არცერთი ტრავმირებული ფეხბურთელი არ გამოჯანმრთელებულა, ანუ ფილ ჯონსი, მარკოს როხო, მარუან ფელაინი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი კვლავ აგრძელებენ მკურნალობას.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: JosephAcuro
26 თებერვალი 2018 02:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 27
riesgos por tomar viagra
viagra generico in farmacia
non arteritic ischemic optic neuropathy and viagra
<a href="http://viagrarow.com">sildenafil generic</a>
what the cut anniversaire viagra
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top