თბილისი:
მანჩესტერი:
22-02-2018, 14:29
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2218,
კომენტარები: 16
მოურინიოს ვერდიქტი "სევილიასთან" ფრეზე
მოურინიომ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
მოურინიოს ვერდიქტი
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაზე "სევილიასთან" ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ყველაფერი საპასუხო შეხვედრაში გადაწყდება.

"წითლებმა" მერვედფინალურ ეტაპზე ესპანეთში გამართული მატჩი უგოლო ფრით დაასრულეს, მაგრამ ამაში უდიდესი წვლილი შეიტანა დავიდ დე ხეას გმირობებმა.

ეს ანგარიში კი წყვილში ყველაფერს გაურკვეველს ტოვებს და გამარჯვებულის ვინაობა 13 მარტამდე არ იქნება ცნობილი.

მანამდე კი მატჩის შემდეგ მოურინიოს მიერ სხვადასხვა საკითხებზე გაკეთებული კომენტარი წაიკითხეთ..

შედეგისა და თამაშის შესახებ

"ვფიქრობ, ერთადერთი მომენტი, როცა თავი უძლურად წარმოვაჩინეთ, პირველი ტაიმის ბოლო რამდენიმე წუთი იყო, როცა რამდენიმე პოზიციური შეცდომა დავუშვით და ისინი კარგ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, მაგრამ დავიდმა ორი დიდებული სეივი განახორციელა და ამის შემდეგ სტადიონს ის ფანტასტიკური ემოცია გადაეცა, რასაც 90 წუთის განმავლობაში ჩვეულებრივ განიცდიან. ამ მომენტის გარდა სხვა დროს არ ავღელებულვარ. მატჩიც ასეთი იყო. სტატისტიკა არის ის, რაც არის. ზოგჯერ შეიძლება 15-ჯერ დაარტყა კარში, მაგრამ 13 მათგანი მხოლოდ "სტატისტიკისთვის განკუთვნილი" დარტყმა იყოს, როგორც მე ვეძახი. ამიტომაც მგონია, რომ შედეგი ზუსტად ესადაგება თამაშს. მეკითხებით, კარგი შედეგია თუ არა? მე გპასუხობთ, კარგი არ არის, მაგრამ არც ცუდია. ეს ორმატჩიანი დუელია და ყველაფრის გადასაწყვეტად წინ ერთი მატჩია, რომელიც "ოლდ ტრაფორდზე" შედგება. რა თქმა უნდა, "ოლდ ტრაფორდს" ენატრება ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფები. მართალია, გასულ სეზონში ევროპა ლიგის პლეი-ოფებში ვთამაშობდით, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის ერთი და იგივე. წინა წელს, როგორც ვიცი, ჯგუფურ ეტაპზე გამოვეთიშეთ ტურნირს, ასე რომ, "ოლდ ტრაფორდზე" დიდი საჩემპიონთა ლიგე საღამო გვექნება".

"ოლდ ტრაფორდს" დიდი ევროპული ღამეები ენატრება

"მეორე მატჩში შედეგიანი ფრე თუ დაფიქსირდება, გავვარდებით. თუ მოვიგებთ, გავალთ. რთულია. მჯერა, რომ "ოლდ ტრაფორდს" დიდი ევროპული ღამეები ენატრება. წინა წელს მეოთხედფინალი და ნახევარფინალი გვქონდა, მაგრამ ევროპა ლიგას სხვა მნიშვნელობა აქვს."

პოგბამ სტაბილურობა შეგვძინა

"ვფიქრობ, პოგბამ დიდი თავდადება გამოიჩინა იმისათვის, რომ გუნდისთვის ის მიეცა, რასაც გუნდისგან ვითხოვ. მე სკოტით და ანდერით დავიწყე. ბანეგა იმიტომ არის ფანტასტიკური ფეხბურთელი, თუმცა არ იყო, რადგან მას არ ჰქონდა სივრცე იმისათვის, რომ ყოფილიყო ის ბანეგა, რომელსაც საფეხბურთო სამყარო ეტრფის და შემდეგ ანდერი პოლმა ჩაანაცვლა. იგი ეცადა, თამაშში იგივე უნარები შეეტანა და ამას დაუმატა ბურთთან მისი მოპყრობა. იმ სათამაშო სტილის, რომელსაც ვაჩვენებდით და ისეთი გუნდის წინააღმდეგ გასვლაზე თამაშის ფონზე ბურთის ფლობის კარგი პროცენტული მაჩვენებელი გვქონდა; ეს კი მატჩის კონტროლს ნიშნავს. ამაზე პასუხისმგებელი პოლი იყო და მე მატიჩის მადლიერიც ვარ. სამი ნახევარმცველი კარგად აკონტროლებდა თამაშს და პოლიც ამის ნაწილი იყო."

დე ხეა არის ის, რაც არის

"მშრალი" მატჩი გუნდისა და დავიდის დამსახურებაა. მაგრამ რამდენიმე "მშრალი" მატჩი სერხიო რომეროს მეკარეობის დროსაც ჩავატარეთ, ასე რომ, რამდენიმე შეცდომის დამშვები გუნდიც კი კარგად იცავდა თავს და როცა შეცდომებს ვუშვებდით, იქვე იყო დავიდი. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რატომაც არის ის, ვინც არის."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
16 კომენტარი
№11
ავტორი: giorgisamnidze99
22 თებერვალი 2018 23:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ფაქტიურად მოუს თაკტიკა გამოცნობილია რა გასვლაზე და ზოგადათ დიდ ტურნირებზე როგორიცაა შიდა ჩემპიონატები ჩემპიონთა ლიგა და ასე შემდეგ თამაშობს ნიჩიას არ აცნობს გუნდს მის ტაკტიკას რო განმეორებით შეხვედრებში გადაუაროს მისი ფილოსოფიით მე ესეთი შთაბეჭდილება მრჩება რო ეს თამაში თავიდანვე ნიჩი დათქვა მოირინიომ და შეასრულა ... ამ წყვილში საერთოდ არ ვნერვიულობ სევილიას გადაუვლით ჩვენს გრანდიოზულ კედლებშI მარა გამოასწოროს უნდა მოურინიომ 1/4 ფინალიდა თამაში თავიდანვე უნდა გადაწყვიტოს გასულის ბედი კი ძნელია პახოდუ თავსაც იზგვევ მარა როდემდე კოკა წყალს არ მოიტანს სულლ... კაიდა ბაიერნი შეგვხდა ან რეალი ან კიდე ბარსელონა აი მანდ ხო ვეღარ დათქვამ არა კაიდედმამიშვილო ნიჩIას ჰაა?
0
№12
ავტორი: LASHQARA
23 თებერვალი 2018 00:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
აქ ნერვები რაზე მეშლება იცი ლიგას გვამადლის ვითომ, შე ყ-ლ-ე-ო შენ ჩვენ მანჩესტერის გულშემატკივრები ვართ და სულ გვინდა ლიგის მოგებაც პრემიერლიგისაც და ყველაფრის რისი მოგებაც შეიძლება, ამას თავი ინტერში გონია, ყველა სეზონის წინ მგონია რომ ყველაფერს მოვიგებთ, რას გვამადლის აზზე ხარ ამ მახინჯ ფეხბურთს, ბოდიშით ქალბატონებს ცენზურისთვის უბრალოდ ესე უნდა მეთქვა ესე ეკუთვნის.
0
№13
ავტორი: WeAreUnited
23 თებერვალი 2018 09:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
ციტატა: LASHQARA
აქ ნერვები რაზე მეშლება იცი ლიგას გვამადლის ვითომ, შე ყ-ლ-ე-ო შენ ჩვენ მანჩესტერის გულშემატკივრები ვართ და სულ გვინდა ლიგის მოგებაც პრემიერლიგისაც და ყველაფრის რისი მოგებაც შეიძლება, ამას თავი ინტერში გონია, ყველა სეზონის წინ მგონია რომ ყველაფერს მოვიგებთ, რას გვამადლის აზზე ხარ ამ მახინჯ ფეხბურთს, ბოდიშით ქალბატონებს ცენზურისთვის უბრალოდ ესე უნდა მეთქვა ესე ეკუთვნის.

გული მომფხანე ძმაო ეს **** ესა შემაზიზღა ფეხბურთი გუშინ ამომიყვანა ყელში მანანებინა რომ ამის მოსვლა გამეხარდა ვისთან თამაშობ ნიჩიაზე ბიჯო ვისთან სევილიასთან ბაირენთან რეალთან ან ნებისმიერ გრანდთან რომ ესე გეთამაშა 0-0ზე ხმას არ ამოვიღებდით მაგრამ სევილიასთან ბიჯო ? სტოკი მოუგებს მაგათ სადაც დააფურთხებენ სტოკი ბუბლიკ და შენ ხარ მანჩესტერ-იუნაიტედის მწვრთნელი ლეგენდარული გუნდის რომელმაც ისტორია დაწერა მკვდრეთით აღდგა და შენ ეხლა ისევ კლავ შე არასწორო კაცო ოლდტრაფორდზე გაძლევ ბოდიშის მოხდის უფლებას უნდა დახიოთ სევილია მინიმუმ 5-0 თორე გეუბნები ხელმოწერებს შევაგროვებ და გაგაჯმევინებ ან დაგბრიდავ არვიცი ჩამოვალ და ჩაგახლი პირში
0
№14
ავტორი: Dato kutaisi
23 თებერვალი 2018 11:56
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3202
ციტატა: kashmara
შენ გენაცვალე მოუ საუკეთესო ხარ ყველა დროის!!!! შენთან ფერგი კეირუშია...

გეთანხმები ძამიკო ძაან მაგარი სასტავი ჩამოთვალე მაგრამ აქ ერთი პრობლემა გვაქ.ჯერ ერთი ჩვენი არაფერი არ ესმით გუნდის მესვეურებს დაჩვენ კი ვაგჯებით ჩვენს ნერვებს.პოგბას ათიანობაში ვერ დაგეთანხმები ოღონდ პოგბას ათიანობას სანჩესის 10იანობა ჯობია უფრო მსუბუქია ბურთის ფლობა და ტექნიკა აქვს და პოგბა მძიმეა და ხასიათის ტიპია.შენ რომ ამბობდი ტიპებზე სამსახური გონიათ მარტო მანჩესტერიო ჩემი აზრით მაგ სიაში პირველი პოგბაა.პოჩეტინო მეც ძაან მინდა ტრენერად იდეალურია ჩვენი ტიპის და ისტორიის გუნდისთვის.მაგრამ პრობლემა ისაა რო პოჩეტინოს არავინ გამოუშვებს.კიდევ ერთ ფეხბურთელზე ვიტყვი ფოსუ-მენსაზე.მე ვერ ვხვდები რატო გაუშვეს ტიპი იჯარით როცა უნივერსალი ფეხბურთელია და დრო არ მიეცა ვიღაც ვიღაცაების გამო.მარჯვენა მცველადაც კარგია და საყრდენ ჩამშლელადაც.
შევთანხმდეთ ოღონდ ერთზე.მანჩეს მენეჯმენტმა აქცენტი გააკეთა სწრაფ შედეგზე, რომ ვარსკვლავებით პრობლემა მოვაგვაროთო და მილანივით არ დაგვემართოსო.ისეთ ვარიანტზე რომელზეც შენ დაწერე ძამიკო უბრალოდ უნდა იცოდე რო 2-3 წელი ვერაფერს ვერ იზამ და გუნდი უნდა ააშენო.ეს კი ძალიან ბევრ დაკარგულ ფულს ნიშნავს და კი ხვდები ვერცერთი მენეჯერი მაგაზე ვერ წავა.
და რა დაგვრჩა? დაგვრჩა ის რომ ინგლისელმა გულშემატკივარმა უნდა აგრძნობინოს მარტო მოუს კი არა არამედ მენეჯმენტსაც და უმთავრესად ფეხბურთელებს, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება და ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს.არ მივიდნენ თამაშზე,პლაკატები გამოფინონ,უსტვინონ რაც უნდათ ის ქნან ოღონდ აგრძნობინონ რო არ მოწონთ თორე მე და შენ და კიდევ აქ ჩვენი ძმები რამდენს დავწერთ ამით არაფერი შეიცვლება.
ზუსტად არ მახსოვს არ მინდა ტყუილი გამომივიდეს მემგონი აიაქსი იყო, მისმა გულშემატკივარმა ასეთი რამ ქნა.ყველა ბილეთი გაიყიდა და ზურგით იდგა მთელი თამაში მაყურებელი და ამით აგრძნობინეს გუნდს რომ არ მოწონდათ.ასეთი რამე გვინდა ჩვენც თორე აქ თუ ერთმანეთს ვუძახეთ შენ მოუს ფანი ხარ და მაგის ასე და ისეო ამით რა შეიცვლება:)ეგ ხუმრობით.
მოკლედ ვნახავთ აგერ ჩელსთან თამაშს და მერე სევილიას და გამოჩნდება საცვლები და დავინახავთ რა ხდება რეალურად ამ გუნდის შიდა სამზარეულოში
0
№15
ავტორი: K1llsw1tch
23 თებერვალი 2018 14:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 423
ჟოზე მოურინიო და მანჩესტერ იუნაიტედის ისტორია და საფეხბურთო ფილისოფია ორი შეუთავსებელი ცნებაა. ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა. პირველივე დღიდან ვიცოდი. რა გახდა ერთი შემტევი მენტალიტეტის მწვრთნელი მართლა ვერ გავიგე.
0
№16
ავტორი: Svanchester
23 თებერვალი 2018 15:14
  • სიახლეები: 2779
  • კომენტარები: 3861
"ოლდ ტრაფორდზე" ლამაზ საღამოს ველოდები 13 ში. ვფიქრობ ამ მატჩში წარუმატებლობა ჟოზეს განთავისუფლების მიზეზი უნდა გახდეს.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top