თბილისი:
მანჩესტერი:
21-02-2018, 11:25
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1938,
კომენტარები: 15
მოურინიო მატჩის წინ
პორტუგალიელმა უახლესი ცნობები გაავრცელა.
მოურინიო მატჩის წინ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ მედიას აუხსნა, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ ღია სავარჯიშო სესია სპეციალურად გამართა.

სავარჯიშო კომპლექსზე მცირე ცვლილებები მოხდა, ვინაიდან კამერებს საშუალება მიეცა, ვარჯიშის ბოლო ნაწილი ობიექტივში მოექაცია.

"დღევანდელი სესია გავასაჯაროვეთ და ასე იმ დროს მოვიქეცი, როცა ჩვეულებრივ არ ვიქცევი ხოლმე. როგორც წესი, სესიაზე ჟურნალისტები მხოლოდ გახურებისა და პირველადი მარტივი პროცედურების დროს დაიშვებიან. ამჯერად კი უფრო დიდხანს მივეცით საშუალება და ბოლოსაც შემოვუშვით, ასე რომ, შეიძლებოდა შეგემჩნიათ, ფეხბურთელები შესანიშნავ მდგომარეობაში იმყოფებიან.

როცა ფეხბურთელი ასეთ კონკურენტუნარიან მდგომარეობაშია, ეს ნიშნავს, რომ მზად არიან და არავითარი პრობლემა არ აქვთ, ამ ვარჯიშზე კი იმ ფეხბურთელებსაც შეამჩნევდით, ვინც "ჰადერსფილდთან" მატჩი გამოტოვეს - პოგბა, ვალენსია, რეშფორდი და ერერა",
- განაცხადა მოურინიომ.

ევერ ბანეგა, ხოაკინ კორეა და ლუის მურიელი მასპინძლების დახმარებას შეძლებენ, ხოლო სებასტიან კორჩიას თამაში საეჭვოა.

"მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ოცნება მეოთხედფინალში იწყება და არა მერვედფინალში. მერვედფინალურ ეტაპზე როცა ხარ, ჯერ კიდევ დიდი გზა გაქვს გასავლელი. როცა გუნდი მეოთხედფინალში გადის, ეს უკვე არის მომენტი, როცა ისეთი გუნდებიც კი, რომლებიც ფავორიტებად არ ითვლებიან - ჩვენ კი ასეთი ვართ - აცნობიერებენ, რომ ყველაფერია შესაძლებელი.

მაგრამ ახლა მხოლოდ ჩვენს ძალიან რთულ მეტოქეზე და ამ ორმატჩიანი დუელიდან ერთ-ერთზე უნდა ვიფიქროთ. ეს მატჩი არაფერს წყვეტს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
15 კომენტარი
№11
ავტორი: RojoDiablo
21 თებერვალი 2018 13:24
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: bigana
Ese igi maniu imito araa favoriti rom 3 weli ligaze ver gavida? Da siti romelsac ligaze aradodes araferi mougia da arc magis adgili araa iq isaa favoriti? An psg? Psg da siti grandebi kide minimum 10 weeli ver gaxdebian sagol reals ro gaafarchaka es psg da imedia iqac mougebs

შენ სიტყვა გრანდის არსი სხვაგვარად გესმის ალბათ. გრანდობას ისტორიას აწერ თუ აწმყოს? "მილანი" თავისი ისტორიით ჩვენზე არანაკლები გუნდია, მაგრამ დღეს ერთი საშუალო დონის კლუბია და მეტი არაფერი. და გგონია, რომ მილანი უფროა გრანდი, ვიდრე სიტი დღეს? მაგ ლოგიკით პსჟ არის ნამდვილი არარაობა, მაგრამ... სიტყვა ფავორიტი, ჩემო მეგობარი, ნიშნავს შემდეგს: ყველაზე მეტი, ყველაზე კარგი, ყველაზე ძლიერი! ანუ ყველაზე მეტი შანსია, რომ მოვიგოთ. ახლა გადახედე მდგომარეობას და მითხარი, მართლა ვართ თუ არა ფავორიტები. კიდევ ერთხელ გეუბნები, სიტყვების შინაარსშია აქ საქმე და არა შესაძლებლობებში. შენ თუ გგონია, რომ დღეს იუნაიტედს უფრო მეტი შანსი აქვს ჩემპიონთა ლიგის მოგების, შენი საქმეა, მაგრამ მოდი, ნუ მასწავლი, რა ვთქვა და რა - არა. იუნაიტედი არავისზე ნაკლებად არ მიყვარს და არავისზე ნაკლები ადგილი არ აქვს ამ გუნდს ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ეგ არ ნიშნავს, რომ სუბიექტურად უნდა შევხედო შექმნილ ვითარებას და ვთქვა, რომ დღეს სიტიზე უკეთესი გუნდი გვყავს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№12
ავტორი: ikeoni
21 თებერვალი 2018 14:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
ერთი სული მაქვს როდის დაიწყება თამაში
0
№13
ავტორი: giorgi_mg
21 თებერვალი 2018 16:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
რა არის აქ რთული, სიტი ბევრად უკეთეს ფეხბურთს თამაშობს და უკეთესი ფეხბურთელებიც ყავს, ტეხავს მარა რეალობა და სიმართლე ეს არის
0
№14
ავტორი: stepno
21 თებერვალი 2018 17:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
არანაირად არ ვართ ფაორიტები გეთანხმები ჟოზეე
0
№15
ავტორი: anderson
21 თებერვალი 2018 21:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
კაროჩე ეხლა რის ვაი ვაგლახიით მოვუგებთ სევილია და გავალთ მეოთხედფინალში ბაზარი არააა , მერე შეგვხვდება რომელიღაც ძლიერიი გუნდიი და როგორც ჟოზეს ჩვევია ძლიერ გუნდთანნ ცენზურაამმსს , კაკ ვსეგდა, მერე ყველა გავბრაზდებით რათქმაუნდა , მერე მიეწყობა რამოდენიმე მატჩი სლაბ გუნდებთანნ იმათაც დავჩაგრავთ ასე თუ ისე და ესე გაგრძელდება კაი ხანიი , კაით რაა ესააა მანჩესტერიი ესაა ჩვენი იუნატედიი ? ? ?? !!!!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top