თბილისი:
მანჩესტერი:
20-02-2018, 15:41
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2067,
კომენტარები: 16
გუნდს 4 ფეხბურთელი დაუბრუნდა
პოგბამ და იბრაჰიმოვიჩმა თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშეს.
გუნდს 4 ფეხბურთელი დაუბრუნდა
ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ პოლ პოგბამ თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშა.

24 წლის ფეხბურთელმა შაბათს "ჰადერსფილდთან" შეხვედრა ავადმყოფობის გამო გამოტოვა და მისი ადგილი ახალგაზრდა ითენ ჰამილტონმა დაიკავა.

მაგრამ ფრანგი ვარჯიშებს კვირას დაუბრუნდა და დღეს ესპანეთში გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე თანაგუნდელებთან ერთადაც ივარჯიშა, მაგრამ კარგი ამბები აქ არ წყდება.

ჟოზე მოურინიოს გუნდი ანდერ ერერამ, მარკუს რეშფორდმა და ზლატან იბრაჰიმოვიჩმაც შეავსეს.

მათგან ყველაზე მოულოდნელი იყო ზლატანის დაბრუნება, რასაც პორტუგალიელი მწვრთნელიც არ ელოდა, მაგრამ ბოქსინგ დეიზე მიღებული ტრავმის მოშუშების შემდეგ შვედმა ვარჯიში განაახლა.

ბასკმა და ინგლისელმა ნახევარმცველმა კი "იუნაიტედის" ბოლო ორი მატჩი გამოტოვა ტრავმის გამო და ახლა ისინიც საქმეში არიან.

მაგრამ ღია სავარჯიშო სესიაზე არ შეუნიშნავთ ფილ ჯონსი, დეილი ბლინდი, მატეო დარმიანი და მარკოს როხო.

დღევანდელ ვარჯიშზე მყოფთა სრული სია: დე ხეა, რომერო, პერეირა; ვალენსია, შოუ, იანგი, ლინდელიოფი, ბაიი, სმოლინგი; კერიკი, მატიჩი, ერერა, მაკტომინეი, პოგბა, ლინგარდი, მატა; მარსიალი, რეშფორდი, ლუკაკუ, სანჩესი, იბრაჰიმოვიჩი.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
16 კომენტარი
№11
ავტორი: pogba p
20 თებერვალი 2018 17:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 68
Bichebo aq aris vinme iseti vinc manchesters cota did fulshi dasdevs?170 kushi maqvs dacherili 5 l arshi da menaneba manchesterma ro ver moigos
0
№12
ავტორი: glory28
20 თებერვალი 2018 17:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
პოგბა !!!!!!!!!!!!!!!!! დაბრუნდაა და ეგ რომ გამოტოვა ეგეც დზალით მოისავადმყოფა თავი
0
№13
ავტორი: Phil Jones
20 თებერვალი 2018 20:03
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
პესიმისტი არ ვარ, არც მოურინიოს ტაკტიკებისადმი ვარ მაინცდამაინც ცუდად განწყობილი, მაგრამ მგონია რომ 0-0ის შანსიც არის და 1-1ის, მოკლედ ფრე და შედეგზე ორიენტირებული თამაში მგონია.
0
№14
ავტორი: Svanchester
20 თებერვალი 2018 20:24
  • სიახლეები: 2946
  • კომენტარები: 3956
ზლატანის დაბრუნება მაგრად მისწორდება.
0
№15
ავტორი: gela-manchesteri777
20 თებერვალი 2018 22:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
იბრაკადაბრამ მინდა რო ითამაშოს

იბრაკადაბრამ მინდა რო ითამაშოს
0
№16
ავტორი: giorgi_mg
21 თებერვალი 2018 09:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ზლატანის დაბრუნება გამისწორდა, მუხტს, შემართებას და იმედს მომატებს ბიჭებს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top