თბილისი:
მანჩესტერი:
19-02-2018, 11:47
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1943,
კომენტარები: 11
პოგბამ გუნდთან ერთად ივარჯიშა
ფრანგი ფეხბურთელი "სევილიასთან" მატჩისთვის მზადაა.
პოგბამ გუნდთან ერთად ივარჯიშა
ავად გახდომიდან 24 საათის შემდეგ პოლ პოგბამ გუნდთან ერთად სრული სავარჯიშო სესია ჩაატარა და სათამაშოდ მზად არის.

89 მილიონ ფუნტად შეძენილმა ნახევარმცველმა ინგლისის თასის მეხუთე რაუნდის მატჩში მონაწილეობაზე თავად განაცხადა უარი და მიზეზად ავადმყოფობა დაასახელა.

მაგრამ 24 წლის პოგბა თავს უკვე კარგად გრძნობს და ჩემპიონთა ლიგის ეგიდით "სევილიასთან" გასამართი მატჩისთვის ოთხშაბათს მზად იქნება.

ფრანგი კვირას დილის 11 საათზე სავარჯიშო მოედანზე შენიშნეს და მას ავადმყოფობა არ ეტყობოდა.

"ოლდ ტრაფორდის" მკვიდრთა მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აცხადეს, რომ მასა და პოგბას შორის არავითარი უთანხმოება არ არის და ბოლო დროს ფრანგის ხშირი შეცვლების მიზეზი ის იყო, რომ ცუდად თამაშობდა.

წყარო: the sun
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: glory28
20 თებერვალი 2018 15:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
ამან დამღალა რაა რას წუწუნებს ვაჰ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top