თბილისი:
მანჩესტერი:
18-02-2018, 22:15
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1847,
კომენტარები: 12
ფელაინიმ "გალათასარაისთან" შეათანხმა
ბელგიელი კარიერას თურქულ კლუბში გაგრძელებვს.
ფელაინიმ
ფელაინის შესახებ აგორებული ჭორები დასასრულს უახლოვდება. მოგეხსენებათ, ფეხბურთელმა "წითელი ეშმაკების" მიერ შემოთავაზებულ ახალ კონტრაქტზე უარი განაცხადა. მიზეზად სახელფასო განაკვეთი სახელდებოდა რომელიც მარუანს ახალი კონტრაქტის თანახმად არ აკმაყოფილებდა.

აღნიშნულის შემდეგ, ნახევარმცველის შესაძენად თურქული კლუბები გააქტიურდნენ. თავდაპირვველად ჭორები ფელაინის "ბეშიქთაშს" უკავშირებდნენ თუმცა, როგორც თურქული გამოცემა Ajansspor- იუწყება, ფელაინიმ კონტრაქტი "გალათასარაისთან" შეათანხმა.

ხელშეკრულების თანახმად, მოურინიოს შეგირდი "გალათასარაის" ღირსებას 4 წლის ვადით დაიცავს. კონტრაქტი ასევე ითვალისწინებს ვადის ამოწურვის შემდეგ ავტომატურად ერთი წლით გახანგრძლივების პუნქტს.

მარუან ფელაინის "ოლდ ტრაფორდზე" კონტრაქტი სეზონის დასასრულს ეწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ თურქულ კლუბს მის შესაძენად თანხის გამოყოფა არ მოუწევს და ბელგიელი ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

ბელგიელი "წითელი ეშმაკების" ღირსებას მეექვსე წელია იცავს. შეგხსენებთ ის კლუბმა 2013 წელს ინგლისური "ევერტონიდან" შეიძინა.



წყარო: euro-football
ჭორები
12 კომენტარი
№11
ავტორი: PaLoMo
19 თებერვალი 2018 12:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
1 იმიტო მწყდება გული,რომ ამაში მაყუთს ვერ ავიგებთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№12
ავტორი: glory28
20 თებერვალი 2018 15:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
კარგად ბრძანდებოდეე, იმედია შეკვეთილში არ გნახავ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top