თბილისი:
მანჩესტერი:
9-02-2018, 23:27
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2204,
კომენტარები: 11
სანჩესი: "იუნაიტედში" ყველაფრის მოსაგებად მოვედი"
ჩილელმა "იუნაიტედში" დასახულ მიზნებზე ისაუბრა.
სანჩესი:
ალექსის სანჩესი "იუნაიტედს" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას შეუერთდა. მისი ტრანსფერიდან არცისე დიდი დროა გასული, თუმცა ჩილელი საკუთარ მიზნებზე უკვე ალაპარაკდა და აცხადებს, რომ ის "ოლდ ტრაფორდზე" ყველა შესაძლო ტურნირის მოსაგებად მოვიდა. გარდა ამისა, ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში სნჩესმა "იუნაიტედს" ინგლისში საუკეთესო კლუბი უწოდა.

"მე ვფიქრობ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისში საუკეთესო კლუბია. მე არ ვიძახი ამას მხოლოდ იმიტომ, რომ ამ კლუბის ღირსებას ვიცავ, მინდა გითხრათ, რომ სრულიად გულწრფელი ვარ. ინგლისში რა თქმა უნდა ბევრი დიდებული კლუბია, მათ შორის "არსენალიცაა".

როდესაც აქ მოვედი, როდესაც კლუბის ემბლემას შევხედე, ვიფიქრე, რომ "იუნაიტედმა" ყველაფერი უნდა მოიგოს, ეს შესაძლებელია, კლუბის ლოგო მომავალ გამარჯვებებზე მეტყველებს.

მე აქ მოვედი, იმისთვის, რომ გავიმარჯვო. მინდა ხმამაღლა განვაცხადო, "იუნაიტედში" ყველა შესაძლო ტიტულის მოსაპოვებლად მოვედი, წინააღმდეგ შემთხვევაში მე ამ კლუბში არ ვიქნებოდი".
ციტირებს ალექსისის სიტყვებს Sky Sports.





წყარო: euro-football
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
10 თებერვალი 2018 23:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ტიპი ლიდერათაა დაბადებულიი ხო ვიცოდი რო მაგარი იყოო მაგრამ ეხლა 3 ჯერ და 4 ჯერ უფრო მაგარია ჩემ თვალში
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top