რამდენიმე დღის წინ გავეცელდა ჭორები, ევრას პრემიერ ლიგაში დაბრუნებაზე. ყოფილი "წითელი ეშმაკი" რომელიც, "იუნაიტედის" შემდეგ ტურინის "იუვენტუსისა" და მარსელის "ოლიმპიკის" რიგებს იცავდა, კვლავ პრემიერ ლიგაში იასპარეზებს.
"ევროპა ლიგის" მატჩის დაწყებამდე, პორტუგალიურ "გიმარაეშსა" და "მარსელს" შორის, ინციდენტი მოხდა ევრასა და გულშემატკივარს შორის. რის გამოც ფრანგმა მარცხენა მცველმა დისკავილიფიკაცია უეფასგან, საკუთარი კლუბისგან კი კონტრაქტის გაწყვეტა მიიღო.
ევრა ავტომატურად გახდა თავისუფალი აგენტი და სატრანსფერო ფანჯრის დახურვის მიუხედავად, კლუბის შეცვლის უფლება მიიღო. ასეთი გამოცდილი ფეხბურთელის დამატების შანსი, ხელიდან არ გაუშვა დევიდ მოიესმა, რომლის გუნდშიც უკვე თამაშობს კიდევ ერთი ექს-მანჩესტერელი ხავიერ ერნანდესი.
დღეს უკვე "ვესტ ჰემმა" დაადასტურა ინფორმაცია, რის შესახებაც წერდნენ ბრიტანული გაზეთები, პატრის ევრა რომელსაც კარიერის საუკეთესო წლები "იუნაიტედში" აქვს გატარებული, ლონდონურ კლუბში 27 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.