ბოლო დღეებია ჟურნალ-გაზეთები თუ ვებ საიტები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ”მანჩესტერი” მზად იყო გაეშვა თავისი კაპიტანი ”ანჟიში” 30 მილიონად. ამ ინფორმაციებში ნახსენები იყო აგრეთვე ისიც, რომ ”ანჟი” ვიდიჩს ყველაზე მაღალანაზღაურებად მცველად გახდიდა და კვირაში 250 000 ფუნტს დაუნიშნავდა. ამ ინფორმაციებს ავრცელებნდნენ The Daily Express და The Daily Mail. მაგრამ ეს ჭორები ”ანჟის” წარმომადგენლებმა უარყო.
მახაჭკალურ გუნდის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა წერილი, რომელშიც ეწერა : იმას რასაც პრესა ავრცელებს არა არის მართალი. ჩვენ არც ნემანია ვიდიჩის ყიდვა გვინდა და არცერთი იმ ფეხბურთელის, რომლის სახელი და გვარი პრესაში გაჟღერდა.”