თბილისი:
მანჩესტერი:
5-02-2018, 15:55
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2360,
კომენტარები: 17
კლუივერტი ჭორებს გამოეხმაურა
ჯასტინ კლუივერტმა გავრცელებულ ნიუსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
კლუივერტი ჭორებს გამოეხმაურა
ჯასტინ კლუივერტმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" მისი გადასვლა ამჟამად წარმოუდგენელია.

18 წლის კლუივერტმა მიმდინარე სეზონში ჰოლანდიის ჩემპიონატში შესაძლო 21 მატჩიდან 14-ში მიიღო მონაწილეობა. ჰოლანდიის 21-წლამდელთა ნაკრების წევრის ინტერესებს წარმოადგენს მინო რაიოლა, რომელმაც ბოლო 18 თვის განმავლობაში "ოლდ ტრაფორდზე" ზლატან იბრაჰიმოვიჩის, ჰენრიხ მხითარიანის, პოლ პოგბასა და რომელუ ლუკაკუს გადაბარგებას შეუწყო ხელი.

"იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გასული სეზონის ევროპა ლიგის ფინალის შემდეგ ცხადად ესაუბრა კლუივერტს და როგორც ჰოლანდიური სატირული პროგრამები ამტკიცებენ, საუბრის შინაარსი იმაში მდგომარეობდა, რომ მოურინიო ახალგაზრდა ფეხბურთელს თავისი კეთილგანწყობა და მის გუნდში გადაბირების სურვილი გაუმხილა.

ამ მომენტიდან კლუივერტს ხშირად უკავშირებენ "იუნაიტედის" სახელს, მაგრამ თავად ფეხბურთელი აცხადებს, რომ მოურინიოსთან არასდროს უსაბრია "ოლდ ტრაფორდზე" შესაძლო გადაბარგების შესახებ:

"ჭორები მოვიდა ჩემს ყურამდე, მაგრამ მოურინიოსთან არ მილაპარაკია. "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა ამჟამად წარმოუდგენელია", - განაცხადა კლუივერტმა.

ჰოლანდიური გამოცემების უმრავლესობა ზემოაღნიშნული დიალოგის შინაარს ამგვარად გამოდგვცემს:

მოურინიო კლუივერტთან მივიდა და უთხრა:

- შენ! შენ მჭირდები! შენ განსაკუთრებული.
- გამიგია, თქვენზეც მაგას ამბობენ, - უპასუხა ჯასტინმა.
- დიახ, მე განსაკუთრებული ვარ.
- მაშინ განსაკუთრებული ტრანსფერი განვახორციელოთ.
- კიდევ ერთი სეზონიც.
- მერე?
- მერე მანჩესტერში გადმოდი და ჩემი თავდამსხმელი გახდი.
- კარგი.
- "აიაქსში" კიდევ ერთი წარმატებული სეზონიც და ჩვენ ერთად ისტორიას დავწერთ.
- კარგი, მოუთმენლად ველი

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
17 კომენტარი
№11
ავტორი: gache1991
5 თებერვალი 2018 23:40
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ოპაა ბაკაიოკო გააგდო:)))) იმედია ფრეს მაინც ითამაშებს უოტფორფი
0
№12
ავტორი: Lukaku 9
6 თებერვალი 2018 01:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
Chelsi wavida marilze
0
№13
ავტორი: gela-manchesteri777
6 თებერვალი 2018 01:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
ბიჭებო ტუ იცით ვინმემ მომცერეთ რა ინტელ რ სელერონ რ ქპუ ე 1200@1.60გჰზ ეს სისტემა პეს 16ან რომელიმე პეს გაქაჩავს

ბიჭებო ტუ იცით ვინმემ მომცერეთ რა ინტელ რ სელერონ რ ქპუ ე 1200@1.60გჰზ ეს სისტემა პეს 16ან რომელიმე პეს გაქაჩავს
0
№14
ავტორი: bziki
6 თებერვალი 2018 01:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
კონტე გაგლიჯეს :D:D
ბარემ კანტეც მოგვცენ, ეგ და პოგბა მშვენივრად უგებენ ერთმანეთს,მატიჩი და კანტე ხო ვაბშე:D ტიპი ისეთი დაუნია მატიჩი გაუშვა,კანტეც რო მოგვცეს არ გამიკვირდება და თითონ ვიდალი დაიმატოს(ვიდალი მაგრა ევასება,ომში წავიდოდი ვიდალთან ერთადო:D:D:D:D:D:D:D:D:D:D)მარა ცუდი ისაა რო ეგ ვეღარავის ვეღარ გაუშვებს ამოარტყავენ ერთ ადგილას ნასოკს ცოტა ხანში
0
№15
ავტორი: SANCHEZ 7
6 თებერვალი 2018 07:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
ციტატა: bziki
კონტე გაგლიჯეს :D:D
ბარემ კანტეც მოგვცენ, ეგ და პოგბა მშვენივრად უგებენ ერთმანეთს,მატიჩი და კანტე ხო ვაბშე:D ტიპი ისეთი დაუნია მატიჩი გაუშვა,კანტეც რო მოგვცეს არ გამიკვირდება და თითონ ვიდალი დაიმატოს(ვიდალი მაგრა ევასება,ომში წავიდოდი ვიდალთან ერთადო:D:D:D:D:D:D:D:D:D:D)მარა ცუდი ისაა რო ეგ ვეღარავის ვეღარ გაუშვებს ამოარტყავენ ერთ ადგილას ნასოკს ცოტა ხანში

კოშტა რო გაუშვა ამ სირმა მისმერე რაა გასაკვირიი კოშტა როგორც ფეხბურთელიი მაგარი 9იანია და ლუკაკუც რო აახია ჟოზემ იქ ჩაუდო მაგრად
0
№16
ავტორი: gaga1987
6 თებერვალი 2018 10:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
კონტემ თავი დაკარგა DDDDDDDDDDDDDDDDDDDD
0
№17
ავტორი: wiking
6 თებერვალი 2018 11:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 115
ფულის ტომარა რაიოლაა აგენტი ამისი და გადმოიყვანეს მაშინ აქ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top