თბილისი:
მანჩესტერი:
5-02-2018, 13:39
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 2230,
კომენტარები: 13
"იუნაიტედი" ვიდალის შეძენას გეგმავს
"წითლები" მეორე ჩილელი ფეხბურთელის დამატებასაც გეგმავენ.
არახალია ის, რომ მაიკლ კერიკი სეზონის დასრულების შემდეგ კარიერას დაასრულებს. აქედან გამომდინარე ჟოზე მოუყრინიო მის შემცვლელს ეძებს. "იუნაიტედში" კერიკის შემცვლელად კი სულ უფრო აქტიურად მოიხსენიება მიუნხენის "ბაიერნის" ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალი. შესაძლოა ვიდალმა კარიერა ამჟამად უკვე ინგლისში გააგრძელოს.

როგორც Manchester Evening News- იტყობინება, "მანჩესტერის" მენტორი ჟოზე მოურინიო პირად ინტერესს გამოხატავს ვიდალის მიმართ და სურს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, გუნდის მთავარი პრიორიტეტი სწორედ ვიდალის ტრანსფერი იყოს.

ვიდალს ბავარიულ კლუბთან კონტრაქტი 2019 წელს უმთავრდება. ახალი კონტრაქტის გაფორმება კი დღემდე არ განხორციელებულა. რაც სულ უფრო მოასწავებს იმ ფაქტზე, რომ ჩილელს გერმანელები ზაფხულში შესაბამის ფასად გაყიდიან. მისი წასვლის შესახებ აქამდეც აქტიურად დაწერილა. ხოლო "იუნაიტედი" ფეხბურთელის შეძენის მთავარი პრეტენდენტია.

გარდა არტურო ვიდალისა, 'მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულში კიდევ ერთი ნახევარმცველის დამატებას გეგმავს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ვიდალის "იუნაიტედში" ტრანსფერს ხელი შესაძლოა "წითლების" ჩილელ ახალწვეულმა ალექსის სანჩესმაც შეუწყოს, ვინაიდან და რადგანაც მოგეხსენებათ ეს უკანასკნელნი თანამემამულეები არიან.



წყარო: euro-football.ru
ჭორები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Manstark_United
5 თებერვალი 2018 21:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
ვიდალზე მეტად ნაინგოლანის მოსვლა მინდა მე
0
№12
ავტორი: gela-manchesteri777
5 თებერვალი 2018 23:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 182
კაი იქნება რო მოვიდეს მარა არამგონია
0
№13
ავტორი: wiking
6 თებერვალი 2018 11:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 115
ეს გვჭირდება, მებრძოლი ნახევარმცველი რომ კარგად იმუშაოს ცენტრში
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top