თბილისი:
მანჩესტერი:
4-02-2018, 19:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2063,
კომენტარები: 14
მანჩესტერული გუნდები რაკიტიჩის შეძენას ეცდებიან
ივან რაკიტიჩი მაიკლ კერიკის შეცვლის ერთ-ერთი კანდიდატია.
მანჩესტერული გუნდები რაკიტიჩის შეძენას ეცდებიან
მოსალოდნელია, რომ ივან რაკიტიჩი ზაფხულში "ბარსელონას" დატოვებს, მისით კი პრემიერ ლიგაში ინტერესდებიან.

ესპანური გამოცემა Don Balon-ი ამტკიცებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" და "მანჩესტერ სიტი" ბოლო კვირების განმავლობაში ხორვატ ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს მართავდნენ.

დიდი ალბათობით, ივანი გუნდს სეზონის ბოლოს გამოეთხოვება, რასაც ამყარებს "ლივერპულიდან" ფილიპ კოუტინიოს გადასვლას "ნოუ კამპზე", თუმცა ამჟამინდელი მდგომარეობა, რომლის დროსაც იგი ერნესტო ვალვერდეს გუნდში მუდმივად ძირითად შემადგენლობაშია, ამის თქმის საფუძველს არ იძლევა.

კოუტინიოს გარდა რაკიტიჩს კონკურენტებად ჰყავს სერხი რობერტო, პაულინიო და ანდრეს ინიესტაც, სხვა გუნდში გადასვლა კი მუდმივად თამაშის გარანტიას მისცემდა.

გაზეთები იუწყებიან, რომ რაკიტიჩმა მოლაპარაკებები გამართა პეპ გვარდიოლასა და ჟოზე მოურინიოსთან, მაგრამ ჯერჯერობით არცერთ კლუბს არ გაუკეთებია ოფიციალური შეთავაზება "ბარსელონასთვის".

წყარო: express
ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: bziki
5 თებერვალი 2018 02:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
რაკიტიჩი კი დაგვხატავდა მარა მაგას რას გაუშვებს ვალვერდე დღეს ვაბშე დაასვენა ისე უფრთხილდება, ხერხემალია გუნდის რა გაშევაზეა ლაპარაკი.კაიფი ისაა ბარსას ქართველ ფანობას რაკიტიჩის წასვლა უნდა:D
მიცენ ერერა ატლეტიკოს დაუმატონ ზემოდან გინდა 70 და საული მოიყვანონ,ეგ უფრო რეალურია.
საყრდენების დეფიციტი არაა ბაზარზე ბევრი ვარიანტია ვინმეს ნახავენ
აი მცველების დეფიციტი კია,გინდა ფლანგის გინდა ცენტრალური
0
№12
ავტორი: Alexis7
5 თებერვალი 2018 03:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 54
ამას ბარსა არ დათმობს მშვენივრად არის შეწყობილი და არამგონია სადმე გაუშვან.. ზოგადად კიდე ნახევარდაცვას რაც შეეხება პოგბა მატა მატიჩის სამეულიც მშვენიერია თუ შეთამაშდებიან და გაანძრევენ ერთ ადგილს.. მატა კარგია და რაც უფრო მეტ დროს მისცემს მოუ უფრო და უფრო მოუმატებს თან საჭირო თამაშებშიც გამოსადეგი ფეხბურთელია.. პოგბამ უნდა მოუმატოს აუცილებლად და აუბას მხარი სანჩესს ყველაზე მეტად ეხლა ეგ სჭირდება გუნდს.. მარტო თუ მოუწია ალექსის თამაში ასე არაფერი გამოვა.. იმიტომ გამოიქცა არსენალიდან რო იქ არავინ უბავდა მხარს და ყოველთვის მარტო უწევდა ფაქტიურად თამაში.. პოგბა უნდა ათამაშდეს და ამ ორმა ერთად უნდა შეასრულონ ყველაზე დიდი საქმე.. ლიგაზე პირველ რიგში..
0
№13
ავტორი: vale13
5 თებერვალი 2018 10:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 77
Covachichi iyidon jobia
0
№14
ავტორი: fergia
5 თებერვალი 2018 19:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 108
ოღონდ ეს არ დავინახო მანიუში...
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top