თბილისი:
მანჩესტერი:
4-02-2013, 21:07
ავტორი: love united,
ნანახია: 2023,
კომენტარები: 12
განთხოვრებული მანჩესტერელები
განათხოვრებული ”ეშმაკებისთის” წინა უიქენდი საკმაოდ წარმატებული გამოდგა...
განთხოვრებული მანჩესტერელები
ბებემ შესანიშნავად იასპარეზა ”რიუ ავეს” რიგებში ”სპორტინგის” წინააღმდეგ.მატჩი პორტუგალიის ჩემპიონატის მაშტაბით ჩატარდა და მანჩესტერელის კლუბმა 2-1 იმარჯვა.ბებე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.”ვფიქრობ, კლუბს დავეხმარე.ყველა ფეხბურთელმა ლომის წვლილი შეიტანა ამ გამარჯვებაში.ვგრძნობ, რომ მათ ვჭირდები და სათამაშო დროც საკმაოდ დიდი მაქვს.იმედი მაქვს, ასეთივე ფორმაში ვიქნები სეზონის ბოლომდე.ძალიან მინდა ”რიუ ავესთან” ერთად წარმატებების მიღწევა, შემდეგ კი ”იუნაიტედში” დავბრუნდები.”

ფაბიომ მიიღო ტრავმა ”ნორვიჩთან” მატჩში ”ლოფტუს როუდზე”.”ქუინზ პარკის” ამჟამინდელი მოთამაშე იძულებული გახდა მოედანი 14 წუთით ადრე დაეტოვებინა მატჩის დასრულებამდე.ანგელო ენრიკესი მოედანზე დამატებულ დროში გამოჩნდა.მისი კლუბი კი ”საუტჰემპტონს” დაუზავდა 2-2.ჩილელმა ჯეიმი მაკარტნი შეცვალა, შონ მელოუნის გამათანაბრებელი გოლის შემდეგ რამდენიმე წამში.

მაიკლ კინმა დიდი როლი ითამაშა ”ლესტერის” გამარჯვებაში ”მგლების” წინააღმდეგ.მისმა ამჟამინდელმა კლუბმა ”ვულვზი” 2-1 დაამარცხა და პრემერ ლიგას უფრო მიუახლოვდა.ახალგაზრდა მცველმა ბოლო წუთებში ყოფილი მანჩესტერელის, ებანკ-ბლეიკის დარტყმას მიმართულება შეუცვალა და ბურთი ბადეში გაეხვა.

სკოტ ვუტონმა ტრავმის გამო გამოტოვა შეხვედრა, დევიდ პეტრუჩი კი გასაკვირად, სათადარიგო სკამიდან არ ამდგარა.”პიტერბრო” ”ბარნლს” ფრე, 2-2 ეთამაშა.დევიდის კლუბი გასავარდნ ზონაშია.უილფრიდ ზაამ მიიღო მონაწილეობა ტრიუმფალურ გამარჯვებაში ”ჩარლტონის” წინააღმდეგ.”პალასმა” 2-1 გაიმარჯვა, ზაამ კი თავი ლამაზი ფინტებით დაგვამახსოვრა.ლუკ მაკკალოუ იყო ”ჩელთჰემ თაუნის” განაცხადში, მაგრამ სათადარიგო სკამზე გაატარა მთელი თამაში.მისმა გუნდმა 2-1 მოუგო ”ტორკ იუნაიტედს”.

ფედერიკო მაკედა მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა.”შტუტგარტი” ”ფორტუნას” ეთამაშებოდა და დამარცხდა, ანგარიშით 1-3.ლუკ გივერინმა ითამაშა შესანიშნავად ნახევარდაცვაში, ”ანტვრეპენის” შემადგენლობაში.ამის მიუხედავად ბელგიურმა კლუბმა მარცხი იწვნია ”ვიზესთან”-1-2.

წყარო:http://www.manutd.ru
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: zatara
4 თებერვალი 2013 22:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 412
ფაბიოს დაჟე ნახევარმცველად ათამაშებენ მარცხენა ფლანგზე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Man!... The BOSS!...The Legend!!!

We Will Miss You SAF :(
№12
ავტორი: Shako Jones
5 თებერვალი 2013 13:39
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
აუჰ რა წარმატებული დღეა lol
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top